გაგრძელებაში გაეცნობით 15 საოცარ და საინტერესო პრეისტორიულ არსებას.
ამ სპილოს მსგავს უზარმაზარ არსებებს ნიკაპზე ორი დიდი ეშვი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ამ ეშვებით მიწას თხრიდნენ რათა ფესვები და სხვა საკვები მოეპოვებინათ. სიმაღლეში “სულ რაღაც” 3,5-4,5 მეტრი იყვნენ, რაც მათ ყველაზე დიდი ძუძუმწოვრის ტიტულს ანიჭებდათ.
თეროპოდების ოჯახის ამ წარმომადგენელს გრძელი კისერი და უზარმაზარი კლანჭები ჰქონდა. თუმცა, სხვა თეროპოდებისგან განსხვავებით, ძირითადად ბალახეულს მიირთმევდა. არის ვარაუდი, რომ ჰქონდათ სუსტად განვითარებული ფრთებიც.
ჩიტის მსგავს დინოზავრს ფრინველების ევოლუციაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. მათ ჰქონდათ ფრთები, თუმცა ვერ დაფრინავდნენ. კუდზე ოთხი გრძელი ბუმბული ჰქონდათ, რაც მათთვის საჭის მაგივრობას ასრულებდა. ჩინეთში აღმოჩენილი ნამარხები 152-168 მილიონი წლით თარიღდება. ამან დაადასტურა რომ ფრთები მილიონობით წლის განმავლობაში განიცდიდნენ დახვეწას, სანამ მათი საფრენად გამოყენება გახდებოდა შესაძლებელი. ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე პატარა დინოზავრი იყო – სიმაღლეში მხოლოდ 25 სმ.
ეს მეორე ჩიტის მსგავსი დინოზავრი ეპიდექსიპტერიქსების ოჯახს მიეკუთვნებოდა. დღესდღეობით ის ითვლება უძველეს დინოზავრად, რომელმაც ხეზე ცხოვრება შეძლო. უცნაურია, რომ მას კიდურებზე ჰქონდა სამი თითი, ხოლო ერთი თითი უკიდურესად გრძელი იყო – დანარჩენებზე მინიმუმ ორჯერ გრძელი. სავარაუდოდ ამ თითს ჭიების ამოსათხრელად იყენებდა.
ამ ჯიშს ოთხი ფრთა და ბუმბულებიანი კუდი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის დიდხანს ვერ ფრენდა. მხოლოდ ერთი ხიდან მეორე ხეზე შეეძლო გადაფრენა. ის ჩიტებისა და დინოზავრების ერთ-ერთ საერთო წინაპრად ითვლება. მისი ორი სახეობაა აღმოჩენილი.
ლონგისქუამა პატარა, ხვლიკის მსგავსი არსება იყო, რომელსაც ზურგზე გრძელი ბუმბულები ჰქონდა. მისმა შესწავლამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ჩიტები არა თეროპოდებისგან, არამედ ხვლიკის მსგავსი რეპტილიებისგან წარმოიშვნენ. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ზურგზე მათ არ ჰქონდათ ბუმბულები და გათხრებში აღმოჩენილი ნაშთი გვიმრის ფოთლებია. ჯერჯერობით ორივე თეორიას თანაბარი შანსი აქვს.
სიგრძეში 6 მეტრი იყო, აქედან 3 მეტრი კისერზე მოდიოდა. ის ძირითადად თევზებით იკვებებოდა (გრძელი კისერიც ამისთვის სჭირდებოდა), რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მისი ნაშთები ძირითადად ყოფილ ტბებთან აღმოუჩენიათ, ხოლო მის მუცელში თევზების ნაწილები უპოვიათ. სავარაუდოდ ის ტბის ნაპირთან მიდიოდა, თავს ტბაში ჩაყოფდა და მსხვერპლს იჭერდა.
ამ უცნაურ არსებას გრძელი ფრთები ჰქონდა უკანა ფეხებზე, ხოლო პატარა – წინა ფეხებზე. ამის მიუხედავად, ფრენა მასაც არ შეეძლო და მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტომაში იყენებდა მათ.
პტეროზავრების ეს ნათესავი ერთადერთი იყო, რომელსაც ფრთების ბოლოს თითებზე ბრჭყალები არ ჰქონდა. მისი ნაშთები 2003 წელს აღმოაჩინეს. თავზე უზარმაზარი რქისებრი წამონაზარდი ჰქონდათ. ადრე ეჭვობდნენ რომ რქები კანით იყო შეერთებული და საჭის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ მოგვიანებით უარყვეს.
პტეროზავრის ამ სახეობას უცნაურად განლაგებული კბილები ჰქონდა, ისე როგორც ზოგიერთ ვეშაპს აქვს. მათი დახმარებით ისე ამუშავებდა საჭმელს, როგორც ფლამინგო. საკვები რაციონიდან გამომდინარე, ვარაუდობენ რომ კანი ვარდისფერი ჰქონდა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი, რასაც წყალში უცხოვრია. სიგრძეში ზოგჯერ 10 მეტრს აჭარბებდა. თავს კანის სქელი და უხეში ფენა იცავდა. მისი ნადავლი შეიძლებოდა წყლის ნებისმიერი ბინადარი გამხდარიყო.
ზვიგენის წინაპარს გრდემლის მსგავსი ზურგის ფარფლი ჰქონდა, რომელიც მცირე კბილანებით იყო აღჭურვილი. ასევე თავზე ჰქონდა უცნაური წამონაზარდი. ზურგის ფარფლს სავარაუდოდ თავდაცვისთვის იყენებდა.
როცა არქეოლოგებმა მისი ქვედა ყბა აღმოაჩინეს, იფიქრეს რომ ეს ნიჟარა იყო. მხოლოდ დამატებითი გათხრებისას აღმოჩენილმა მთლიანმა თავმა მიახვედრა მათ, რასთან ჰქონდათ საქმე. როდესაც ჰელიკოპრიონის კბილები ცვდებოდნენ, ისინი წინ მიიწევდნენ, მათ ადგილს კი ახლები იკავებდნენ. ჰელიკოპრიონი ზვიგენის წინაპრად მიიჩნევა.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ არსების მხოლოდ კიდურებია აღმოჩენილი. თითოეული 2,4 მეტრია სიგრძეში და 25 სმ-იანი კლანჭებით ბოლოვდება. პროპორციის მიხედვით, ის სიმაღლეში 12 მეტრი უნდა ყოფილიყო. მეცნიერებიხ ნაწილი ვარაუდობს რომ ამ კლანჭებს დიდი ზომის დინზავრების მოსანადირებლად იყენებდა. ზოგიერთის აზრით კი, კლანჭები ბლაგვი იყო და მხოლოდ თავდასაცავად გამოდგებოდა. ერთი პირობა ისიც იფიქრეს, რომ მათ ხეებზე ასაძრომად იყენებდა. სხეულის სხვა ნაწილების არარსებობის გამო კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.
მისი ნაშთები (რამდენიმე მალა) პირველად პალეონტოლოგმა ედვარდ კოუპმა აღმოაჩინა. კვლევებმა დაადგინა რომ ეს სახეობა სიგრძეში 40-60 მეტრი იყო, რითაც ყველა დროის ყველაზე გრძელი არსება გამოდის. შედარებისთვის, ლურჯი ვეშაპი დაახლოებით 30-40 მეტრია.