Motorola Droid X -ს თვითლიკვიდაციის უნარი აქვს
როდესაც Google-მა განოუშვა Android, როგორც iOS-ის თვალშისაცემი ალტერნატივა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ Motorola Droid X-ზე მუშაობისას სისტემის შეცვლის მცდელობისას მობილური ტელეფონი თვითლიკვიდაციას მოახდენდა.
მოტოროლას მესვეურებმა ყველაფერი იღონეს, რომ ე.წ. jailbreak თავიდან აერიდებინათ. როდესაც მობილური ირთვება, ამოწმებს სისტემა მწყობრშია თუ არა. შემთხვევით თუ რამე გაუმართაობა აღმოაჩინა ან jailbreak-ის “ნაკვალევს” მიაგნო, ეს მართლა არაჩვეულებრივი ტელეფონი თანამედროვე “აგურად” იქცევა.
როგორც ჩანს მოტოროლამ ამ მხრივ აშკარად გაუსწრო “ვაშლის” მესვეურებს, რომლის ტელეფონებიც ძალიან ხშირად გამხდარა jailbreak-ის მსხვერპლი. თუ არ ვცდები ეს პირველი მობილური ტელეფონია, რომელსაც თვითლიკვიდაციის უნარი გააჩნია.
საინფორმაციო წყარო: Geo-Geek.Com