შოუ :„Victoria საიდუმლო 2012„
მიუხედავად ქარიშხალისა, რომელიც თავს დაატყდა აშშ-ს , ჩატარდა შოუ „Victoria საიდუმლო 2012„ , უფრო მამაკაცების ინიციატივით
ცოტა ხნის წინ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი „სენდი“ მძვინვარებდა და ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა : ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მერილენდის და ვირჯინიის შტატებში ; CNN-ის ინფორმაციით დაღუპულია 12 ადამიანი. დატბორილია ასევე ნიუ-იორკის დაბალი რეგიონები. ქარიშხალის გამო მილიონობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე ნიუ-იორკში მშენებარე 90 სართულიანი შენობის ამწე ქარიშხალის გამო გადატყდა, რის გამოც გარშემო მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს. ნიუ-ჯერსში კი ოკეანის დონის გაზრდის გამო ერთ-ერთ ბირთვულ რეაქტორზე განგაში გამოცხადდა. ტალღების სიმაღლის გაზრდის შემთხვევაში რეაქტორის გაგრილებისათვის ოკეანიდან წყლის ამოტუმბვა შეჩერდება და ხანძრისათვის მომარაგებული წყლით მოხდება გაგრილების პროცედურების წარმოება.
მიუხედავად ასეთი თავზარდამცემი ვითარებისა, ქარიშხალი სენდი არ გახდა მიზეზი ყოველწლიური მდიდრული შოუს (ქალის თეთრეულის) გაუქმების და ცოტა ხნის წინ ჩატარდა ნიუ-იორკში; როგორც ყოველთვის, პოდიუმზე „ფრთხიალებდნენ და ფრიალებდნენ“ სრულყოფილი „ანგელოზები“ – ყველაზე პოპულარული და ლამაზი ტოპ- მოდელები. ამჯერად შოუს თემა გახდა საცირკო და მისი ფერადი დეკორაციები და მომაჯადოებელი, მშვენიერი კაბები…
ამ წელიწადში პატივი ერგო ალესანდრა ამბროსიოს- რომ გამოსულიყო და 2,5 მილიონ დოლარის თეთრეულის კომპლექტის დემონსტრირება მოეხდინა. ალესანდრა , სხვათა შორის მეორედ გახდა 2 გოგონას დედა და მთელი შოუ ულოცავდა ამ მშვენიერ ქმნილებას; ასევე მაყურებლებიც ულოცავდნენ; შოუ-ჩვენებას თან ახლდა მუსიკა რიანის, ჯასტინა ბიბერას და ბრუნო მარსას შესრულებით
აი ეს თეთრეულის კომპლექტი ღირს $2,5 მილიონ დოლარი და ამ თეთრეულის კომპლექტის დემონსტრირება მოახდინა 2 შვილის დედამ- ალესანდრამ.