ალბათ ყველასთვის ცნობილია სამხრეთ ამერიკული ცხოვრება, კერძოდ კი სამი რამ: სერიალები, კარნავალი და ნარკოტიკები.
დიახ, დღისით ნარკოტიკებით ვაჭრობა, საღამოს ცეკვა, ღამით კი – სერიალები. ასეთი ტრივიალური განრიგი აქვთ ლათინო-ამერიკელ არსებებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ მექსიკაში ჯერ კიდევ „ბარიგებისა“ და მაფიის დიქტატურაა. მექსიკაში ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციაა მიჩნეული და ახალგაზრდობა წამლის გაყიდვითა არის დაკავებული.
დიახ, სულ ახლახანს აღმოვაჩინე ფეისბუქზე ექაუნთი, რომელიც ეკუთვნის მექსიკელ ნარკობარონს. ის განაგებს know Hellboys დაჯუფებას.
მისი სურათებიდან ჩანს, რომ ის არც თუ მაღალი ინტელექტის მფლობელი პერსონაა. მას სამხრეთ ამერიკაში ეძახიან ლორდ ბროლის.
მისი ბიოგრაფიას ამშვენებს: 23 მილიონიანი ქონება, 1400 კაციანი შეიარაღებული დაჯგფება და ვილები მთელი მექსიკის მასშტაბით.
ახლახანს კი მოისურვა ფეისბუქის „დაპყრობა“ და თავისი სურათები, სერიოზული წარწერებითურთ გამოაქვეყნა.
სეპარატისტმა ბროლიმ ფეისბუქი არ იკმარა და პატივი ტვიტერსა და იუთუბის დადო თავისი გაწევრიანებით.
ეს საკითხი სულაც არ არის სასაცილო, რადგან ამგვარი სულით და ხორცით უგუნური ადამიანის ზეწოლისა და დეპრესიის ქვეშ მექსიკელ ხალხს ცხოვრება ტანჯვად აქვთ ქცეული. ბავშვებს მისტერ უგუნური ბროლის გამო სკოლა არა ერუდიციის მიღების საშუალებად, არამედ ბარიგობაში დაოსტატების ალმამატერად აქვთ ქცეული.
ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდა სულ რაღაც ათწლეულების უკან, ჩვენ შევძელით გამოსვლა ბნელი ეპოქიდან. მექსიკაში კი ნარკობარონთა თარეშის ზენიტია.
ამაზე მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს რეაგირება და ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ამ ლოკალური(სინამდვილეში გლობალური) პრობლემის გადაჭრა.
იხილეთ ვიდეო: