ანდაზები
ბევრი და საინტერესო ანდაზა დაგხვდებათ გაგრძელებაში
ან ადრევე დაქორწინდი, ან ადრევე გახდი ბერი.
ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს.
გიჟ მეგობარს ჭკვიანი მტერი სჯობს.
დიდი თევზი პატარას ჭამს.
ენას ძვალი არა აქვს.
ექიმები ყველაზე უფრო ცუდი პაციენტები არიან.
ვინც ეშმაკი იყიდა, გაყიდის კიდევაც მას.
ზედმეტად ბევრი აზრი ჩაძირავს ნავს.
ზოგი ოცნებობს, ჰქონდეს წვერი, ხოლო ისინი, ვისაც აქვთ, იპარსავენ მას.
თუ ცხვარი გინდა გახდე, იმისთვისაც მზად იყავი, რომ მგელი შეგჭმს.
თუკი ფერხულში ებმები, მაშინ უნდა იცეკვო კიდეც.
იაფ ხორცს ძაღლები ჭამენ.
კატის არყოფნაში თაგვები ცეკვავენ.
მთვრალი სიდედრი ყოველთვის ალერსიანია.
მშიერი დათვი არ ცეკვავს.
მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს.
ნუ იმღერებ იმაზე უფრო მაღალ ნოტაზე, ვიდრე შეგიძლია.
პაციენტი, რომელიც ექიმს მემკვიდრედ გამოაცხადებს, ვერასოდეს გამოჯანმრთელდება.
რამდენიც არ უნდა ბანო ზანგი, საპონს ტყუილად დახარჯავ.
როგორც კი კარში სიღარიბე შემოაბიჯებს, სიყვარული ფანჯრიდან იპარება.
როცა კაცი იხრჩობა, საკუთარ თმასაც კი მოეჭიდება.
როცა შენ აკეთებ იმას, რისი ძალაც შეგწევს, აკეთებ იმას რაც გევალება.
სადაც ბევრი მკვდარია, სიკვდილის შიშიც ქრება.
სიზარმაცე ახალგაზრდისათვის სიბერის დასაწყისია.
სიზარმაცე ბოროტების დედაა.
სიყვარულსა და ხველას ვერ დამალავ.
სოფელი იწვოდა და სოფლის მეძავი თმას იბანდაო.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
უძაღლო სოფელში კატები ყეფდნენო.
უწიგნური ადამიანი გასაშალაშინებელი ხის მორივითაა.
ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა.
ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია.
ყველაზე უარესი ის ყრუა, რომელსაც არც უნდა, რომ გაიგოს.
შვილი და ძაღლი ისევე მოიქცევიან, როგორც შენ ასწავლი.
ცუდი ძაღლი ძნელად კვდება.
ძველი მტერი ვერ გახდება ახალი მეგობარი.
ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს.
ჭკვიანი ბავშვები მანამდე იმზადებენ საჭმელს, სანამ მოშივდებათ.
წყარო: ka.wikiquote.org