TECH & მეცნიერებაკულტურა

– რას უნდა ველოდოთ მომავლისგან?

37db193f1720

– რას უნდა ველოდოთ მომავლისგან? – სტატიაში სწორედ ამ კითხვის პასუხ(ებ)ს იხილავთ

დავიწყოთ მომავლის ადამიანით, რას თავაზობს მომავალი თავად ადამიანს?

 

წარმოგიდგენიათ ადამიანის მეექვსე გრძნობა, რომელიც დაახლოებით 350$ ეღირება? – სწორად ამას გვიმზადებს მომავალი…

32c47e04849c

გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ მეექვსე გრძნობა მინიატურული პროექტორია, რომლის ტარება ჯიბით შეგეძლებათ (!), მეექვსე გრძნობის მთავარი მიზანი ვირტუალური ინფორმაციის ხელსაყრელ ადგილას და ხელსაყრელ დროს თქვენთვის მოწოდებაა… ეს პროექტი, როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი დახვეწილი არაა და სავარაუდოდ მისი ბოლომდე დახვეწვა ახლო მომავალში მოხერხდება. მეექვსე გრძნობის საშუალებით შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონის გარეშე გარე სამყაროსთან კავშირი, აი მაგალითად ამგვარად:

1f282a784ee2

იგი აგრეთვე საშუალებას გაძლევთ ჩვეულებრივ გაზეთებსა და ჟურნალებში ვიდეოებსაც კი მიადევნოთ თვალი:

bcb65ae971bc

რა თქმა უნდა მისი საშუალებით ადამიანს კიდევ მრავალი შესაძლებლობა ეძლევა, რომელთაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:

მეექვსე გრძნობის ქართულენოვან სრულ განხილვას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მომავლის კომუნიკაცია

მომავალის კომინუკაციაში ყველაზე დიდ მომავალს ეგრედწოდებულ “აზრის-კითხვას” უწინასწარმეტყველებენ…

900daa4a0046

პროექტის სახელის წაკითხვისთანავე ალბათ მიხვდით, რომ “აზრის-კითხვის” მთავარი მიზანი ფიქრებით კომუნიკაციაა. მაგრამ ამ წამოწყების  პირველი მიზანი (ჯერ-ჯერობით) ადამიანისა და კომპიუტერის ერთმანეთთან გონების საშუალებით დაკავშირებაა. დასაწყისისთვის მეცნიერები ადამიანის ფიქრებით კომპიუტერის ატრიბუტების, კერძოდ კი კლავიატურისა და “თაგვის” მართვაზე შეჩერდნენ. ეს სისტემა ერთი შეხედვით მარტივია, მისი ალგორითმი კი შემდეგში მდგომარეობს: თავდაპირველად მომხარებელი “აზრის-კითხვის” სისტემას საფუძვლიანად უნდა გაეცნოს, ხოლო ამის შემდეგ კი მის ფიქრებს კომპიუტერი თავისითვე აღიქვამს და შესაბამისად იმოქმედებს (ამ პრინციპის პირველი მაგალითი “თაგვის” ისრის ფიქრებით გადაადგილება იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა).  ეს საშუალება არანაირად არ არის მეცნიერული ფანტასტიკა და მისი გამოყენება ალბათ მეექვსე გრძნობაზე ბევრად ადრე შეგვეძლება… “აზრის-კითხვის” ეგრეთწოდებულ Demo ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:



მომავლის ინვალიდები

f2390037b9e3

მოგეხსენებათ დღეს დღეობით ინვალიდობის პრობლემა კაცობრიობისთვის ერთ-ერთ გადაულახავ ამოცანად იქცა, გთავაზობთ ვიდეოს სადაც ასახულია ის გამოგონება, რომელმაც ეს პრობლემა შესაძლოა ასე თუ ისე გადაჭრას…



აგრეთვე წარმოგიდგენთ ელექტრონულ ხელს, რომლის მართვა ინვალიდი ადამიანის გონებას შეეძლება… სავარაუდოდ ელექტრონული ხელი, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება ნამდვილისგან, გარდა დიზაინისა 50, 000$ ეღირება…

 

საინტერესო/სასაცილო/გასართობი მომავლის გამოგონებები

 

წარმოგიდგენიათ რობოტი რომელიც პინგ-პონგს თამაშობს? – აი ისიც:

როგორც ამ პროექტის ავტორები ირწმუნეიან ახლო მომავალში ისეთი “Quadro”-ს შექმნას აპირებენ, რომელიც ჩორგბურთის თამაშსაც შეძლებს და არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ რობოტებმა შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ისეთი მაღალი კლასის ჩოგბურთელებს როგორიცაა როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ა. შ.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი “Quadro”-ს ვიდეო, სადაც ეს უკანასკნელი პიანინოზე უკრავს!

