კულტურაუცნაური

მექსიკელმა მორწმუნემ 265 მილიონი დოლარი მოიგო 2 დოლარის ქველმოქმედების სანაცვლოდ

11542116 791852247601259 7437215456643779102 n

როცა შუახნის მექსიკელ მართლმადიდებელ ქრისტიანს ბანკომატიდან ხელფასი გამოჰქონდა, შეამჩნია რომ იქვე ახლოს რამდენიმე ჯგუფად მათხოვრები იწვნენ მიწაზე და აცხელებდნენ საჭმელს გაზზე. მან გადაწყვიტა წესისამებრ თითოეული მათხოვრისთვის გაენაწილებინა ხელფასიდან გადადებული ფული. თუმცა წვრილი ფული არ ჰქონდა, რომ თითოეულს გაჭირვებულს თანაბარი რაოდენობის თანხა შეხვედროდა. ხესუსმა გადაწყვიტა იქვე გვერდით მდებარე ლატარიის კომპანიის შენობაში შესულიყო და ფული დაეხურდავებინა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სალაროს გახსნა შესყიდვის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ კეთილ მექსიკელს მუშას მოუწია ორდოლარიანი ბილეთის ყიდვა. მისტერ დევილიამ 98$ თანაბრად 9 ქუჩაში მცხოვრებ პირებს გაუნაწილა. იმავე ღამეს, როცა ხესუსმა მართლაც კეთილი საქმე ჩაიდინა, ქალაქის მეორე ბოლოში კომპანია “MEGA MILLIONS-მა” რეკორდული 265.000.000 მილიონიანი ჯეკპოტი გაათამაშა, ეს კი აბსოლუტური რეკორდული თანხაა. კოლოსალური ჯეკპოტის მომგები 6 დღის მანძილზე არ დაკონტაქტებია ლატარიის კომპანიას ტექსასის შტატში მითქმა-მოთქმებიც კი გაჩნდა ლატარიის კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე.

მე-6 დღეს, როცა ხესუსის უფროსი ქალიშვილი რეცხვით იყო დაკავებული, მამის შარვლის ჯიბეში აღმოაჩინა ფარატინა ქაღალდი, ჯერ იფიქრა გადაეგდო, თუმცა გადაიფიქრა და მამას მიუტანა ვინიცობაა დაგჭირდესო. ხესუს მყისვე გაახსენდა, რომ ხელფასის აღების დღეს მას მოუწია ორი დოლარის ‘დახარჯვა’ და დანახარჯით ბილეთი შეიძინა. შუახნის მექსიკელმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, ვინძლო ღმერთმა გადმოგვხედოს ამ ძნელბედობის ჟამსო. მან მის გვერდით მოთამაშე ფერნანდოს, თავის ვაჟიშვილს დატანებული ციფრების წაკითხვა სთხოვა. 8 წლის მოთამაშე ბიჭი დიდად უკმაყოფილო გახლდათ შეწუხებით, თუმცა როცა მან მოამთავრა ერთობ მომაბეზრებელი საქმიანობის, გაუთავებელი “უაზრო’ ციფრების რიგის ჩაკითხვა აღმოაჩინა, რომ მამა უკვე იატაკზე იწვა გონებადაკარგული. 8 წლის მექსიკელ მართლმადიდებელ ოჯახში გაზრდილ ბავშვს არც კი აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ ციფრების წაკითხვის სანაცვლოდ მან სულ რაღაც 265.000.000 დოლარი გამოიმუშავა[მეოთხედ მილიარდზე მეტი].

“მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუმცა ეს ასეა. მე ამერიკაში 15 წლის წინ გადმოვსახლდი, თავიდან მიწევდა არალეგალურად ყოფნა და ოჯახის სარჩენად კარდაკარ მუშაობა. თუმცა მე ამ წლებში არ დამიკარგავს ჩემი რწმენა და ბოლომდე ვიცავდი ჩემ პრინციპებს. მე ვარ ქრისტიანი და როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა აკეთებდეს, მეც ჩემი თვიური შემოსავლის 10% იმ ადამიანებს ვურიგებ, ვისაც უჭირს, ჩემზე უკეთ ვინ უწყის რა არის გაჭირვება. – განაცხადა ხესუს დევილია უმცროსმა. ვიცი ჩემი ხელფასი სულ რაღაც 3,500 დოლარია მაგრამ ეს ხელს არ მიშლის სხვებ დავეხმარო, გამომიცდია საკუთარ თავზე როგორია როცა იღბალი არ გწყალობ ვერ ახერხებ ფეხზე წამოდგომას, რომ საჭმლის ფული მიანც გამოიმუშავე, ზუსტად ამიტომაც ვუთანაგრძნობ გაჭირვებულებს, შეიძლება მეც მათ რიგებში ვიყო, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მაქ და თვიდან თვემდე ვახერხებდი ოჯახის შენახვას”.

