გართობა

მინი იარაღების ახალი ერა

g95b4

დაახლოებით 1 წლის წინ, Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა. T. Shamir-მა, რომლის ნიკია 43287633 შექმნა მინი ქვემეხი. ქვემეხის დიზაინი დაფუძნებულია 17-19 საუკუნეების ცნობილ მოდელზე. ის მთლიანად ხელით არის შექმნილი და ისვრის 3.2 მმ რკინის ბურთულებს. ბურთულები ცოტა მოფერებით არის ნათქვამი ამის ძალასთან მიმართებაში :)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის მხოლოდ ერთადერთი ნიმუში და სამწუხაროდ არ იყიდება. Youtube-ზე კომენტარებიდან 90 %-ში თხოვენ ავტორს, რომ გაყიდოს, თუმცა უშედეგოდ :)

4a0qo

იგივე ადამიანმა შექმნა მორიგი სათამაშო, რომელიც არ ჩამოუვარდება პირველს. ამჯერად მან შექმნა სასწაული ძალის მინი არბალეტი. არბალეტი დამზადებულია 22 კარატი ოქროსგან და ფოლადის დეტალებისაგან. რა თქმა უნდა ისიც მთლიანად ხელნაკეთია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მინი არბალეტის ძალის შეფარდება მის უფროს ძმებთან არის ბევრად მეტი. მინი არბალეტი ჩვეულებრივი ზომის არბალეტებთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ძლიერია.

არბალეტი ისვრის ხელნაკეთ ალუმინის ისრებს შემდეგი კომპლექტაციით:

1. ჩვეულებრივ ისრებს (წვეტიანი თავით)
2. მძიმე ისრებს (მეტი სიძლიერისთვის)
3. ცეცხლ მოკიდებულ ისრებს

“ძალიან ბევრი დრო და უთვალავი ექსპერიმენტი დამჭირდა იმისთვის, რომ გამოსულიყო სრულყოფილი არბალეტი” ამბობს შამირი და მას ეს ნამდვილად გამოუვიდა.

იმედია დაიწყებს ამ ძალიან მაგარი ტიპების ასე თუ ისე მასიურ წარმოებას და გაყიდვას. მანამდე კი ველოდებით სხვა იარაღებსაც.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button