ალბათ უკვე ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს 3D, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რომ ოდესმე 3D გამოსახულებას ხელით შეეხებით? – ეს ყველაფერი სულ მცირე ხანში შესაძლებელი გახდება, როგორც ამ პროექტის ავტორები იტყობინებიან მათი ნამუშევარი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, მაგრამ ზემოთხსენებული გამოგონების Demo ვერსიამ უკვე არც თუ ისე მცირე დროა რაც ინტერნეტში გაჟონა:

მრავალი ინოვაცია ელით მუსიკის მოყვარულებსაც ერთ-ერთი ამ ინოვაციათაგანი კი “Digital Guitar”-ია.

3613ed7adcc7

მინდა შემოგთავაზოთ ამ გიტარის მოკლე აღწერა თავად ამ ინსტრუმენტის შემქნელებისაგან:
“Digital Guitar-ის საშუალებით თქვენ არ გექნებათ არანაირი შეზღუდვა, სურვილის შემთხვევაში მიიღებთ ნებისმიერ ტემბრს, ამ ინსტრუმენტში, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სიმი მხოლოდ და მხოლოდ კონტროლია მთავარი…”

აქვე ზემოთხსენებული ინსტრუმენტის Demo ვიდეო ვერსიაც:

 

ჰოუვერბორდინგი კიდევ ერთი მომავლის გასართობი სპორტია…

2ddae577e700

ალბათ ყველს გაქვთ ნანახი კინოფილმი სახელწოდებით “უკან მომავალში” (“Back to the future”) – სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სკეიდბორდისმაგვარი საგნით ჰაერში დაფრინავს, ეს საგანი კი ჰოუვერბორდი გახლავთ, რომელიც ხმარებაში სავარაუდოდ სულ მალე შემოვა, ამ იდეის განხოერციელების ინიციატორი კი ფრანგი მსახიობი Nils Guadagnin გახლავთ… მინდა შემოგთავაზოთ ჰოუვერბორდის პერეზენტაციის ამსახველი ვიდეო:

მომავლის ხედვა

გაინტერესებთ როგორ ხედავს მაიკროსოფტი მომავალს? – ამგვარად:

ეს კი TAT`s-ის მომავლის ხედვაა…

როგორ ხედავენ მომავალს სხვადასხვა კინო ფილმებიდან…

რობოტები

როდესაც მომავალზე ვსაუბრობთ ალბათ ძნელია მომავლის რობოტებს არ შეეხო… წარმოგიდგენთ რამდენიმე მომავლის რობოტს, რომელთა ნახვა ნამდვილად ღირს…

პირველი რობოტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ სახლისთვისაა შექმნილი და ყველანაირად ცდილობს მის მესვეურს კომფორტი შეუქმნას… სწორედ მისი მისიებიდან გამომდინარე ეწოდა მას სახელი – Helper (დამხმარე) – დამხმარის შესაძლებლობები საკმაოდ დიდია და რაც მთავარია ამ ყველაფერს იგი არც თუ ისე ცუდად ასრულებს… მის შესაძლებლობებს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:

 

“თვალთმაქცი ჩვილი” – სწორედ ასე ჰქვია რობოტს, რომელიც მომავალ მშობლებს ბაშვის მოვლის “ხელოვნებას” შეასწავლის… საქმე კი შემდეგში მდგომარეობს: ერთ-ერთმა იაპონური უნივერსიტეტის სტუდენტა შექმნა პატარა რობოტი, რომელიც ძალიან გავს ჩვილ ბავშვს. თვალთმაქც რობოტს აქვს ისეთი უნარ-ჩვევები და ხასიათი როგორიც ახალშობილს, მისი ამოცანა კი, როგორც მოგახსენეთ მომავალი მშობლებისთვის უფრო მეტი გამოცდილების მიცემაა… “თვალთმაქცი ჩვილის” მოქმედებებს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ვიდეოშიც:

 

Wall-E – კიდევ ერთი რობოტია, რომელიც ადამიანებს “შრომას” უმსუბუქბეს, მაგრამ ამავდროულად გარემოზეც ზრუნავს…

e5cf08b14db7

ამ რობოტის მიზანი ქუჩაში “სეირნობააა”, რათა მოსეირნეთა ნაგავი შეაგროვოს… Wall-E ნაგვის “მიღების” შემდგომ მათ ახარისხებს და “დანიშნულების მხრივ” სხვადასხვა პაკეტებში ანაწილებს…

82856d86d5a6

Wall-E-ის უკვე იტალიის ქუჩებში ადვილად შეხვდებით, რადგან ამ რობოტმა ამ ქვეყანაში უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მოსახლეობა მას უკვე, როგორც ქუჩის ერთ-ერთ “ატრიბუტს” ისე შეჰყურებს…

სხვადასხვა

“Solar Roadways”ეს კიდევ ერთი მომავლის პროექტია, რომელსაც ახდენას სულ მალე უწინასწარმეტყველებენ…
b6d4da5be9bb

Solar Road-ის მიზანი ყოველდღიურად დიდი ოდენობის ენერგიის მიღებაა… ამ გზის კიდევ ერთი პლიუსი კი ისაა, რომ მას შესაძლებლობა ექნება ავტომობილის მძღოლს შეახსენოს მისი ვალდებულებები: როდის უნდა შეანელოს მძღოლმა გზა, სად არის მოსახვევი და ა. შ.

