გართობაუცნაური

Google Earth-ში ნაპოვნი საინტერესო ფოტოები

67b7a3b9c074

1. Davis-Monthan Air Force Base – ეს გახლავთ გადასაგდები თვითმფრინავების სასაფლაო შესანიშნავი სანახავობაა. ამ ბაზაზე 4,000-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავია განთავსებული მათ შორის B-52S და რამოდენიმე სტელს ტექნოლოგიის თვითმფრინავი. აქ ამ თვითმფრინავებს შლიან ნაწილებად და ნარჩენებს კი ანადგურებენ.

eb78b5da7528

2. ერაყის ერთ-ერთ ქალაქში (SADR) 2007 წელს Google Earth-ის სატელიტმა გადაიღო ეს სურათი ამას მართლაც დიდი რეზონანსი მოყვა და ბევრი სხვადასხვა სპეკულაცია იყო ამ საკითხზე. ერთ ძალიან ცნოვილ ბლოგზე ერთმა ადამიანმა დაწერა : ” მეგობარმა მიამბო, რომ თურმე ხანდახან სასაკლაოებიდან ერაყელები სისხლს წყლის კანალებში ტუმბავენ” რამდენად სიმართლეა ან საერთოდ რა არის ეს ტბა მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ოფიციალური კომენტარი ყოფილა ერაყის მთავრობის მხრიდან, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ არხის წყლის რაღაცა შენარევით დაბინძურებასთან.

5b84ecdf1e9b

3. უბრალოდ ჩაძირული გემი

851e55c6e02f

4. სინამდვილეში ეს ადგილი არსებობს ქალაქ ალბერტა-ში, კანადა, და იგი ასე გამოიყურება მხოლოდ ზედ ხედით, ამ ნაგებობას კი ქვია Badlands Guardian.

9aae31c8e588

5. როდესაც Coronado Naval Amphibious Base-ს მშენებლები 1967-ში აშენებდნენ ამ შენობას ალბათ სატელიტებზე ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ქონდათ. მაგრამ 2007 წელს Google Earth-მა პირველად გაახმაურა ამ შენობის ხედები სატელიტიდან, ამის გამო ისინი აპირებენ 600, 000$ დახარჯონ რათა როგორმე შეცვალონ ეს ხედი

17c154850098

6. Oprah Maze – ფოტო, ქალბატონი რამოდენიმეჯერ მსოფლიოს ყველაძე გავლენიან ადამიანადაც კი დასახელდა მისი შოუს გამო, ამერიკელმა ფერმერმა 2004 წელს გადაწყვიტა ასეთი სიურპრიზი გაეკეთებინა მისთვის.

789a31cebc0a

7. ეს ნამდვილი Google Earth მისტერიაა. ასეთი ტიპის უცნაური ტიპის დასაჯდომი ადგილები არსებობს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის რამოდენიმე ავიაბაზაზე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მას motorcycle range უწოდა. მეტი კომენტარი ამის შესახებ სამხედროების მხრიდან არ კეთდება. უბრალო ადამიანები კი მას UFO -ების ბაზირების ადგილს უწოდებენ.

c864333723a3

8. ეს კი ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე უცნაურობას, ეს ლოგო სპეციალურად დაამზადეს ორეგონის შტატის უნივერსიტეტის – ლინუქსის ჯგუფის წევრებმა რათა აღენიშნათ 50,000,000 -იონე გადმოწერა. ლოგო იკავებს დაახლოებით 45,000 კვადრატულ ფუტს.

3ef3e0be8e82

9. რაკეტის ტესტი – ასეთი ფოტოების ნახვა ბევრის შეგილიათ Google Earth-ის მეშვეობით უშუალოდ ეს ფოტო სავარაუდოდ იუტას მთებშია გადაღებული რომელიღაცა სამხედრო წვრთნების დროს

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button