არქივი

უკაბელო ტექნოლოგია Giga-Fi

c55c9cefc267

კორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ინფორმაციის გადაცემის ახალი, უკაბელო ტექნოლოგია Giga-Fi. ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია 2 წამში, სრულმეტრაჟიანი DVD ფილმის გადაწერა, ერთი აპარატიდან მეორეზე.

გამოგონების მთავარმა ინჟინერმა ლი ბუ ენგმა პრეს-კომფერენციაზე აღნიშნა, რომ გამოგონების ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ იგი ინფორმაციას გადასცემს მხოლოდ 10 მეტრზე. Giga-Fi დაფუძნებულია ბლუთუზ ტექნოლოგიაზე, თუმცაღა ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება სიჩქარით.

ახალი ტექნოლოგია რამოდენიმე ნაბიჯით უსწრებს მის თანამედროვე გამოგონებებს ინოვაციური სისტემებით, რომლებიც საშუალებას აძლევენ Giga-Fi-ს 10 მპ-3 მელოდია გადასცეს 0,1 წამში, ხოლო 650 მბ-იანი ინფორმაცია 1,75 წუთში. ამ გომოგონებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კორეის ტელეკომუნიკაციისა და ელექტრონიკის უნივერსიტეტის მეცნიერებზეც.

გამომგონებლები გეგმავენ ტექნოლოგიის განვითარებასა და ტექნიკური წუნის სრულ აღმოფხვრას. 2009 წლის ბოლოსთვის ბაზარზე გამოჩნდა Giga-Fi, რომელსაც აქვს ინფორმაციის გადაცემის დიდი რადიუსი და უსაფრთხოების გაუმჯობესებული სისტემა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ფასის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია.

ჰეჰ … ნეტა საქართველოში როდის გვეღირსება …

წყარო tnews.ge

მსგავსი ამბები

Back to top button