არქივი

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური

6270

გამარჯობა,ამ პოსტში მე თქვენ წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სამსახურებს ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში.

10241
10)საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერი-ამ ადამიანებს აკისრიათ
დიდი პასუხისმგებლობა.ისინი მონაწილეობას იღებენ მნიშვნელოვან კვლევებში,ახდენენ
სხვადასხვა კატასტროფების პრევენციას,აკვირდებიან კლიმატის ცვლილებებს და სრულიად
გარემოს.ამ ადამიანთა საშუალო ანაზღაურება 100,000$-ია წელიწადში.

9246
9)მარკეტინგის მენეჯერი-ამ პროფესიის ადამიანებზე დამოკიდებულია
სხვადასხვა კომპანიების განვითარება და ფინანსური წინსვლა,მათ უდნა აკონტროლონ
ყველაფერი,შექმნან კარგი რეკლამა რათა კომპანიის პროდუქცია უფრო პოპულარული
გახდეს.ამპროფესიის ადამიანთა საშუალო ანაზღაურება 100,000$-ია წელიწადში.

8256
8)კომპიუტერული და საინფორმაციო სიტემების მენეჯერი-ამ ადამიანთა
ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის ის,რომ დაიცვან კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები,
ჰაკერების დავდასხმისგან.ისინი პროგრამულად უზრუნველყოფენ კომპანიას.ამ რთული
სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება ესაჭირეობა სწორედ ამიტომ საშუა ანაზღაურება 100,000$-ია
წელიწადში.

7258
7)საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორი-მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ ეს
სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სტრესული საქმეა.შეიძლება ერთი შეხედვით ყველაფერი
ძალიან ადვილი ჩანს,მაგრამ საჰაერო მიმოსვლის კონტროლერებს ძალიან რთული და
დამღლელი საქმე აკისრიათ,მათი ერთი შეცდომა დიდ ავიაკატასტროფას გამოიწვევს.
ამ ადამიანთა საშუალო ანაზღაურება 130,000$-ია წელიწადში.

6270
6)იურისტები-ეს ადამიანები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი
რათა თავიანთ დამქირავებლებს ის შედეგი ანახონ რაც მათ სურთ,იურისტებისთვის
პირველ ადგილზე მათი კლიენტის ინტერესები დგას.საშუალო ანაზღაურება 130,490$

5291
5)სტომატოლოგიური ქირურგი-ეს პროფესია შეიძლება ყველაზე პრესტიჟულად
ჩაითვალოს სტომატოლოგიურ სფეროში.იმისთვის რომ სტომატოლოგიური ქირურგი გახდე ბევრი
ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო.ანაზღაურება საკმაოდ მაღალია 132,000$ წელიწადში.

4295
4)თვითმფრინავის პილოტები-დღესრეობით მოთხოვნა პილოტებზე საკმაოდ
გაიზარდა.შეიძლება ითქვას,რომ არ არის კადრების საკმარისი რაოდენობა.პილოტებზე ბევრი
რამ არის დამოკიდებული,მათ შორის მგზავრთა სიცოცხლე.იმისთვის რომ პილოტი გახდე შესაბამისი
ცოდნა უდნა გქონდეს და რა ტქმა უნდა გამოცდილებაც.კადრების სიმცირის გამო პილოტების
შემოსავალი საკმაოდ მაღალია,საშუალოდ 135,000$ წელიწადში.

3302
3)საინჟინრო მენეჯერი-ამ ხალხის პასუხისმგებლობაა კვლევა, დიზაინი და
წარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება. ისინი პასუხს აგებენ დამზადებისა და
დიზაინის რამოდენიმე ელემენტზე, და ასევე ბევრ სხვა რამეზე, როგორიცაა წარმატება და მარცხი
ბიზნესში, რაც მათმა გადაწყვეტილებებებმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ ასევე აქვთ თავიანთი ბიზნესის
(სფეროს) კომპლექსური ცოდნა რაც საშუალებას აძლევთ გამოიმუშავონ ისეთი ხელფასი,როგორიცაა
140,000$ წელიწადში.

2315
2)აღმასრულებელი დირექტორი-ეს თანამდებობა შეიძლება ყველაზე მაღალ
თანამდებობად ჩაითვალოს კომპანიაში.ამ თანამდებობის პირებს დიდი გავლენა აქვთ კომპანიაში მომუშავე
პერსონალზე.მათი მთავარი მოვალეობა აწარმოოს წორი და ზუსტი ანგარიში დირექტორთა საბჭოსთან.
ამასთანავე მისი ყველა ხელქვეითი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელ დირექტორთან.საშუალო
ანაზღაურება 140,000$ წელიწადში.

1338
1)ქირურგი-ეს პროფესია ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანებისგან,რადგან
ხშირად საქმე ადამიანთა სიცოცხლეს ეხება.ეს ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სამსახურია.იმისთვის რომ
კარგი ქირურგი არ კმარა მხოლოდ ცოდნა,აუცილებელია გამოცდილებაც.რაც მთავარია ამ მძიმე სამუშაოს
შესაბამისი ანაზღაურება აქვს და ქირურგების საშუალო ხელფასი 180,000$-ია წელიწადში.

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

Back to top button