უცნაური
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
21 წლის ალექს ლეი ფანჯრების მწმენდავად მუშაობდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იგი ექვსსართულიანი ბანკის შენობიდან გადმოვარდა და, საბედნიეროდ, გადარჩა.
ალექსი თავდაპირველად შესასვლელის სახურავზე დაეცა და შემდეგ ძირს დავარდა. “სწორედ ამან გადაარჩინა იგი”, – განაცხადა ექიმმა.
ავადმყოფს მხოლოდ და მხოლოდ მარცხენა ფეხის მოტეხილობა აღენიშნება. “მე მალევე შევამჩნიე, როგორ მოეშვა ჩემი სამაგრი, მაგრამ პანიკის ატეხას მოვერიდე და თავად ვცადე დამაგრება, საუბედუროდ, არ გამომივიდა”, – განაცხადა ალექსმა ინტერვიუში.