არქივი

შეჯიბრება კოსმოსში

026d7340e420

20 საუკუნის 50-იან წლებში ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერებმა ეიზენჰაუერმა და ხრუშჩოვმა ცივი ომის სტრატეგია ნაწილობრივ შეცვალეს. გამალებული შეიარაღება ჩაანაცვლა მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკურმა კურსმა. ეს კურსი განსხვავებულად ესმოდათ დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ვაშინგტონში ფიქრობდნენ , რომ უნდა მომხდარიყო ტერიტორიული სტატუს-კვოს შენარჩუნება მთელ მსოფლიოში მოსკოვში კი ფიქრობდნენ, რომ სტატუს-კვოს პრონციპი მხოლოდ ევროპაზე ვრცელდებოდა, ხოლო მესამე სამყაროს ქვეყნები თავისუფალი ასპარეზი იყო ახალი გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. გარდა ამისა ხრუშოვს სურდა რომ მუდმივად ემტკიცებინა საბჭოეთის უპირატესობა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროში. ამ მიზანს ემსახურებოდა 1957 წელს ხელოვნური თანამგზავრის, ხოლო 1961 წელს ადამიანის კოსმოსში გაგზავნა.
002d6581cfb0

“სუპტნიკ-1″ იყო დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც 1957 წლის 4 ოქტომბერს კოსმოსში იქნა გაშვებული კოსმოდრომ დიურა-ტაიმიდან. თავისი არსებობის მანძილზე 1958 წლის 4 იანვრამდე, მან დაახლოებით 1400 ჯერ შემოუარა დედამიწას. მისი გაშვება დიდი მოულოდნელობა იყო დასავლეთისთვის, რომელიც მანამდე სსრკს არ აღიქვამდა სერიოზულ მეტოქედ რაკეტმშენებლობაში. დედამიწის მეორე ხელოვნური თანამგზავრი ” სპუტნიკ 2″ კოსმოსში გავიდა 1957 წლის 3 ნოემბერს. მის ბორტზე იმყოფებოდა ცოცხალი არსება- ძაღლი ლაიკა.be8b027812ca

1961 წლის 12 აპრილს კოსმოსური ხომალდით ” ვოსტოკ-1″ საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი გაფრინდა კოსმოსში. ეს იყო სსრკ-ის მიერ შექმნილი პილოტირებული კოსმოსური ხომალდი, რომელზეც მუშაობა 1957 წელს დაიწყო. ხომალდი შედგებოდა სფეროსებული დასაშვები მოდულისაგან, რომელშიც თავსდებოდა კოსმონავტი და კონუსისებური ინსტრუმენტული ნაკეთობი. რომელშიც ძრავა და საწვავი იყო მოთავსებული. ატმოსფეროში შესვლისავ კოსმონავტი კატაპულტის საშუალებიტ ტოვებდა ხომალდს 7 კმ სიმაღლეზე და პარაშუტის საშუალებით ეშვებოდა, ხოლო დასაშვები მოდული ვარდებოდა ოკეანეში.
1963 წელს საბჭოთა კოსმოსური ხომალდით ” ვოსხოდ 2″ კოსმონავტი ალექსი ლეონოვი გავიდა ღია კოსმოსში. ეს ხომალდი აღჭურვილი იყო სპეციალური გასაბერი ლუკით, რომელიც ხომალდის ხომალდის ორბიტაზე გასვლისთანავე იბერებოდა. გაფრენიდან 90 წუთის შემდეგ, კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა ჩაიცვა სკაფანდრი და გავიდა ღია კოსმოსში. გასეირნება 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ ჩაება კოსმოსურ შეჯიბრში, საპასუხო ნაბიჯებიც გადადგა და კვლავ მოიპოვა ლიდერობა ტექნოლოგიურ სფეროში.საბჭოეთმა სწრაფად ამოწურა თავისი რესურსები. ხრუშჩოვის ექსპერიმენტმა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში საბჭოთა ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. კოსმოსური პროგრამების დაფინანსება კი დიდ თანხებს მოითხოვდა.

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button