გართობაუცნაური

პირამიდები

d3eb04787073

დიდ პირამიდას არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იგიც განსაცვიფრებელი ქმნილებაა საინჟინრო ხელოვნებისა. მართალია, ამას ვერ სწვდებოდნენ დიოდორე, პლინიუსი, სტრაბონი და ჰეროდოტე, მაგრამ მათ მოწონებას იმსახურებდა მისი გრანდიოზულობა, მასიური კონცენტრაცია ადამიანური შრომისა, რომელმაც იგი ააგო. ისინი სწორად ხვდებოდნენ მის დანიშნულებას და ძირითადად მისი კონსტრუქციის მეთოდს; ჰეროდოტეს მონათხრობი, 23 საუკუნის წინანდელი, ძირითადად ემთხვევა თანამედროვე არქეოლოგიურ მონაცემებს, მცირე დეტალების გამოკლებით. მაგრამ ვიდრე ევროპელი მეცნიერები არ დაიწყებდნენ XIX საუკუნეში პირველ მეცნიერულ გამოკვლევებს პირამიდებისას, ეგვიპტის მიღწევათა მთელი სიდიადე ჯერ არ იყო გამოვლენილი. ავიღოთ ჯერ მისი ზომები: სივრცე, რომელიც მას უჭირავს, დაიტევს ერთად წმინდა პეტრეს ტაძარს რომისას, უესტმინისტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის ტაძრებს. ერთმა ავტორიტეტმა გამოითვალა: მისი მასალა რომ დაეწყოთ თითო ფუტის სიგრძე კუბებად ერთმანეთის მიყოლებით, იგი უდრის 2/3-ს დედამიწის გარშემოწერილობისას.

4a2f105b8ada

ნაპოლეონმა, რომელმაც შეისწავლა ძეგლი და აცოცდა კიდეც მის მწვერვალზე, გამოუცხადა თავის გენერლებს, რომ მისი გამოთვლით დიდი პირამიდა შეიცავს საკმარისს ქვებს, რათა შემოევლოთ 10 ფუტი სიმაღლე და ერთი ფუტი სისქე გალავანი მთელი საფრანგეთისათვის! გამოჩენილი ფრანგი მათემატიკოსი, რომელიც ახლდა იმპერატორს მის ეგვიპტურ ექსპედიციაში, როგორც ამბობენ, ადასტურებს ამ გამოთ ხეოპსის ძეგლი თავდაპირველადვე შეიცავდა თითქმის ორნახევარ მილიონ ქვის ბლოკს, რომელთა წონაც საშუალოდ ნახევარი ტონა იყო, ზოგი თხუტმეტ ტონასაც იწონიდა. ეს ბლოკები აჰქონდათ პირამიდის პლატოზე მარხილებით, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების გამწე ძალით. პირამიდების მშენებლობის პერიოდში ეგვიპტელებს არ ჰქონდათ ბორბლიანი ან ცხენებშებმული რაიმე ტრანსპორტი. ასე რომ, ბლოკების აზიდვისას არ გამოიყენებოდა არავითარი მექანიკური მოწყობილობანი, გარდა ბერკეტისა და ხელოვნური გორაკები და ყორღანები არსებობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგ. ცეილონის დაგობასები და მექსიკის პირამიდები, მაგრამ ეგვიპტის პირამიდები უნიკალურია თავისი კონსტრუქციის სიზუსტით. სერ ფლინდერს პეტრიმ, რომელმაც პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ეგვიპტის დიდი პირამიდა, აღმოაჩინა, რომ მისი ორიენტაცია იმდენად ზუსტია, რომ მისი მიხედვით შეიძლება გასწორება კომპასის ცდომილებათა.

d92066a50310

01fb8fab4c21

ოთხივე კუთხე თითქმის სწორი კუთხეებია, მაქსიმალური გადახრა 90°-დან თითქმის მეოცედი გრადუსია – ეს იმ შენობაში, რომლის ზომაც, მისი ფუძის თითოეულ წახნაგზე, 750 ფუტზე მეტია. დიდი პირამიდა წარმოადგენს ქვის მყარ მასას (შესავალი ტალანებისა და მცირე შინაგანი სენაკების გამოკლებით). შიგთავსი კირქვის გრანდული ბლოკებია, ადგილობრივად დამუშავებული. ეს ის ბლოკებია, დღეს რომ მოსჩანან ლურჯი ცისკენ აღმავალი, ოქროსსაფეხურებიანი კიბის მსგავსად. მაგრამ პირამიდის მშენებლებს ასე როდო დაუტოვებიათ ნაგებობა, ჰეროდოტემ, სტრაბონმა და პლინიუსმაც ასე როდი იხილა პირამიდა. თავდაპირველად იგი დაფარული იყო თეთრი კირქვით, რომელსაც ამუშავებდნენ მოკატამის მთებში, ნილოსის მოპირდაპირე ნაპირზე. არაბმა მძარცველებმა თითქმის მას მთლიანად შემოაცალეს ეს პერანგი, მაგრამ პეტრიმ მაინც იპოვნა რამოდენიმე ფრაგმენტი, შემორჩენილი ფუძეზე. მათი დამუშავების სიფაქიზე განსაცვიფრებელია.

წყარო: piramidebi.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button