არქივი

თვითმკვლელობა!

center

მოგეხსენებათ მსოფლიოს ქვეყნების განვითარებაზე ან განუვითარებლობაზე შობადობა-მოკვდაობის პრინციპი დიდ როლს ასრულებს. მე არ დავიწყებ რაიმე სტატისტიკის წერას, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანი იბადება და კვდება. მე მსურს თქვენთან ერთად ვისაუბრო იმ სამწუხარო ფაქტზე, რასაც თვითმკვლელობა ქვია და გაგიზიაროთ ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება  სტიქიური მოვლენების, კატასტროფების, ავადმყოფობების, ასაკის გამო, რაც თავისთავად სამწუხაროა, როგორც ადამიანთა გრძნობებისთვის, ასევე დემოგრაფიის განვითარებისთვის. ასეთი ადამიანები მიიჩნევიან ბედისწერის მსხვერპლებად და ხშირშემთხვევაში ოჯახური წრის გარდა, არავინ ინტერესდება მათი პირადი ცხოვრებით, განვლილი გზითა და საქმიანობით. მოკვდაობა, რა თქმა უნდა გარდაუვალია და როგორც ქრისტიანებს, კათოლიკეებს და სხვა სარწმუნოების მიმდევრებს გვწამს ეს უფლის ნებაა, თუმცა არსებობს ერთი ფაქტი, თვითმკვლელობა რაც საკუთარი თავის სასიკვდილოდ გამეტებას ნიშნავს. რა საკვირველია, ესეც მოკვდაობის მაჩვენებელში იწერება და ერთიორად ზრდის გარდაცვლილთა რაოდენობას.

საბედისწერო სიკვდილს იშვიათად თუ განიხილავენ ფსიქოლოგები ან ფსიქიატრები, რადგან ასე გარდაცვლილ ადამიანს შესაძლოა საერთოდ არ უფიქრია სიკვდილზე, შესაბამისად ასეთი დარგის ექიმებისთვის ნაკლებად საინტერესოა. თვთმკვლელობა კი ფსიქიატრებისთვის, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე “საყვარელი” და საინტერესო ფენომენია, რადგან “სუიციდის” მანიით შებყრობილი ადამიანი (რა საკვირველია ჯერ კიდევ ცოცხალი) ყველაზე მეტად მოითხოვს ფსიქოლოგიურ თუ ფსიქიატრიულ დახმარებას, რაც მათი უნარჩვევების გამომჟღავნების საუკეთესო შანსს აძლევს. ევროპის სხვა და სხვა ქალაქებში (მაგ:  სტოკჰოლმი,ლონდონი,პარიზი…) არსებობს სპეციალური დაწესებულებები თვითმკვლელობის სურვლით შებყრობილი ადამიანების დასახმარებლად. ზოგიერთი მათგანი პაციენტს სთავაზობს ამ მავნე ფიქრების მოცილებაში დახმარებას, ზოგიერთი კი (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) მარტივი სიკვდილის თეორიას ასწავლის და სხვა და სხვა ხერხებს სთავაზობს თავის მარტივად, ზედმეტი ტანჯვის გარეშე მოსაკვლელად.

მე არ მინდა შევეხო რაიმე სტატისტიკურ მონაცემებს და დავასახელო კონკრეტული რიცხვი “სუიციდის” შემთხვევებისა, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთ ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია. მე მინდა ვისაუბრო მიზეზებზე, თუ რატომ ხდება ეს , რატომ მიდის ადამიანი თავისი ფეხით  სიკვდილის საზღვართან, რატომ ემშვიდობება წუთისოფელს თავისი ნებით…

