კულტურა

25 მაისიდან Skype Одноклассники.ru-ს მფლობელობაში გადავა

ყურედღება! ამ პოსტის შიგთავსი იყო საპირველაპრილო ხუმრობა :) იმედია სერიოზულად არავის გინერვიულიათ და თუ ინერვიულეთ მე მომიტევეთ :(

Velociraptor ™

f4c6783b80d3

eBay-მ ოფიციალურად გამოაცხადა Skype-ს მომავალი მფლობელის ვინაობა

როგორც იცით Skype 2005 წლიდან eBay-s საკუთრებაში იყო, ხოლო 2009 წელს მათ გაახმაურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Skype იყიდებოდა, მათ აგრეთვე გამოაცხადეს მისი მომავალი სავარაუდო მფლობელები, რომელთა შორის პირველი პრეტენდენტი ვენჩერული ფონდი Andreessen Horowitz და Index Ventures გახლდათ. ყველაფერი შეიცვალა 2010 წლის 7 თებერვალს როდესაც EBAY იძულებული გახდა ეღიარებინა სკაიპი წამგებიანად, ხოლო მისი ბოლო ვერსია (Skype 4.1) წარუმატებლად. 7 თებერვალსვე ფონდმა Andreessen Horowitz და Index Ventures რომელიც თავის დროზე სწორედ სკაიპის შეძენის მიზნით გაერთიანდა, ოფიციალურად გამოაცხადა დაშლის შესახებ და ამით სკაიპის გაყიდვის შანსი ერთი ორად შეამცირა. 2010 წლის 15 მარტს eBays მესვეურებმა გამართეს პრესკონფერენცია სადაც საუბარი შეეხო სკაიპსაც. მათ განაცხადეს რომ მიმდინარეობდა მზადება ახალი ექსპერიმენტული მოდელისთვის რომელიც შეძლებდა სკაიპის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ როგორც ჩანს პროექტმა არ გაამართლა. ოთხი დღის წინ eBay-მ ოფიციალურად განაცხადა სკაიპის ახალი მფლობელის შესახებ, როგორც ირკვევა პოპულარული რუსული საიტის, odnoklassniki.ru-ს მფლობელი ალბერტ პოპკოვი eBay-სთან უკვე თებერვლიდანვე აწარმოებდა მოლაპარაკებას.

a57f358b2f06

ალბერტ პოპკოვი eBay-ს ერთერთ დამაარსებელთან ერთად

გამოცხადდა პროგრამის გადაცემის ოფიციალური თარიღიც, 2010 წლის 25 მაისი. როგორც პოპკოვის წარმომადგენელმა განაცხადა ისინი ძალიან ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენ, მაგალითად როგორიცაა, სურათების შეფასება, საჩუქრები და კონტაქტების კონტაქტებთან დაკავშირების შესაძლებლობა (ანუ იგივე რაც მეგობრების მეგობრები საიტზე). პოპკოვის განცხადებით უკვე დიდი ხანია რაც მას სკაიპის შესყიდვა ჰქონდა დასახული, “საიტმა odnoklassniki.ru დიდი პოპულარულობა მოიპოვა რუსულენოვან საზოგადოებაში, ამჯერად ჩვენი მიზანია გავხადოთ ის ინტერნაციონალური პროექტი, რის საშუალებასაც Skype თავისუფლად მოგვცემს” – განაცხადა მან ლონდონის პრესკონფერენციაზე. ექსპერტები ვარაუდობენ რომ სკაიპი გახდება Одноклассники-ს ინტერნაციონალური ჰიბრიდი, ოღონდ მესინჯერის სახით.

მსგავსი ამბები

Back to top button