არქივი

ბრძნული გამონათქვამები #5

6a69243416c4

1.თაგორი – „ შემოქმედების ერთ-ერთი პარადოქსი – იმისთვის, რომ ვიაზროვნო ორიგინა-ლურად, უნდა გავეცნო, რაც შეიძლება ბევრ სხვის იდეას.“2.ჰეროდოტე – „საკუთარი თავის შეცვლით, ჩვენ ვცვლით სამყაროს.“
3.კლიუჩევსკი – „როდესაც მოსწავლე მზადაა, ჩნდება მასწავლებელიც.“
4.ცვაიგი – „ვერსად ნახავთ ნახევრად აშენებულ და მიტოვებულ არწივის ბუდეს.“
5.კანტი – „სიტყვის მნიშვნელობა სანახევროდ მთქმელს ეკუთვნის, სანახევროდ მსმენელს.
6.ჩესტერფილდი – „ვერანაერი წარმატება სხვა სფეროებში, ვერ შეცვლის წარუმატებლობას ოჯახში.“
7.ვაშინგტონი – „ლიდერობა მოწოდებაა და არა თანამდებობა.“
8.ეპიკტეტი – „ისწავლე, იცხოვრო ახლა.“
9.ბალზაკი – „ერთადერთი განსხვავება უიღბლოებსა და წარმატებულებს შორის – მათი ჩვევებია.
10.ტოლსტოი – „სიკეთე არის საუკეთესო მიზნების მიღწევა საუკეთესო საშუალებებით.“
11.ფრანკლინი – „არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, არსებობს არასწორი მიზნები.“
12.ბაირონი – „მელნის ერთი წვეთი საკმარისია, რომ აღუძრა კეთილი აზრი ათას და მილიონ ადამიანსაც კი.“
13.კონფუცი – „იმუშავე შენი აზრების განწმენდაზე: თუ არ გექნება ცუდი აზრები, არ ჩაიდენ ცუდ საქციელს.“
14.თეკერეი – „ვისაც მთელი ქვეყნიერება ავად ეპყრობა, ჭეშმარიტად დაუმსახურებია ავად მოპყრობა. ქვეყნიერება სარკეა და ყველა კაცს საკუთარ სახეს დაანახვებს.“
15.ლემი – „მომწიფებული ადამიანები ხელმეორედ მოიპოვებენ სიყმაწვილეს, მაგრამ ვნებისაგან თავისუფალს.“
16.გოეთე – „მნიშვნელოვანია არა ადგილი, რომელიც ჩვენ გვიჭირავს, არამედ მიმართულება, საითკენაც ჩვენ ვმოძრაობთ.“
17.სენეკა – „დიდი ღირსების ადამიანებს ადვილად არ პატიობენ ხოლმე მცირე შეცდომებსაც კი.“
18.ლიხტენბერგი – „ასწავლო გონებას და გონიერი იყო, სრულიად განსხვავებული რამაა.“
19.უნამუნო – „არიან ადამიანები, რომლებიც გონებით იქმნიან გულს, სხვები -გულით იქმნიან გონებას, უკანასკნელნი აღემატებიან პირველს, რადგან გრძნობაში მეტია გონება, ვიდრე გონებაში გრძნობა.“
20.ავრელიუსი – „ყველა დაბადება სიკვდილითაა გამოსყიდული, ყველა ბედნიერება – უბედურებით.“

მსგავსი ამბები

Back to top button