გთავაზობთ მსოფლიოს უნიკალურ და საოცარ მცენარეებს…
Butterwort (Pinguicula) ამ მცენარის ფოთლის ზედა მხარე დაფარულია უამრავი ჯირკვლით, რომელთა ერთი ნაწილი გამოყოფს შაქრის შემცველ ნივთიერებას, რომელიც მწერებს იზიდავს, ხოლო მეორე ნაწილი გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას. მცენარის ფოთოლზე მოხვედრილი მწერი იწყებს მოძრაობას რა დროსაც მცენარის ფოთოლი იხურება (იკეცება) და ფერმენტის მეშვეობით ხდება მცენარის ოგრანიზმის გადამუშავება ცილებად.
Coco de Mer (Lodoicea maldivica) ეს არის მცენარის (სეიშელის პალმა) უდიდესი თესლი მთელს მსოფლიოში. მისი დიამეტრი 50 სანტიმეტრს აღწევს. იგი 8 დან 15 კილოგრამამდე იწონის და იგი 7-10 წლის განმავლობაში მწიფდება.
(Dama de Noche) ასევე ეძახიან ღამის ქალბატონს. ეს არის დეკორატიული მცენარე.მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ მისი ყვავილი ღამით იშლება და დილით იხურება.
Day Lily (Hemerocallis) ამ მცენარის სახელწოდება მოდის ბერძნულიდან Hemero ნიშნავს დღეს და callis ნიშნავს ყვავილს, ანუ დღის ყვავილი. მისი სახელი დაკავშირებულია იმასთან რომ მისი თითოეული ყვავილი ცოცხლობს (ყვავილობს) ერთი დღე. მთლიანი მცენარის ყვავილობის პერიოდი 25 დღეს აღწევს.
Eucalyptus ყველასათვის ნაცნობი ევკალიპტი. თუმცა ბევრმა არ იცის რომ ეს მცენარე მომწამვლელია (ტოქსიკურია) ძუძუმწოვრებისთვის. გამონაკლისია კოალა, რომელიც მას უპრობლემოდ მიირთმევს.
Indian Pipe (Monotropa uniflora) ყველა მცენარეს არ სჭირდება მზე სიცოცხლისთვის, ერთერთი მათგანია ”ინდური მილი”, რომელსიც არ შეიცავს ქლოროფილს, მას ასევე არ გააჩნია ფოთლები. მცენარე მიწას უყურებს და არ ხვდება წვიმის წვეთები, მხოლოდ ყვავილობისას ”წევს თავს” ისიც 90 გრადუსით.
Raffia Palm (Raphia) ამ პალმის ნახვა შეგიძლიათ მადაგასკარზე. მისი სიმაღლე 16 მეტრია და გააჩნიათ მსოფლიოში უდიდესი ფოთლები. აღწერილია შემთხვევა როდესაც ამ სახის პალმას 25 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიგანის ფოთლები ჰქონდა.
Rafflesia ამ მცენარის გავრცელების არეალი ფილიპინები და სუმატრაა. ეს მცენარე გამოირჩევა იმით რომ გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყვავილი, რომლის დიამეტრი 1 მეტრზე მეტსაც კი აღწევს.
Saguaro Cactus (Carnegiea) ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კაქტუსი არაჩვეულებრივ ”ტევადობისაა” რითაც იგი უდაბნოს ბინადრებს დიდად ეხმარება. მას დაახლოებით 8 ტონა წყლის შენახვა შეუძლია რასაც წვიმების სეზონის დროს აგროვებს. თუმცა გასაკვირი არაა ეს ციფრი, რადგან ეს კაკტუსი 13.8 მეტრამდე იზრდება სიმაღლეში ხოლო დიამეტრში 3 მეტრამდე აღწევს.
(Nepenthes Edwardsiana) ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მტაცებელი მცენარე. ამ მცენარეს შეუძლია დაიჭიროს და შეჭამოს არა მარტო მწერები, არამედ ბაყაყი, ხვლიკი და თაგვიც კი. მისით ვაჭრობა აკრძალულია მსოფლიო კონვენციით. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მისი მონახულების შეგიძლიათ ესტუმროთ მას ინდონეზიაში.
(Dionaea muscipula)- ეს მცენარე გამოირჩევა იმით რომ მის ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება გრძელდება 5-10 დღე, შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება.
პ.ს. თუ რაიმე ტექნიკური შეცდომა მომივიდა იმედია მომიტევებთ :)