არსებობენ სუსტი და ძლიერი პიროვნებები, პესიმისტები და ოპტიმისტები. ადამიანს, რომელსაც თავის მოკვლა სურს, რეალურად არ უნდათ სიკვდილი, უბრალოდ მას სურს განთავისუფლდეს იმ ტკივილისგან, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს და თვითვმკლელობისკენ უბიძგებს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ტკივილი? ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულ ხასიათს ატარებს. დედამ, შესაძლოა შვილის გარდაცვალების გამო მოიკლას თავი, ცოლმა ქმრის, ან ქმარმა ცოლის გამო, ასევე შესაძლებელია მძიმე ეკონომიკური ვითარება, სიღარიბე გახდეს “სუიციდის” მიზეზი, ან კიდევ ადამიანების ფენოტიპებად გამორჩევამ და საზოგადოების ცუდმა გავლენამ, გარიყვის პრინციპმა იმოქმედოს პიროვნების ფსიქიკაზე… ერთი სიტყვით, გაუსაძლის ტკივილს, დეპრესიას შეუძლია ადამიანის თვითვმკვლელობამდე მიყვანა.

მე არც ფსიქოლოგი ვარ და მითუმეტეს არც ფსიქიატრი, თუმცა ვთვლი, რომ  ამ საკითხში  ნორმალურ დონეზე მაინც ვარ კომპეტენტური, ამიტომაც ვწერ ახლა ამ პოსტს და გახვევთ ჩემს აზრებს თავზე. ვერ დავიჟინებ, რომ ჩემი პოსტის წაკითხვის შემდეგ ყველა ადამიანს გაუქრება “სუიციდის” სურვილი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დაფიქრდებიან მაინც… თუ გამიმართლებს და ამ სენით დაავადებული ერთი ადამიანი მაინც წაიკითხავს თავიდან-ბოლომდე ჩავთვლი, რომ მას ჯერ კიდევ აქვს სურვილი სიცოცხლის გაგრძელებისა და იმედი, რომ მას ვინმე დაეხმარება.

გაგიზიარებთ ხუთ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც ღირს დაფიქრება :

  1. პირველ რიგში მინდა დამიჯეროთ, რომ ხალხი მიმართავს ამ ხერხს – ისინიც კი, ვინც ზუსტად ისეთ ტკივილს გრძნობს, როგორსაც თქვენ. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ასეთ ადამიანებს აქვს დიდი შანსი ცხოვრების გაგრძელებისა. ვიმედოვნებ, რომ ამ ინფორმაციამ თქვენში სულ პატარა იმედი მაინც გააღვიძა.
  2. მიეცით თქვენ თავს გასაქანი . თქვით : ” მე დავფიქრდები კიდევ 24 საათი სანამ ამას ჩავიდენ.” უკეთეს შემთხვევაში ერთი კვირა. დაიმახსოვრეთ , რომ გრძნობები და მოქმედება ერთმანეთისგან განსხვავდება – მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გრძნობთ ტკვილის, არ ნიშნავს რომ თავი მაშინვე უნდა მოიკლათ (ჯობია საერთოდ არ იფიქროთ თვითმკვლელობაზე). იპოვეთ რაიმე საზღვარი თქვენს ტკივილებსა და სურვილებს შორის, თუნდაც 24 საათის განმავლობაში. დაფიქრდით თქვენი ტკივილის სიმძლავრეზე, კარგად გაანალიზეთ მისი არსი. დაიმახსოვრეთ, რომ სიკვდილი გამოსავალი არაა. შემატეთ თქვენს თავს ძალა, მოახდინეთ თქვენს პიროვნებაზე ზემოქმედება და დააჯერეთ იგი, რომ დაუძლეველი არაფერია.
  3. ადამიანები თვითმკვლელობას მიმართავენ იმიტომ, რომ მათ სურთს სიმშვიდის მოპოვება. დაიმახსოვრეთ, სიმშვიდე ეს გრძნობაა. თქვენ უნდა იყოთ ცოცხლები, რომ ეს შეიგრძნოთ. თქვენ ვერ ჰპოვებთ სიმშვიდეს, რომელსაც ასე სასოწარკვეთით ეძებთ, თუ თქვენ იქნებით მკვდრები.
  4. ადამიანების ნაწილს, შესაძლოა თქვენ სურვილებზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდეთ, რადგან მათ ასეთი გადაწყვეტილება აშინებთ, აღიზიანებთ და ვერ იგებენ თუ რატომ შეიძლება მოხდეს ეს. ასეთმა ადამიანებმა თქვენი დახმარების ნაცვლად, შესაძლოა ტკივილი უფრო მაშტაბური გახადონ მათი დამოკიდებულებით. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება თავიანთი უვიცობისგან გამომდინარეობს და არა თქვენი სურვილების გამო.

