გამონათქვამები – ედუარდ შევარდნაძე & მიხეილ სააკაშვილი
სტატიაში იხილავთ საქართველოს ექს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისა და ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ცნობილ გამონათქვამთა ნაკრებს…ედუარდ შევარდნაძე
სანამ შევარდნაძის გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს, მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:
სრული სახელი და გვარი: ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე
ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 25 იანვარი, 1928 წელი
საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში. იგი მსოფლიო პოლიტიკაში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. 1985-1990 წლებში შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. იგი ისტორიაში “თეთრი მელას” სახელითაა შესული. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
- პირადად მე რუსეთი წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ.
- ცხოვრებაში ყოველთვის ვახერხებდი სიტუაციების გადანაწილებას.
- მჯერა, რომ პოლიტიკოსებს რეალისტებათ დარჩენა მაინც შეუძლიათ.
- იმ დროს მე სისხლისღვრის თავიდან აცილება არ ძალმიძდა.
- მე არ ვარ პასუხისმგებელი სააკაშვილის მოქმედებებისა, მითუმეტეს გამსახურდიის.
- მაგრამ… ჩვენ არ შეგვიძლია არ გავწიოთ დახმარება განუსაზღვრელად.
- ვფიქრობ, როდესაც თანამდებობაზე უარი ვთქვი ამით ქართველებს კიდევ ერთი სისხლის ღვრა ავაცილე თავიდან.
- ჩვენ რეალური შანსები გვაქვს “ნატოში” შესვლისა.
- ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დასავლეთს რეალურად შეუძლია ჩვენი დახმარება.
- ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაპირიბებეს დიდი ჭკუა არ სჭირდება.
- როდესაც ძალა მე ჩავიგდე ხელში, ამ დროს საქართველო ევროპისგან სრულიად იზორილებული იყო.
- კორუფციას გააჩნია საკუთარი მოტივაციები…
- მე დაბრუნებას არ ვგეგმავ. კიდევ დამრჩა “გაუბედავი” საქმეები.
- მე პოლიტ ბიუროში ვირიცხებოდი, ვიყავი მინისტრი სხვადასხვა ადგილას…
- არ მინდა ისტორიაში შევიდე როგორც სისხლისმღვრელი.
- წარმოუდგენელია დღეს დღეობით საქართველომ პენსიონერებისა და მასწავლებლების საკითხი მოაგვაროს. “ჩვენ” ამისთვის ფული გვჭირდება, რომელიც არ გაგვაჩნია.
- არცერთ ქართველს არ ძალუძს უარყოს მისი მოვალეობები და დაივიწყოს პასუხისმგებლობა.
- და საბოლოო ჯამში რა იყო ჩვენი პოლიტიკა? – ჩვენ მხოლოდ და მხლოდო მეგობრებს ვეძებდით მთელ მსოფლიოში.
- დღეს ყველა ჩვენ გვეხმარება, მაგრამ მოვა დრო ჩვენვე მოგვიწევს საკუთარი თავის დახმარება.
მიხეილ სააკაშვილი
სანამ სააკაშვილის გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს, მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:
სრული სახელი და გვარი: მიხეილ სააკაშვილი
ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 21 დეკემბერი, 1967 წელი
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სათავეში 2004 წლის 25 იანვრიდან უდგას. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და დამფუძვნებელია. მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი წინამძღოლი იყო. იგი დღემდე ითვლება ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაურად ევროპაში (პრეზიდენტი გახდა 36 წლის ასაკში). მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
- ჩვენ საქართველო ისეთი უნდა ავაშენოთ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და როგორსაც დღეს, ჩვენ ვოცნებობთ.
- სოლიდარობა – ყვეკლაზე უდიდესი და დასაფასებელი რამაა, რასაც მეოცე საუკუნეში “ეწეოდნენ”.
- მე გპირდებით, რომ თქვენი სირცხვილის მიზეზი არასდროს ვიქნები.
- საქართველოს რუსეთი მტრად ნამდვილად არ სჭირდება.
- საქართველო არ არის უბრალოდ ევროპის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანაცაა.
- პირველი და უმნიშვნელოვანესი – ჩვენი ხედვა მშვიდობიანი და ერთიანი საქართველოსა, მხოლოდ ერთი საშვალებით მიიღწევა, პატივი უნდა ვცეთ ოსეთს და დავიცვათ თითოეული ოსის უფლებები.
- ბოლოს 15 წლის მანძილზე საქართველოს პირველად აქვს საკუთარი ელექტროობა გარანტირებული. ეს ისტორიაში უნდა შევიდეს.
- დროა ვკითხოთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მსოფლიოსთვის?
“სხვა” გამონათქვამები:
გამონათქვამები – ფრიდრიხ ნიცშე;
გამონათქვამები – უილიამ შექსპირი;
გამონათქვამები – ოსკარ უაილდი;
გამონათქვამები – ონორე დე ბალზაკი;