არქივი

გამოცანები

2a2b482bbd79
ველოდები პასუხებს

1.გოგნა და ბიჭი და-ძმა არიან. არ ვიცით, რომელია მათგან უფროსი. მეზობელმა ჰკითხა: ვინ არის უფროსი?
დამ უპასუხა: მე ვარ უფროსი.
ძმამ უპასუხა: მე უმცროსი ვარ.
ერთმა მათგანმა იცრუა. ვინ არის უფროსი?

2.კუნძულზე ორი ტომი ცხოვრობდა. აღმოსავლეთ მხარეს მცხოვრები ტომის წევრები ყოველთვის იტყუებოდნენ. დასავლეთ მხარეს მცხოვრები ტომის წევრები კი ყოველთვის მართალს ამბობდნენ. ბინი და ტინი ერთი ტომიდან არიან, თუმცა არ ვიცით, კუნძულის რომელ მხარეს ცხოვრობენ. როდესაც მათ ჰკითხეს, დაქორწინებულები იყვნენ თუ არა, ბინიმ უპასუხა: “ორივენი დაქორწინებულები ვართ”. მაგრამ ტინიმ თქვა: “მე არ ვარ დაქორწინებული”. არის თუ არა ორივე დაქორწინებული?

3.ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ ოთხი ბიჭი და ოთხი გოგო გადარჩნენ და ერთ-ერთ ახლომდებარე კუნძულამდე პატარა ნავით მიაღწიეს. ცოდა ხანში ყველა მათგანს ერთმანეთი შეუყვარდა.
გოგონას, რომელიც ჯონს უყვარდა, ჯიმი შეუყვარდა. გოგონას, რომელიც ალანს უყვარდა, ბილი შეუყვარდა. ბიჭს, რომელიც როუზს უყვარდა, მერი შეუყვარდა. გლორიას შეუყვარდა ბიჭი, რომელსაც როუზი უყვარდა. გლორიას არ მოსწონდა არც ჯიმი, არც ჯონი. ბილს არ მოსწონდა მერი. ჯილს არ მოსწონდა ბიჭი, რომელსაც ის უყვარდა.
კითხვა: ვინ შეუყვარდა ალანს?

მსგავსი ამბები

Back to top button