კულტურა

ანალიტიკოსები ტექნოლოგია NFC–ს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

1a45ac1e751d

კომპანია Juniper Research–ის ანალიტიკოსებმა კომუნიკატორების ბაზარზე Near Field Communication–ის (NFC) პერსპექტივები შეაფასეს.

NFC — უკაბელო კავშირის მაღალსიხშირული სისტემა მოქმედების მოკლე რადიუსზე, რომელიც 10 სმ მანძილს მოთავსებულ მოწყობილობებს შორის მონაცემების გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ NFC–გაჯეტის საშუალებით შესაძლებელია უკონტაქტო მეთოდით ყიდვებისა და მომსახურეობის (მაგალითად, მგზავრობა მეტროში) გადახდა, შეძენილ საქონელზე დამატებითი ინფორმაციის მიღება და ა.შ.

Juniper Research–ში მიაჩნიათ, რომ 2014 წლისათვის ყოველ მეხუთე სმარტფონში ჩაშენებული იქნება NFC–ჩიპი და მისი მოცულობა 300 მლნ ერთეულს მიაღწევს.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი ტექნოლოგია ყველაზე დიდ წარმატებას ჩრდილო–ამერიკასა და დასავლეთ–ევროპის რეგიონებში მიაღწევს.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს Nokia–ს ყველა კომუნიკატორს NFC–ის მხარდაჭერა ექნება. ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ისეთი გიგანტებიც გეგმავენ როგორიცაა Apple და Samsung.

…და ბოლოს, რამდენიმე ფიჭური ოპერატორი (მაგალითად, ამერიკული T-Mobile USA, AT&T და Verizon Wireless) 2011 წელს მთელ რიგ სერვისებს გაუშვებს, რომელიც NFC–ს გამოყენებასთან იქნება დაკავშირებული.

წყარო: http://hi-tech.ge/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button