არქივი

თბილისის ღირსშესანიშნაობები – მარჯანიშვილის თეატრი

2u3uz
ვაგრძელებ პოსტს თბილისის ღირსშესანიშნაობებზე ამჯერად ვისაუბროთ მარჯანიშვილის თეატრზე.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა.
თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა.
აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით “სამგროშიანი ოპერა”, გიზო ჟორდანიას რედაქციით.

sldka

შენობა

ყოფილი “სახალხო სახლი” ქართველი მეწარმის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აიგო 1907 წელს, პეტერბურგელი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტით. ნაგებობა მოდერნის სტილის ნიმუშია: ფართო რიზალიტის ტალღისებური ფრონტონი, ნაძერწკრატერებიანი კიდეებით; სიმბოლური ფიგურული რელიეფი და ნაძერწი მცენარეული ორნამენტი; ქალის თავის გამოსახულებები პილასტრებზე; ღიობთა ნაძერწი მოჩარჩოება და სპეციფიკური ალათები; სასცენო კოლოფის დამასრულებელი ტალღოვანი მოყვანილობა; პარაპეტის რკინის გისოსის კომპოზიციაში ჩართული გაშლილი ვარდის გამოსახულება და სხვ.

ტექნიკური მონაცემები

სცენის ზომები:
სიმაღლე – 14 მ.
სიგრძე – 19 მ.
სიგანე – 14,7 მ.
სცენის სარკე – 10,5 მ.

სოფიტი – 2 ცალი, შტანგეტი – 23 ცალი, პროჟექტორი – 180 ცალი.

gaewc

მარჯანიშვილის თეატრის შენობა, დაახლოებით 1910 წელს

დასი

ამჟამად თეატრის დასის წევრები არიან:

რეჟისორები: გიზო ჟორდანია, თემურ ჩხეიძე, ლევან წულაძე, მედეა კუჭუხიძე;

ვარსკვლავები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი;

მსახიობები: ავთანდილ მიქაძე, აკაკი მესაბლიშვილი, ალეკო მახარობლიშვილი, ალექსი გეწაძე, ამირან ბუაძე, ბარბარე დვალიშვილი, ბესიკ ბარათაშვილი, ბექა გოდერძიშვილი, ბექა გოდერძიშვილი, გია ბურჯანაძე, გივი ბერიკაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, გიზო სიხარულიძე, გოჩა კაპანაძე, გურამ ჯაში, გურანდა გაბუნია, დავით დვალიშვილი, დავით ხურცილავა, დიმიტრი ტატიშვილი, დოდო ჭიჭინაძე, ეკა მჟავანაძე, ეკა ნიჟარაძე, ვაჟა გელაშვილი, ვარლამ კორშია, ვასილ ძოწენიძე, ვახტანგ თანდილაშვილი, ზაზა იაკაშვილი, ზვიად სხირტლოთარ აძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ზურაბ სტურუა, ზურაბ ყიფშიძე, თამარ ბუხნიკაშვილი, თამარ სხირტლაძე, თემურ კილაძე, თემურ ქამხაძე, თენგიზ არჩვაძე, თენგიზ პაპიძე, ია შუღლიაშვილი, ივანე ოსაძე, იოსებ გოგიჩაიშვილი, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ირმა ბერიანიძე, კოტე თოლორაია, ლეო ანთაძე, ლიკა ქობულაძე, ლილე ფილფანი, მაია კაციტაძე, მაია ტატიშვილი, მანანა კოზაკოვა, მარლენ ეგუტია, მიხეილ გომიაშვილი, ნათია გუბენკო, ნანი ჩიქვინიძე, ნატო მურვანიძე, ნიკა თავაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ნინო გელაშვილი, ნინო დუმბაძე, ნინო თანდილაშვილი, ნინო კობერიძე, ნინო ჩხეიძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ონისე ონიანი, რამაზ გემიაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, სოფიკო ჭიაურელი, სულთან კვიტაიშვილი, ქეთევან კიკნაძე, ქეთევან ცხაკაია, ქეთი გეგეშიძე, ქეთი ჩხეიძე, ციცინო კობიაშვილი, ჯემალ მონიავა;
თეატრის მხატვარ-გამფორმებლები: ანა კალატოზიშვილი, შმაგი სავანელი;

27g0t

მარჯანიშვილის თეატრის დარბაზი

ისტორია

1922 წელს საქართველოში დაბრუნდა რუსეთში უკვე საყოველთაოდ აღიარებული ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი და სათავეში ჩაუდგა ქართულ სახელმწიფო თეატრს (დღევანდელი რუსთაველის თეატრი), სადაც მნიშვნელოვანი რეპერტუარი შექმნა სანდრო ახმეტელთან ერთად.
1928 წელს მან შემოიკრიბა ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, ახალგაზრდა რეჟისორები და თეატრალური ტრადიციებით მდიდარ ქუთაისში ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. ამ თეატრს ქუთაის-ბათუმის თეატრიც ეწოდებოდა, ვინაიდან იგი ბათუმშიც წარადგენდა თავის სპექტაკლებს. ბათუმში ჩატარდა პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერის” პრემიერა.
პირველ სეზონში დაიდგა ერნსტ ტოლერის “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”, ბერნარდ შოუს “წმინდა ქალწული” , ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო”, შალვა დადიანის “კაკალ გულში”, ვსევოლოდ კირშონის “ლიანდაგი გუგუნებს”, კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა”, კარლო კალაძის “როგორ”, პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”. მოსამზადებელი პერიოდი ისეთი დაძაბული და დამუხტული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მზადებას ადარებდა. პრემიერა წარმატებული გამოდგა – მაყურებელი თბილისიდან ქუთაისში არა მხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზეც ჩადიოდა.

