არქივი

ამერიკელი ალკოჰოლიკი მწერლები

d70e5ad5456c
“ის (ალკოჰოლი) აპირებს დამეხმაროს მე დიდი ხნის განმავლობაში,” – წერდა ბუკოვსკი, რომლის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა ალკოჰოლურმა სასმელმა, ისევე, როგორც ბევრ ცნობილ ამერიკელ მწერალზე

ჩარლზ ბუკოვსკი
3ba7545a18b7
ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი ( ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი) დაიბადა 1920 წლის 6 აგვისტოს. იგი იყო გერმანელ-ამერიკელი პოეტი, ნოველისტი და მოკლე მოთხრობების მწერალი. მისი წერის მანერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა სიციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა გარემომ, ადგილმა, სადაც იგი ცხოვრობდა – ლოს ანჟელესი. იგი გამოირჩეოდა ჩვეულებრივი ღარიბი ამერიკელებისგან აქცენტით, წერის მანერით, ალკოჰილის მიღებით, ქალებთან ურთიერთობით. ბუკოვსკიმ დაწერა ათასობით ლექსი, ასობით მოთხრობა და 6 ნოველა, რომელიც საბოლოოდ ეს ყველაფერი 60 წიგნში დაიბეჭდა. ჰენრი ადრეულ ასაკში “მოინათლა” ალკოჰოლით, როდესაც მისმა მეგობარმა უილიამ მულინაქსმა გააცნო იგი. “ის (ალკოჰოლი) აპირებს დამეხმაროს მე დიდი ხნის განმავლობაში,” ის წერდა მოგვიანებით, როდესაც აღწერს მისი ქრონიკული ალკოჰოლიზმის წარმოშობის შესახებ. ბუკოვსკი გარდაიცვალა ლეიკემიით 1994 წლის 9 მარტს, 73 წლის ასაკში, სან პედროში, კალიფორნიაში, მისი ბოლო რომანის “პულპის” გამოსვლიდან მალევე. მისი პანაშვიდი ორკესტრირებული იყო მისი ქვრივის მიერ, რომელსაც უძღვებოდნენ ბუდისტი ბერები. მის საფლავის ქვაზე აწერია: “Don’t Try”.

4278a41448dd

70c3b1360344

უილიამ ფოლკნერი
bafcbb517f39
უილიამ კუტბერტ ფოლკნერი დაიბადა 1897 წლის 25 სექტემბერს, მისისიპში. იგი იყო ამერიკელი ნოველისტი, ყველაზე გავლენიანი მწერალი მეოცე საუკუნეში. მისი რეპუტაცია ძირითადად ემყარება მის რომანებს და მოთხრობებს. ფოლკნერი შედარებით უცნობი იყო სანამ მიიღებდა ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში. ის ხშირად მოიხსენიება ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში. მისი ლიტერატურული ნამუშევრები უმაღლესი ხარისხის იყო მიუხედავად მისი პრობლემისა სასმელის მიმართ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. ალკოჰოლს იყენებდა თავის დაღწევის მიზნით ამ ცხოვრებისგან, რომელიც შემდგონ ნათლად აისახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 1959 წელს მან მიიღო სერიოზული ტრამვები ცხენით გასეირნების შემთხვევის დროს. იგი გარდაიცვალა 1962 წელს, 6 ივლისს, 1:32 საათზე ინფაქტით. იგი დაკრძალულია წმ. პეტრეს სასაფლაოზე ოქსფორდში, რომელსაც თან ახლავს შემდეგი იდუმალი ინიციალები E.T.

ea103682f720

ba39c84942b5

ჯეკ კერუაკი
d70e5ad5456c
კანადელ-ამერიკელი პოეტი და მწერალი ჯეკ კერუაკი დაიბადა 1922 წლის 12 მარტს ლოუელში, მასაჩუსეტსში. კერუაკი აღიარებულია სპონტანური წერის მეთოდით ისეთ თემებზე, როგორიცაა კათოლიკური სულიერება, ჯაზი, ერთგვაროვნობა, ბუდიზმი, ნარკოტიკი, სირარიბე და მოგზაურობა. მისმა სტილმა გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიცაა ტომ რობინსი, რიჩარდ ბრაუტიგანი, კენ კიზი, ბობ დილანი და ა.შ. იგი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად და ბიტნიკთა თაობის მთავარ წარმომადგენლადაა მიჩნეული. კერუაკი მიჩნეულია როგორც ბიტნიკთა თაობის მეფედ, ასევე ჰიპების მამამთავრად. მის სამწერლობო სტილზე დიდი გავლენა მოახდინა ჯაზმა, განსაკუთრებით კი ჩარლზ პარკერის მიერ დაარსებულმა ჟანრმა, რომელიც ბიბოპის სახელითაა ცნობილი. მოგვიანებით მის ნაწერებზე აისახება ბუდისტური გავლენები. ჯეკ კერუაკი გარდაიცვალა 1969 წლის 21 ოქტომბერს ფლორიდაში, სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში, ქრონიკული ალკოჰოლიზმისაგან გამოწვეული შინაგანი სისხლდენის მიზეზით. იგი დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ლოუელში.

2e8195f86216

0e9327b2b443

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button