უცნაური

შამანური გარდასახვები

44938b660e54

შამანების მფარველი სულების ადამიანური სახით წარმოჩენის და ადამიანებთან საუბრის უნარი ითვლება მათი ყოვლისშემძლეობის დადასტურებად. ამავე დროს, მათ ზოგჯერ შეუძლიათ უჩვეულო ცხოველის სახითაც გამოცხადება, მაგალითად, მფრინავი გველის სახით.

შამანის ცხოველად გარდასახვას ციმბირში “იე–კილას” ეძახიან. უძველესი დროიდან სჯეროდათ, რომ წელიწადში ერთხელ, როდესაც უკანასკნელი თოვლი ჩამუქდება, შამანური იე–კილა გამოჩნდება დედამიწაზე; მაშინ შამანების სულები, გარდასახული მათში, ყველგან დაძრწიან. მათ მხოლოდ ჯადოქრის თვალი ამჩნევს, ძლიერები და გაბედულები ხმაურით და ღრიალით მიფრინავენ, ხოლო სუსტები უხმოდ მოძრაობენ. ყველაზე მეტად შამანი ქალები გამოირჩევიან სითამამით.

გამოუცდელი შამანები ხშირად ებმებიან ჩხუბში, რაც ავადმყოფობას, ზოგჯერ კი სიკვდილსაც კი იწვევს იმ შამანისას, რომლის იე–კილაც დამარცხდა.

ყველაზე უბედური შამანები ისინი არიან, რომელთაც მგლად, დათვად, ან ძაღლად გარდასახვა შეუძლიათ. ეს ცხოველები გაუმაძღრები არიან, მათ ყველაფერი ეცოტავებათ. თავის ორფეხა ორეულს განსაკუთრექით მოსვენებას არ აძლევს ძაღლი. იგი კბილებით ღრღნის მათ გულს, გლეჯს მათ სხეულს. მაშინ შამანი ძლიერ ავადმყოფობს და იტანჯება.

უძველესი შამანური რწმენა ცხოველად გარდასახვისა ევროპაში აღორძინების ეპოქამდე იყო შემორჩენილი. ყველაზე კარგად ამაში ვიკინგები ერკვეოდნენ, რომელთაც მათი მსხვერპლები “ზღვის მგლებად” მოიხსენიებდნენ.

მორიგი თავდასხმის დროს მათი ჯადოქრები ცხოველის ფიტულს იცვამდნენ, როგორც ამას მე–9 საუკუნეში მებრძოლი კველდ–ულფი აკეთებდა, რაც “ღამის მგელს” ნიშნავს. ევროპაში საკმაოდ იყო გავრცელებული ლეგენდები სისხლისმსმელ ვერვოლფებზე.

შუა საუკუნეებში ვერვოლფებზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული, მათ ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდნენ, ვინაიდან ეკლესია მგლებად გარდასახულ ჯადოქრებად თვლიდა.

ცხოველად გარდასახვისთვის შამანები ჰალუცინაციის გამომწვევ პრეპარატებს იღებდნენ, ხოლო სხვა შემთხვევებში საკმარისი იყო შამანური ცეკვა და დოლის ბრაგუნი. ასეთ დროს შამანი ხშირად იკეთებდა საგანგებო ნიღაბს და იცვამდა სპეციალურ ჩასაცმელს, რომელიც მის ცხოველთან მსგავსებას ზრდიდა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button