y2ty2

კოტე მარჯანიშვილის პორტრეტი.

პირველ წლებში დასს ამშვენებდნენ მსახიობები – ქალები: მარო აბრამიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ბაბო გამრეკელი, მერი დავითაშვილი, ელენე და ირინე დონაურები, ანეტა დონჟანელი, სოფიკო ვაჩნაძე, სესილია თაყაიშვილი, მალიკო მრევლიშვილი, ელენე სიბილა, ანეტა ქიქოძე, მედეა და მერი ქორელები, თინა ჩარკვიანი, ცეცილია წუწუნავა, ხათუნა ჭიჭინაძე, ივლიტა ჯორჯაძე, მოგვიანებით – ტასო აბაშიძე და ელისაბედ ჩერქეზიშვილი; ვაჟები: კაპია აბესაძე, ჭიჭიკო ბეგალიშვილი, მიხეილ ბერიაშვილი, კუკური გოგიაშვილი, შაქრო გომელაური, ნიკო გოცირიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე, გრიგოლ კოსტავა, ალექსანდრე მაღლაკელიძე, მიხეილ მეძმარიაშვილი, პოკო მურღულია, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ სარაული, ალექსანდრე სიხარულიძე, მიხეილ სულთანიშვილი, შალვა ღამბაშიძე, ვლადიმერ ჩომახიძე, უშანგი ჩხეიძე, დუდე ძნელაძე, სერგო ჭელიძე, პავლე ჯალაღონია, შალვა ჯაფარიძე, მოგვიანებით – ალექსანდრე იმედაშვილი და იუზა ზარდალიშვილი. მხატვრები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, მარჯანიშვილის აღმოჩენა – პეტრე ოცხელი; კომპოზიტორები: კოტე მეღვინეთუხუცესი, შალვა მშველიძე, ანდრია ბალანჩივაძე, თამარ ვახვახიშვილი, ქორეოგრაფი – დავით მაჭავარიანი.

1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა (იმ დროის უკრაინის დედაქალაქი) და მოსკოვში. საგასტროლოდ წაღებული ჰქონდათ “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”, “როგორ”, “ურიელ აკოსტა”, “კაკალ გულში”, ‘თეთრები”, “ხატიჯე”, “ცხვრის წყარო”. (ეს მხოლოდ მოსკოვში ითამაშეს) და თამარ ვახვახიშვილის “ხანძარი”.

საბჭოთა კავშირის განათლების პირველმა მეცნიერ-მინისტრმა ანატოლი ლუნაჩარსკიმ უმაღლესი შეფასება მისცა თეატრს, “ეპოქის თანახმიერი” უწოდა მას და დასძინა, რომ “მარჯანიშვილმა თავისი გენია სამშობლოს დაუბრუნა”. განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტას” (დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი) და ხაზგასმით აღინიშნა ვერიკო ანჯაფარიძის ივდითისა და უშანგი ჩხეიძის ურიელის გამარჯვება.

“ურიელ აკოსტა” კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია, რომელმაც მრავალ სეზონს გაუძლო, იგი რამდენჯერმე აღადგინეს ახალი თაობის მსახიობების მონაწილეობით. პირველი შემსრულებლები იყვნენ უშანგი ჩხეიძე – ურიელი, ვერიკო ანჯაფარიძე – ივდითი, შალვა ღამბაშიძე – დე სილვა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი – ბენ აკიბა. “ისინი ქართული სამსახიობო ხელოვნების ლეგენდებად დარჩნენ”.[1]

ხარკოვისა და მოსკოვის შემდეგ თეატრმა გასტროლები თბილისში ჩაატარა. რის შემდეგაც მთავრობის 1930 წლის დადგენილებით II ქართული სახელმწიფო თეატრი თბილისში გადმოიყვანეს სახელწოდებით – II ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით, ბინად მისცეს ზუბალაშვილების სახალხო სახლი, სადაც თეატრი ამჟამად მდებარეობს.