მომავალში ისეთი ნივთებიც კი, რომელთა გაუმჯობესება დღეს-დღეობით სისულელედ მიგვაჩნია, ბევრად განვითარდება… ამ საგანთაგანი კი ნაგვის ყუთიცაა.
c5af12357fba

ახლო მომავალში ხმარებაში შემოვა ისეთი ნაგვის ყუთები, რომელიც თავადვე შეძლებს ნაგვის გადამუშავებას… როგორ? – ესეთი ტიპის ნაგვის ყუთი შეძლებს მასში მოთავსებული ნაგავის -5 გრადუსამდე გაყინვას და მასში არსებული ყველა ბაქტერიის მოკვლას… მისი დიზაინის შეფასება კი თავადვე შეგიძლიათ…

091be598fa2a

Crosswalk – სწორედ ამგვარად ჰქვია იმ მომავლის გამოგონებას, რომელსაც ჩვენ ეხლა განვიხილავთ… Crosswalk-ი შუქნიშნების ახალი სისტემაა, რომელიც ჯერ-ჯერობით ისევ დახვეწის პროცესშია…

ee2ee086c32c

ალბათ სურათიდანვე მიხვდით ამ ახალი ტიპის შექნიშნის მუშაობის პრინციპს… მომავალში სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს  ჩვეულებრივი შუქნიშნებია მოთავსებული შესაძლოა Crosswalk-ის ტიპის სისტემა დამონტაჟდეს და სწორედ ამგვარად:

ccf983cdcc1d

მიანიშნოს ფეხით მოსიარულეებსა თუ მძღოლებს “გადაადგილების დრო/გრაფიკი”. მაგრამ არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტებიც… კერძოდ ის, რომ ამ პროექტს გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ Crosswalk-ის ტიპის შუქნიშანმა შესაძლოა მძღოლი დააბნიოს, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება, არა და Crosswalk-ის შემქნელების მიზანი ხომ სწორედ შესაძლო, გადაადგილების საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა იყო…

ავტომობილები

მოდით ტრანსპორტის თემას არ გადავუხვიოთ… მინდა შემოგთავაზოთ მანქანების მოდელები, რომელთა წარმოებას მომავალში დანამდვილებით უნდა ველოდეთ…

24dd6af345fa

ეს გახლავთ მომავლის ელექტრონული მანქანის დიზაინი, რომელიც როგორც ხედავთ ასე თუ ისე ძველ სტილშია გადაწყვეტილი და მომავლისა და წარსულის ნაზავი მანქანას მართლაც კარგ იერს აძლევს.

525c22350af2

ეს კი Mazda-ს მომავლის ავტომობილის მოდელია… რა თქმა უნდა, კომპანიის მესვეურებს ამგვარი ავტომობილის შექმნა არ უცდიათ, მაგრამ მათ მომვალის Mazda MX-0-ის დიზაინი უკვე დააპროექტეს.

da1b71f03bb9

ფოლცვაგენის მომავლის მანქანა კი სავარაუდოდ ამდაგვარი იქნება…

da9001fea05a

2020 წლისთვის კი ერთ-ერთი უცხოური უნივესიტეტის დიზაინერი სტუდენტის Marcel Zuziak-ის აზრით სწორედ ამგვარი იქნება… მისი გათვლებით ზემოთ მოცემული მოდელი გარემოს სრულებითაც არ დააბინძურებს…

ბოლოს კი მინდა გაგაცნოთ ალბათ ყველაზე საინტერესო და ღირშესანიშნავი გამოგონება, რაც მომავლის ავტომობილებში გველის…

3395b654ea66

საუბარია პროექტ AIDA-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ავტომობილის მართვის დაფაზე გამოსახოს 3D გამოსახულება, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს მანქანის მართვის პროცესშივე გაეცნოს იმ ქუჩას სადაც ის იმყოფება და გაიგოს ყველა მისახვევ-მოსახვევის ადგილმდებარეობა რაც კი მის გარშემოა…

d98d793a56c8

AIDA არა მარტო ქუჩების შესახებ მოგაწვდით იმფორმაციას, არამედ ამ ქუჩებზე არსებული ყველა დაწესებულებაზე, რესტორანი იქნება ეს თუ საზოგადოებრივი დაწესებულება… მეტიც… ეს მომავლის პროექტი საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ისიც, თუ რა ღონისძიება იმართება ამა თუ იმ შენობაში და რისი გამართვა იგეგმება… AIDA-ს შესაძლებლობები მარტო ამით არ შემოიფარგლება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი მოკლე დახასიათება იყო… ამ ინოვაციას შეგიძლიათ უფრო კარგად ვიდეოში გაცენოთ…

 

Back to top button