გართობა

ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს ლამაზ ადგილებში(3D)

czmp6
მოცემული პროექტის საიტია — Vizerra.com. პატარა კლიენტის გადმოწერის და დაყენების შემდეგ შესაძლებელი იქნება 3D მოდელებით შექმნილ მსოფლიოს ულამაზეს წერტილებში მოგზაურობა.

შესაძლებელია როგორც თავისუფლად გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომია ინტერაქტული გიდის რეჟიმი ( ინგლისური და რუსული გახმოვანებით).

ps1j9

პირველ რიგში აუცილებელია საიტიდან პატარა ზომის კლიენტის გადმოწერა და დაყენება. კლიენტის გაშვებისას ის ამოწმებს არის თუ არა დაყენებული მისთვის აუცილებელი კომპონენტები კომპიუტერში ( DirectX, PhysX, Visual Studio Runtime და ა.შ…)

შემდეგ გადავდივათ ლოკაციის განყოფილებაში , სადაც ვირჩევთ სასურველ ადგილს და ვიწერთ მას.

fz9wr
ადგილების გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, და იწონიან 10 დან ~300 Mb-მდე, მოდელების და ტექსტურების რაოდენობის რაოდენობის მიხედვით და ასევეე ხმოვანი გიდის ხანგრძლივობის მიხედვით.

შემდეგ კი უკვე შესაძლებელია ვირტუალური მოგზაურობით დატკბობა. როგორც ჩანს პროგრამა აწყობილია 3D სისტემა Quest3D-ზე.
elkck

პროგრამას საკმაოდ მაღალი სისტემური მოთხოვნილებები აქვს.

საიტზე მინიმალური მოთხოვნილებებიცაა მითითებული მაგრამ ეს რეკომენდირებულია:

პროცესორი: Intel Core 2 Duo / AMD 64 X2 5200+

ოპერატიული მეხსიერება: 4გბ

ვიდეოკარტა: Nvidia GeForce 8800 GTX / ATI Radeon HD 4770

მსგავსი ამბები

Back to top button