კოტე მარჯანიშვილი თავის თეატრში სულ ხუთი სეზონის განმავლობაში მოღვაწეობდა და 26 სპექტაკლი დადგა. მასთან ერთად იღწვოდნენ ახალგაზრდა რეჟისორები დოდო ანთაძე, ვახტანგ აბაშიძე, გრიგოლ სულიაშვილი, ნიკო გოძიაშვილი, სერგო ჭელიძე. შემდგომ წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები , რომელთა შორის იყო ვასო ყუშიტაშვილი. იგი ადრე მონაწილეობდა საფრანგეთის თეატრალურ ცხოვრებაში, “მუსიე კუშიტას” სახელით, მიწვევით მუშაობდა ფირმენ ჟემიესთან “ანტუანის” თეატრში, ხოლო შემდგომ, ფრანგ მსახიობ შარლ დიუვალთან ერთად შექმნა ახალი თეატრი “ატელიე”. მის მიერ დადგმულ სპექტაკლთაგან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”, უშანგი ჩხეიძის “გიორგი სააკაძე”, ა. სამსონაძის “ბაგრატიონი”, მიხეილ ლერმონტოვის “მასკარადი”, ფრიდრიხ შილერის “მარიამ სტიუარტი”, მიხეილ მრევლიშვილის “ზვავი”.

1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი უახლოესი მოწაფეები: უშანგი ჩხეიძე – სამხატვრო ხელმძღვანელი, შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე – სარეჟისორო კოლეგიის წევრები; დოდო ანთაძე – დირექტორი; დავით კაკაბაძე – მთავარი მხატვარი.

78 წლის განმავლობაში თეატრში სპექტაკლებს დგამდნენ თავად მსახიობებიც – ვასო გოძიაშვილი, შალვა ღამბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი … მაგ. “ძველი ვოდევილები” დადგა ვასო გოძიაშვილმა, მთავარ როლსაც თავად ასრულებდა.

პოლიკარპე კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება” (დადგა შალვა ღამბაშიძემ) გვირისტინე – სესილია თაყაიშვილი, ლომკაცა – გრიგოლ კოსტავა, ირინე – ანეტა დონჟანელი, ხახული – აკაკი კვანტალიანი და ხარიტონი გიორგი შავგულიძე; ლავრენტი არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (გასცენიურებული ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ, მისივე დადგმით); ალექსანდრე დიუმას “მარგარიტა გოტიე” ვერიკო ანჯაფარიძის შესრულებით (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი), კიტა ბუაჩიძის სიცოცხლით სავსე კომედია “მკაცრი ქალიშვილები” (დამდგმელი რეჟისორი ბორის გამრეკელი), “ეზოში ავი ძაღლია” (დამდგმელი რეჟისორი გოგი თოდაძე), რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

1941 წელს ვასო გოძიაშვილმა აღადგინა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო”. იმავე სეზონში, 1942 წელს ვასო ყუშიტაშვილმა დადგა ავქსენტი ცაგარელის “ხანუმა”. ხანუმას როლს ელისაბედ ჩერქეზიშვილი ასრულებდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში თეატრში დაიდგა პატრიოტული, ჰეროიკული პიესები: ლევან გოთუას “მეფე ერეკლე” (დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი), მეფე ერეკლეს როლს ასრულებდა ვასო გოძიაშვილი; გიორგი მდივნის “პარტიზანები”, (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი), კონსტანტინე სიმონოვის “მელოდე” (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი) , მიხეილ ჯაფარიძის “ჟამთაბერის ასული” (დამდგმელი რეჟისორი შალვა ღამბაშიძე), ა. სამსონაძის “ბაგრატიონი” (დამდგმელი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი), შესანიშნავი იყო სერგო ზაქარიაძე ბაგრატიონის როლში და გიორგი შავგულიძე სენ-პრი, ლევან გოთუას “უძლეველნი” (დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი).

აღსანიშნავია შექსპირის დრამატურგია მარჯანიშვილის თეატრში. კერძოდ, თეატრში სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა “ოტელო” (დადგა კოტე მარჯანიშვილმა, 1932 წ), “ჭირვეული ცოლის მორჯულება” (დადგა შალვა ღამბაშიძემ, 1944წ). “რომეო და ჯულიეტა” (დადგა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, 1949წ), “მეთორმეტე ღამე” (დადგა რეჟისორმა რამაზ ჭიაურელმა, 1950 წ), ”ანტონიუსი” “რიჩარდ III” (დადგა ვასო ყუშიტაშვილმა, 1957წ), “აურზაური არაფრის გამო” (დამდგმელი რეჟისორი ლილი იოსელიანი,1963წ), “მაკბეტი” (ლიტერატურული კომპოზიცია, საკონცერტო შესრულებით, დადგა დოდო ალექსიძემ )”ოტელო” (დადგა თემურ ჩხეიძემ, 1982 წ). “ანტონიუსი და კლეოპატრა” (დადგა ინგლისელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა, 1991 წ).

a1b20

სანდრო ახმეტელი.

ვერიკო ანჯაფარიძე.

სესილია თაყაიშვილი.

7geuw

სერგო ზაქარიაძე.

7drgy

სცენა სპექტაკლიდან “ანტიგონე”, მარჯანიშვილის თეატრი, 2000 წ.

d9cdq

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი “სესილია”. პლაკატი

წყარო : WIKIPEDIA.ORG BY ZOE ; )

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Back to top button