არქივი

ცნობილი ხალხის გამონათქვამები

d64a8a69c7fb

1. “გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი, რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის!” – ამბობდა კონფუცი

  • 2. “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმ კაცისათვის, ვისაც მთელი სამყარო არ ყოფნიდა” – ეწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ქვაზე
  • 3. კითხვაზე, თუ სად ისურვებდა სიკვდილის შემდეგ მოხვედრას – ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: “ერთის მხრივ სამოთხეში, რადგან იქ კარგი კლიმატია, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოჯოხეთში, რადგან იქ კარგი პუბლიკაა”
  • 4. ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: “მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო“
  • “მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას” – პიკას.
  • 5. ცნობილი ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური ერთ-ერთი ბრძოლის დროს ამბობდა: “ჩვენ უკან კი არ ვიხევთ, არამედ წინ მივიწევთ სხვა მიმართულებით”
  • 6. ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა
  • 7. ბრიუსელის გაზეთის რედაქციაში მოვიდა წერილი: “მე გავაშენე პატარა ბაღი, რომელიც დიდი სიამოვნებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვარჩევ სასარგებლო მცენარეს სარეველასგან. გთხოვთ დამეხმაროთ”. “ამოთხარეთ ყველა მცენარე თქვენს ბაღში და რომელიც ისევ ამოვა, ის იქნება სარეველა” – “ურჩია” რედაქციამ.
  • 8. “ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია” – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია.
  • 9. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი
  • ოცნებობს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, მაგრამ არ აქვს ფული და სთხოვა დახმარება. “დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში” – წერილითვე უპასუხა ლენონმა. 1995 წელს კი ინდუსმა აისრულა ოცნება და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო იმ ფულით, რომელიც მან ლენონის წერილის გაყიდვის შედეგად მიიღო…
  • 10. ერთმა სტუდენტმა ჰკითხა პროფესორს: “სიზმარში სულ უფრო ხშირად ვხედავ, თუ როგორ ვხდები პროფესორი. რა გავაკეთო, რომ სიზმარი ამიხდეს?” “ნაკლები უნდა იძინოთ” – მიუგო პროფესორმა.
  • 11. რუსი იუმორისტი შენდეროვიჩი ხუმრობდა: “პირველად ღმერთმა შექმნა სამყარო. დაისვენა. შემდეგ – მამაკაცი. დაისვენა. შემდეგ – კი ქალი და ამის შემდეგ არც ღმერთს და არც კაცს აღარ დაუსვენიათ”.
  • 12. ამერიკის ზოგიერთ შტატში სიკვდილმისჯილებს სიკვდილით დასჯის დროს ნემსით მომაკვდინებელი წამლის შეყვანამდე სპირტით ინექციას უკეთებენ, რათა ინფექციის შეჭრის ალბათობა აირიდონ თავიდან.
  • 13. სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.
  • 14. “?” დაბერებული “!“-ია – ამბობდა ბერნარდ შოუ.
  • 15. 112 მეტრის სიმაღლის შვედაგონის ტაძარი ბირმაში მხოლოდ იმიტომ ააგეს, რომ შიგ ბუდას თმის სამი ღერი
  • დაესვენებინათ
  • 16. “ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშსა და მცირეთა გამჭრიახობაზე” – აღნიშნავდა სტენდალი
  • 17. საბერძნეთის ერთიანობის მომხრე ფილოსოფოსები მხარდაჭერის გამოსახატად გამარჯვებულ ალექსანდრე მაკედონელს ეახლნენ. მხედართმთავარმა მათ შორის ყველაზე ცნობილი – დიოგენე ვერ შენიშნა, ამიტომ გადაწყვიტა მის კასრთან თავად მისულიყო. დიოგენე გულგრილად შეხვდა მეფეს. გაკვირვებულ ალექსანდრემ ჰკითხა: როგორც ძლევამოსილ მბრძანებელს, ხომ არ შემიძლია რომ დიოგენესთვის რამე გავაკეთო?”. ამ შეთავაზების გამგონმა დიოგენემ თვალი ოდნავ გაახილა და მიუგო: რა თქმა უნდა, შეგიძლია…მიდექი გვერდზე, მზეზე მეფარები, ხომ ხედავ, ვთბები”…
  • 18. როდესაც საფრანგეთში ლუმიერების პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა, ფილმის ერთ ეპიზოდში ხალხი დარბაზიდან გაიქცა, რადგან ეგონათ რომ ეკრანისკენ მომავალი მატარებელი დარბაზში გადმოვიდოდა და მათ დააზიანებდა.
  • 19. უოლტ დისნეიმ პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმისათვის “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ძირითად ოსკართან ერთად, შვიდი მცირე ზომის ოსკარიც მიიღო.
  • წყარო: http://doin.ge

    მსგავსი ამბები

    Back to top button