არქივი

ZIS-115 – სტალინის ლიმუზინი

441eea46437c

პირველი დაჯავშნული უმაღლესი კლასის ავტომობილი საბჭოთა კავშირში შეიქმნა 40-იანი წლების მიწურულს სპეციალურად დიდი ბელადის, იოსებ სტალინისათვის. მოდელს სახელად “ZIS-115” დაარქვეს.

ქარხანა თავიდან სტალინის სახელს ატარებდა, რის მიხედვითაც შეირჩა მოდელის სახელი (Завод имени Сталина – ЗИС) თუმცა მოგვიანებით ლიხაჩევად გადააკეთეს (Завод имени Лихачёва – ЗИЛ). სულ 32 ეგზემპლარი დამზადდა და ყველა მათგანი სტალინს ეკუთვნოდა.

28261e79b483

14fe9cdf6200

წინამორბედი და პროტოტიპი მოდელისგან, ZIS-110-სგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებები იყო დიზაინში.

ლიმუზინის მინების სისქე 7.5 სმ-ს აღწევდა, მანქანა სიგრძეში 6 მეტრამდე იყო, წონით 4280 კგ. 6 ლიტრიანი ძრავა 8 ცილინდრით 140 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებდა, რაც ავტომობილს 120 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ანიჭებდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ მოდელი საკმაოდ ბევრ საწვავს მოიხმარდა – 27,5 ლიტრი 100 კმ-ზე.

სტალინი ერთ ეგზემპლარს არასდროს იყენებდა ზედიზედ ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თითოეულ მოდელს თავისი მძღოლი ჰყავდა. ამ მანქანის მართვა რა თქმა უნდა, დიდ საფრთხესთან და დაძაბულობასთან ასოცირდებოდა, სამაგიეროდ ZIS-115-თვის წითელი შუქი არ არსებობდა.

41b26f6bfd09

65e717d42e0a

4b0dfcbdf6b6

ეს კი ZIS-110, რომლის მიხედვითაც ააწყვეს მოდელი:

5f6e50097bb8

მსგავსი ამბები

Back to top button