როდესაც ექიმ ჰაროლდ ქარის დისშვილმა ბიძამისის სიკვდილის შემდეგ, ამ უკანასკნელის გარაჟის კარი შეაღო, ვერც კი წარმოიდგენდა თუ იქ მსგავსი რამ დახვდებოდა…
მან გარაჟში აღმოაჩინა 1937 წლის Bugatti Type 57S Atalante რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 17 ერთეულია შექმნილი. ეს ავტომობილი თავდაპირველად ეკუთვნოდა ბრიტანეთის სარბოლო კლუბის წევრს, გრაფ ერლ ჰოუის. გრაფმა მანქანა 1937 წელს შეიძინა და 8 წელი სეირნობდა ამ ხელოვნების ნიმუშით. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანმა შეძლო ამ ავტომობილით ესიამოვნა, სანამ ექიმი ჰაროლდ ქარი შეიძენდა მას 1995 წელს ლორდ რიდლისგან. ექიმმა Bugatti-ით რამდენიმე წელი იარა და 1960 წელს დააყენა ავტოფარეხში, სადაც იგიგ თითქმის ნახევარი საუკუნე იმყოფებოდა. მანქანამ მზის შუქი ჰაროლდის სიკვდილის შემდგომ იხილა.
ქარის დისშვილმა ასევე აღმოაჩინა ძველი Aston Martin და Jaguar E-type. მისი განცხადებით ისინი გაოცებულნი იყვნენ როდესაც მანქანები დაინახეს. “რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვართ, ბიძაჩემმა ნამდვილად ღირებული ნივთი დაგვიტოვა”. ნივთი ეძახეთ და მისი ფასი ექსპერტების შეფასებით 4.35 მილიონ დოლარამდეა. ასევე მათი განცხადებით მანქანა საუკეთესო ფორმაშია, მას მსუბუქი რესტავრაცია ესაჭიროება, რაც არ ნიშნავს ნაწილების შეცვლას. ავტომობილს ძალზედ ცოტა, სულ რაღაც 26 284 მილი აქვს გავლილი, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის. ამ მანქანებიდან მხოლოდ 4 ეგზემპლარია მუზეუმებში განთავსებული, დანარჩენები კერძო კოლექციონერების ხელთაა.
უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ამ სპორტული მოდელის სიჩქარე შეადგენდა 130 მილს საათში, როდესაც უმრავლესობა სხვა მანქანების მხოლოდ 50 მილს ავითარებდა საათში. ეს მანქანა უნიკალურია ასევე იმითაც რომ იგი მთლიანად ხელითაა აწყობილი.
წყარო: http://news.bbc.co.uk