კულტურაუცნაური

ცხვრის სხეულში ჩასახული სატანა შეიპყრეს, ბრალად კი კაცობრიობის განადგურება ედება (16+)

11665753 788905624562588 2040301881011003550 n

ესესაა უცხოურ ტაბლოიდებში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ცხვარი ადამიანის სახით და უცნაური ხმით. დაღესტნის სოფელ ჩირკას მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ სოფელს ალახის წყევლა დაატყდა თავს. “დიახ, ეს არის ალაჰის ხელი, რომელიც მან ბოლოჯერ გამოგვიწოდა და გვაფრთხილებს, რომ მთელი ჩვენი დღევანდელი ყოფიერება, რაასაც თანამედროვე სამყარო ქვია, არის სიბინძურე და საჭიროა ამ ცოდვის მოშორება” – განაცხადა სოფელ ჩირკას რწმუნებულმა ვარლამ შიხსაიდოვმა.

სატანა – არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა. ყოველ მიზეზთა პირველმიზეზია, ერთიანი აზრია, სიბნელის გული და უფრსკულის დრაკონია. ისვეა პირველშესაქმის სიბრძნის მამა და ცოდვის თესლი. გამომცდელია, ღვთის განჩინებით და საკუთარი ინიციატივით აცდუნებს ადამიანს. ჯოჯოხეთის თავადია. მისი ტახტი შესაქმის უფსკრულს ემყარება. თუ ენციკლოპედიას გადავხედავთ და მასში სატანის განმარტებას მოვძებნით გადააწყდებით ამგვარ განმარტებას.

რამდენად სანდოა ან რამდენად რაციონალურია სოფელ ჩირკას მოსახლეობის მოსაზრება ამ ცოტატი უცნაური სახით დაბადებულ ცხვარზე თქვენთვის მომინდვია, თუმცა საგულისხმო ისაა, რომ სოფლის მოსახლეობას(და უკვე არამხოლოდ მათ) სწამს, რომ თანამედროვე სამყარო მიექანება ქარაფისაკენ(თუ მხატრულად შევხედავთ) ლამისაა თავქვე გადაეშვას და სატანას პირდაპირ ხახაში ჩაუვარდეს. “თანამედროვე სამყარო, მისი ვითომ ჰუმანურობა ესაა სურათი, რომელშიც ეშმაკის თაყვანისმცემლები მიზანმიმართულად ცდილობენ მომაკვდინებელი ცოდვის, აღვირახსნილი ცხოვრების, უღმერთობის ლეგიტიმაციას. ისინი ებრძვიან იმ ჭეშმარიტებას, რომელიც სიყვარულსა და თავისუფლებას გვიქადის. ეს პიროვნებები გვიბიძგებენ მონობისაკენ, მონობისაკენ არა იმ გაგებით, როცა ხელბორკილებით გიჭერენ, არამედ უარესით ისინი ცდილობენ ჩვენ პიროვნებაში არსებული ჭეშმარიტების, ჩვენი გონების დამორჩილებას, რათა მოუმზადონ ლუციფერს სასახლე ამ ქვეყნად რათა იმეფოს. – ესაა მონაკვეთი იმ ინტერვიუდან, რომელიც ტელეგრაფმა ჩაწერა იმამთან, რომელიც რუსეთი ამ მხარის მოსახლეობას სულიერად მოძღვრავს.

მისი თქმით, ალაჰი მთელ მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ჩვენი დედამიწა გაივსო ბოროტებით. ჰომოსექსუალთა პროპაგანდირება, ბუნების ულიმიტო განადგურება, მორწმუნეთა შევიწროება, დიდი ქვეყნების მიერ პატარა ქვეყნების დაპყრობა და ომის წარმოება ეს ყველაფერი არის ბნელი ძალების მეთაურობით წამოწყებული და მიმდინარე საქმეები. იმამის თქმით, აუცილებელია სამყარო გაიწმინდოს ცოდვისაგან და ეს არა ალაჰმა, არამედ ჩვენვე, ადამიანებმა უნდა განვახორციელოთ დაუყოვნებლივ.

რუსი იმამის მტკიცებით – “ყოველი კატასტროფა ესაა ზეციური საგანგაშო სიგნალი, რომელიც გვემუდარება შეცვლისკენ ,ჩვენ კი პირიქით, ქარაფს აღმა მივუყვებით და საგულისმო ისაა, რომ დიდ კლდეებსაც აქვს თავისი მწვერვალი, რომლის იქით არის უფსკრული, სადაც იწყება ჯოჯოხეთი, ვაი თუ მას გადავცდებით… ეს ცხვარი რომელშიც, სატანაა ჩასახლებული არის ნიშანი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ ნიშნის იგნორირებას და შევეცდებით სამყარო უკეთესობისკკენ შევცვალოთ”.

ესაა მონაკვეთები ინტერვიუდან, რომელშიც ბევრი მუქარას, ფანატიზმსა და სიბნელეს დაინახავს, ასეა თუ ისე ამ სოფლის მოსახლეობასა და იმამს სწამს, რომ თანამედროვე სამყარო არის “ბოროტების სავანე”, არგუმენტად კი სტიქიები და ამგვარი ბუნების გადახრები მოჰყავთ.

რაც შეეხება ცხვარს, რომელსაც ბრალად კაცობრიობის განაგდურების, ადამიანთა გარყვნისა და ეშმაკის მსახურება ედება, მოსახლეობის გადაწყვეტილებით კოცონზე დაწვა ემუქრება, ვინაიდან ესაა ერთადერთი გზა ეშმაკის განდევნისა.

უმალ ამ “ვერდიქტს” რუსეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ესაა ვანდალიზმი, რასაც ეს “ბნელი” ხალხი გეგმას და ისინი აპირებენ თავიანთი აქტივისტების თანხლებით წინ დაუდგნენ ამ უგუნურებას და საცოდავი, ისედაც ბუნებისგან დაჩაგრული ცხოველის მუსლიმ რადიკალისტთა კლანჭებიდან დახსნას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო და თქვენვე შეაფასეთ არის თუ არა ამ საცოდავ ცხვარში ლუციფერი, რომელიც კაცობრიობის საბატონოდ მოიწევს ;) .

მსგავსი ამბები

Back to top button