მექსიკელ, ახლა უკვე მულტი მილიონერის თქმით, ის აუცილებლად ამ ფულს გამოიყენებს კეთილი საქემეებისთვის. “მე უკვე შემიძლია ჩემი ოცნება განვახორციელო, მე ბავშვობიდან მამოძრავებდა ეს მიზანი რომ ამეშენებინა უზარმაზარი კორპუსი, ქალაქგარეთ, რომელშიც უსახლკარო გაჭირვებულ ადამიანებს ვაცხოვრებდი. იქვე ახლსო კი რამდნეიმე ქარხანასა და ფერმებს გავხსნიდი, რომელშიც ეს ადამიანები იმუშავებდნენ, დიდება უფალს რომ ეს მიზანი ახლა უკვე ჩემთვის რეალური გეგმად მექცა, რომელსაც მალევე ძალიან მალე განვახორციელებ. მე ვეთანხმები ლაო ძის, რომელიც ამტკიცებდა, რომ “მიეცი ადამიანს თევზი და მას ერთი დღე ექნება საკვები, მაგრამ ასწავლე მას თევზის ჭერა და მას სიცოცხლის ბოლომდე ექნება საკვები”.  საჭიროა გაჭირვებულს მისცე სტაბილური სამუშაო და საცხოვრებელი და არა კომპენსაციები. ეს ცხოვრება ძალიან უსამართლოა, ვაკვირდები სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქადაგებენ გაჭირვებულთა დახმარებასა და თანადგომაზე და საქმე საქმეზე, რომ მიდგება და როცა აქვთ შანსი მართლაც კეთილი საქმე აკეთონ ეკლესიებსა და სხვადასხვა უსარგებლო ნივთების ყიდვას იწყებენ. ეკლესიებს მართლაც, რომ უზარმაზარს აშენებენ, რომლის კელიებში შესაძლებელია უამრავმა უსახლკარო ადამიანმა იცხოვროს, ამის მაგივრად რომ იქ ხალხი დაასახლონ გამოკეტავენ. მე ვარ მორწმუნე, მე მრწამს ღმერთის, წმინდა წიგნის სწავლების. რომელიც ძალიან მკაფიოდ გვეუბნება ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, ჩვენ კიდე გულსა და გონებას მატერიალური კეთილდღეობითა და უაზრო ყოფიერებით ვაკავებთ, რომელიც ბედნიერებას ვერ მოგვანიჭებს. მართლაც სასწაულის მოწმე გავხდი, სრულიად შემთხვევით ნაყიდმა ბილეთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და შემეძლებე ჩემი მიზნის, რომელიც ასე მაწუხებდა ბავშვობიდანვე, განვახორციელო, ამდლობა ამისთვის ღმერთს”.

wed 09

მართლაც, სასწაულებრივ მოიგო ბატონმა ხესუსმა კოლოსალური თანხა და მისი მიზნებით უფრო მეტად კოლოსალური და გენიალურია. იმედია თავის მიზანს განახორციელებს და შეძლებს მაგალითი იყოს მაგალითი იმისა, თუ რა არის ადამიანის დანიშნულება. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ცხვორება უდაბნოა ურწყულიო, ხესუს დევილია უმცროსმა კი შუაგულ უდაბნოში ოაზისების აგება დაიწყო და ჩვენც მოგვიწოდებს დავეხმაროთ, რათა გარს შემოვლით კი არ მოგვიწიოს მისი გადავლა, არამედ პირდაპირ შეგვეძლოს მისი გაკვალვა. ბუნებაში არაფერი იკარგება ეს ფიზიკის კანონია, ხოლო ქართველებს გვაქ ეგეთი ანდაზა “კარგი ქენი ქვაზე დადე გაივლი და რაიცი იქნება ჯეკპოტი მოიგო 265.000.000 დოლარის ოდენობით, აი მაშინ კი თქვენ და თქვენი კაცობა ;) !

იხილეთ ვიდეო:

Back to top button