    მაგრამ გახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან ასეთ მძიმე დროს. ისინი არ გაგკიცხავენ, არ შეგეკამათებიან, არ გაგაგზავნიან საავადმყოფოში სამკურნალოდ (ეს არ არის ავადმყოფობა, ეს გრძნობაა) , არ ეცდებიან დაგავიწყონ თუ როგორ გრძნობ შენ თავს, ისინი უბრალოდ დაგეხმარებიან. გამოიყენეთ 24 საათი ასეთი ადამიანების ძებნაში, მჯერა რომ ახლობლებში ან  მეგობრებში ერთი მაინც აღმოჩნდება ასეთი. თუ გეშინიათ ამ სურვილის გამხელის, ფიქრობთ, რომ ვერ გაგიგებენ და გაგკიცხავენ, მაშინ სცადეთ დაიცვათ ანონიმურობა და დახმარება უცხო, კომპეტენტურ პირებს თხოვოთ :

    – მისწერეთ ანონიმური წერილი – სამარიტანებს . გარანტიას გაძლევთ ისინი სულ მოკლე დროში საუკეთესო რჩევებს მოგცემენ და მათთან თანამშრომლობას შემოგთავაზებენ.

    – დაუკავშირდით “თვითმკვლელობასთან ბრძოლის ინსპექციას”. ისინი დაგეხმარებიან და გასწავლიან, თუ როგორ ებრძოლოთ ტკივილს. 

    – დაუკავშირდით ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს და სთხოვეთ მას ანონიმურობის დაცვა. გპირდებით არ გაგაწბილებენ.

    – ყურადღებით შეარჩიეთ მეგობრები. ნუ მიენდობით ყველას. 

  5. თვითმკვლელობის შეგრძნება გამოწვეულია ტრავმებისგან. მას შემდეგ, რაც ისწავლით ამ გრძნობასთან ბრძოლას და მის დაძლევას, აუცილებლად უნდა განაგრძოთ საკუთარი თავის ტერაპია, რათა არ განმეორდეს ასეთი შემთხვევა. თქვენ უნდა იყოთ საზოგადოებაში ინტეგრირებული, არაფერს მოგიტანთ მათგან გამოყოფა. როგორც ცხოვრებაში, ასევე ინტერნეტში. გახსოვდეთ: საკუთარი თავის საუკეთესო თერაპევტი, საკუთარი თავია.

დამატებითი რესურსების და გამოსავლის ძიებაში დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური წიგნები, რომლებიც საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში მრავლად იშოვება. (მაგ : წიგნების მაღაზია “ლატერნა”)

მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების წინაშე პირველ რიგში საზოგადოების ნაწილია დამნაშავე. ჩვნემა გულრგილობამ, ზედმეტმა სიმკაცრემ, აგრესიამ, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვამ შესაძლოა და ალბათ ეს ასეცაა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. როგორც ნოდარ დუმბაზE წერდა, სასურველია ყველა ადამიანმა გაითავისოს ერთი კანონი, რომელსაც მან “მარადისობის კანონი” უწოდა : “მარადისობის კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ… ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“

პ.ს : შესაძლებელია ჩემი პოსტი, სულაც არ არის ჭეშმარიტება, არ დაიმსახურა თქვენი მოწონება და მე ბევრ რამეში ვცდები, თუმცა მაინც გმადლობ ყურადღებისთვის.

 

Dima Sanaia | Create your badge
100000521986166.2319.1149767336

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button