საკითხავისასარგებლოუცნაური

მონიკა ბელუჩის გამონათქვამები

tumblr m6rljxM2sK1qzkm1lo1 500 1

სახელი მონიკა ბელუჩი-სილამაზესთან ასოცირდება. თუმცა ამ მშვენიერ არსებას არამოლოდ ლამაზი ტანი და სახე, არამედ  ის შარმი აქვს, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტ. დიახ, მას არ აუღია ოსკარი, თუმცა მისი ქალურობა, სექსუალობა და სინაზე უამრავ ადამიანს აიძულებს უყუროს ფილმს , რომელშიც თავად თამაშობს. მოდით თვალი გადავავლოთ მის გამონათქვამებს.

 

“ადამიანებს შეუძლიათ გაპატიონ ჭკუა, ტალანტიც, მაგრამ სილამაზე არასდროს”

 

“ჩემთვის მნიშვნელოვანია უჩვეულო როლების ძიება, მათი აღმოჩენა  და შემდეგ მორგება.  საბოლოოდ კი იმის გაგება, მოვახერხებ თუ არა მათ შესრულებას. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ თითოეული ჩვენგანის შიგნით სძინავს ლამაზ არსებას. გარკვეული როლის შესრულებისას კი, მსახიობებში ეს არსება იღვიძებს. ჩვენს შინგნით ყველაფერია.  უბრალოდ ეს უნდა შევამჩნიოთ”

 

“მსახიობობა- ეს მხოლოდ ტექსტის წარმოთქმა არ არის. ჰოლი ჰანტერი ფილმ “პიანინოში” არაფერს ამბობდა, თუმცა მან ოსკარი აიღო”

tumblr m64vw6uJuU1rwwrszo1 500 1

 

“ჩემი ტანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: სახე, თითები, ფეხები, ხელები, თვალები… ყველაფერი.  ყველაფერს ვიყენებ რაც გამაჩნია”

 

“სილამაზე საინტერესო მაშინ არის, როცა ის სამოსითაა დაფარული.”

 

“სისულელე-პრობლემა არ არის, თუ შენ  იცი როგორ გამოიყენო სილამაზე.”

tumblr m690j1sKY71rp7o8ro1 500 1

 

“საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას  თავს კომფორტულად ვგრძნობ. იმიტომ არა, რომ ლამაზი ვარ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ლამაზია და მარტოობისას იტანჯება. მე ბედნიერი ვარ. მარტო დარჩენისას მთავარი სილამაზე კი არა შინაგანი გრძნობაა. ჩემ ცხოვრებაში დიდი სიყვარული იყო. ძალიან დიდი ოჯახი მყავს.”

“სილამაზე ქალისათვის 2 შემთხვევაში ხდება პრობლემა: როცა ის არ არის, და როცა არაფერია სილამაზის გარდა”

tumblr m6b90l238y1rzbjjjo1 500 1

 

“აშშ-ში ცხოვრებას ვერასოდეს შევძლებ. იქ ხალხი სილამაზითა და ახალგაზრდობით არის შეპყრობილი. მსახიობები რომლებიც 40-ს აღწევენ ჭკუიდან გადადიან რადგან კინოინდუსტრია ახალგაზრდებს მოითხოვს. მე ასე არ შემიძლია. არასდროს ვიქნები გამხდარი და ყალბი. მე-ნამდვილი ვარ”

 

tumblr m6c6slfrEj1qhihdko1 500 1

 

“ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები მაშინ დგება, როცა დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ.”

tumblr m6cg7wjNGo1ryxb20o1 500 1

 

“როცა მოვხუცდები საკუთარი ფილმების ყურებას, საკუთარ შვილებს მოვუვლი”

tumblr m6ffontP6s1qkrvgso1 500 1

tumblr m6qvnhqFIL1rv7ev9o1 500 1

tumblr m6y4quYkwq1qm6cxlo1 500 1

430387

წყარო: www.saintereso.com/

xatato123

i am so lucky

მსგავსი ამბები

Back to top button