უცნაური

საწერი პასტების წარმოშობის ისტორია

d84f44cb4541
თანამედროვე ბურთულებიან კალამს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.მისი გამოგონება–შექმნა ხარგრძლივი და რთული პროცესი იყო.უძველესი დროიდან მოყოლებული,ადამიანი წერას სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახერხებდა.თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო.
e648a330988a
საწერი კალმის გამოგონებამდე ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გამოყენებული საწერი საშუალება (ბატის,გედის და ინდაურის) ფრთა იყო. მასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო,რომ ფრთის წვერს მელანი სწრაფად ახმობდა,რის გამოც საჭირო იყო წვერის გათლა და მისი ხშირად დასველება.

ცნობილი ფაქტია,რომ უძველესი ჩინელები საწერად აქლემისა და ვირთხის ბეწვისგან დამზადებულ კალმებს იყენებდნენ.
1cf30621f186
თანამედროვეს მსგავსი მელნიანი ავტოკალამი დაახლოებით 1800 წელს გაჩნდა.ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით 1884 წელს ედსონ უოტერნმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალამი.კვლევერთა უმრავლესობა კი ამტკიცებს,რომ უმარტივესი ბურთულიანი კალამი დაახლოებით 1800 წელს შექმნა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა.მაშინ ყველაზე დიდ პრობლემას მელანი წარმოადგენდა,რომელიც შედარებით თხევადი გახლდათ და ფურცელზე არასასიამოვნო კვალს ტოვებდა.ზედმეტად სქელი კი ხმებოდა და ბურთულას მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა.დაახლოებით ამ დონეზე იყო კალმის წარმოების ტექნოლოგია,როდესაც მას ძმებმა ბირთებმა მოჰკიდეს ხელი.ერთი ძმა ჟურნალისტი იყო,ხოლო მეორე–ქიმიკოსი.ერთ–ერთი შვებულების დროს ბირთებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთი სიმპათიური,ხანდაზმული ბატონი გაიცნეს.ძმებმა ბატონს,თავიანთი საწერი კალამი აჩვენეს,რომელსაც საწერი კალამი მოეწონა.მამაკაცი არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტი აუგუსტო იუსტო აღმოჩნდა და ძმებს თავის ქვეყანაში ბურთულიანი კალამის მწარმოებელი ფაბრიკის გახსნა შესთავაზა.პრეზიდენტის დახმარებით 1943 წელს ძმებმა არგენტინაში პირველი ფაბრიკა გახსნეს.მათ საშინელი მარცხი განიცადეს,რადგან ისეთივე შეცდომა დაუშვეს,როგორიც მათმა წინამორბედმა.ისინი სიმძიმის ძალას დაეყრდნენ,რომლის საშუალებითაც მელანი ბურთულაზე გადადიოდა.ეს კი იმას ნიშნავდა,რომ კალამი აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო.ამის გამო მელანი კვლავ ჟონავდა.

ამასობაში ერთ–ერთმა ამერიკულმა კომპანიამ თავად გადაწყვიტა კალმების წარმოება და ამ უფლების მოსაპოვებლად ძმებს 500 000 დოლარი გადაუხადა.

იმ დროს კალამი 12 დოლარი და 50 ცენტი ღირდა.ბურთულიანი კალამი ერთი საუკუნის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა.

გასული საუკუნის 60–იან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კაგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპებზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი,რომლის ვერტიკალურად დაჭერა აუცილებელი ღარ იყო.აქედან დაიწყო უამრავი ფორმისა,თუ სახეობის,საწერი საშუალების შექმნა.
5c263a20170f
2005 წლის ბოლოს მინიატურული კომპიუტერების განვითარებამ მოგვცა ახალი კალმისტარი,რომლის დანიშნულებაა არა მხოლოდ წერა არამედ “გადაიქცეს” ლაზერულ კომპიუტერად.
f80dc7141095
c5640128bbaf

მსგავსი ამბები

Back to top button