არქივი
ახალგაზრდა რეკორდსმენები
- 1989 წელს ლიტვაში მცხოვრები იტინა სტრაგაუსკაიტე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მცირეწლოვანი რეკორდსმენი, რომელმაც ხანძრის დროს გადაარჩინა თავისი პატარა და-ძმა. პატარა გმირი 4 წლისა და 252 დღის იყო.
- გარი კასპაროვი რეკორდსმენი გახდა, როგორც მამაკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში. მან ჩემპიონობა 22 წლის ასაკში მოიპოვა.
- ბალამურელი აბატი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ექიმია. მან სასწავლებელი დაამათვრა და ექიმის წოდება მიიღო 1995 წელს 17 წლის ასაკში.
- 1814 წლის 13 აპრილს მათემატიკოსმა კარლ ვიტმა ფილოსოფოსიის დოქტორის ხარისხი მიიღო გენსეკის უნივერსიტეტში. ის მხოლოდ 12 წლის იყო.
- საფრანგეთის მეფე იოან პირველი ყველაზე ახალგაზრდა და ხანმოკლე მონარქი იყო მსოფლიოს ისტორიაში , იგი მეფედ დაბადებისთანავე აკურთხეს 1316 წლის 13 ნოემბერს , ხოლო გარდაიცვალა იმავე წლის 19 ნოემბერს.
- 1976 წელს დევიდ სანდუმანი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ნაოსანი, რომელმაც ატლანტის ოკეანე 17 წლის ასაკში გადაცურა.