კულტურა

მოცულობითი გამოსახულება iPhone-ზე i3DG-ით

mffh8
Apple-ს შეუძლია საკუთარ თავს ცალკეულ ასპექტებში გარკვეული ტექნოლოგიური აუჩქარებლობის გამოვლინების უფლება მისცეს, მაგალითად, 3D სფეროში. კომპანიამ Sharp მობილური 3D-გამოსახულების სამყაროში სმარტფონების Galapagos დაანონსებით პრაქტიკულად კარები გახსნა, მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ iPhone 5-იც ავტოსტერეოსკოპული დისპლეით გამოვა. მიუხედავად ამისა, ადამიანებს სურთ 3D, და ამ სურვილის შესრულება პრაქტიკულად ნებისმიერ ფასადაა აუცილებელი.

არც ისე დიდი ხნის წინათ გამოვიდა აქსესუარი Hasbro My3D — ჩვეულებრივი სტერეოსკოპი, რომელიც iPhone-თვისაა განკუთვნილი; ახლა იაპონელმა მხატვარმა ჯიცურო მასემ (Jitsuro Mase) რაღაც უფრო საინტერესო წარმოადგინა. აქსესუარი, სახელად i3DG, ჩვეულებრივი iPhone-ის ეკრანს მინიატურულ 3D-თეატრად აქცევს. მის სანახავად სათვალეების გაკეთება საჭირო არ არის, ხოლო გამოსახულების სიღრმე ნამდვილად შთამბეჭდავია. ამის მიღწევა სამი ნახევრადგამჭვირვალე სარკის დახმარებით მოხერხდა, რომლებიც დისპლეის მიმართ 45 გრადუსიანი კუთხით არიან დახრილნი. ამ კონსტრუქციის შესაბამისად სმარტფონის ეკრანზე არსებული გამოსახულებაც სამ ნაწილად იყოფა. მართალია, სურათი ძალიან პატარაა, თუმცა ეს ხომ დეტალებია…

წყარო:internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button