პლაკატები წარსულიდან #3: საბჭოთა პროპაგანდა დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ანუ “ჭირი იქა (USA), ლხინი აქა (СССР)”
ფიქრობთ რომ ამ ბოლოს მათი ურთიერთობა გაუარესდა? ცდებით ;)
წინა პოსტისგან განსხვავებით ამ პლაკატების უმეტესი ნაწილი დღევანდელი გადასახედიდან გარკვეულწილად კომიკური და სასაცილოც კია, თუ რათქმაუნდა არ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მათი უმრავლესობა სწორედ იმ დროს არის დაბეჭდილი როდესაც სამყარო პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე იდგა.
P.S. ამ პოსტის მომზადებისას ერთი უბრალო ამბავი გამახსენდა: ბათუმში, აბაშიძის მმართველობის დროს განსაკუთრებული ტენდენციურობით გამოირჩეოდა “აჭარის ტელევიზია”, მისი ტენდენციურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატებოდა რომ ისინი ბათუმში და საერთოდ აჭარაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას დანარჩენ რეგიონებში მომხდარ მოვლენებთან შედარებითი ხერხით აშუქებდნენ. ამაზე ერთი ჩემი ნაცნობი ხუმრობდა: “გამარჯობათ, ეთერშია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება, დღეს ბათუმში დაიგო ასფალტი, თბილისში არ დაგებულა…” ნუ ეს რატო გამახსენდა ამას იმედია თავად მიხვდით ;)