არქივი

რეკორდები

5041adbde58a

აქ მოცემულია ზოგიერთი გასაოცარი ფაქტი, დღეისათვის არსებული ცხოველების სიდიდის, სიმცირის, სიგამხდრისა და სიმსუქნის შესახებ.


ყველაზე დიდები

  • ცხოველი – ზრდასრული ლირჯი ვეშაპი სიგრძეში სამი ავტობუსისოდენაა და 20 სპილოზე მეტს იწონის

a4638817da8a

  • ხმელეთის ცხოველი – აფრიკული სპილო სიმაღლეში 4 მეტრი იზრდება, ახლად დაბადებული სპილოც კი 1 მეტრის სიმაღლისაა

87a164e545b4

  • ფრინველი – სირაქლემას სიმაღლე 2.5 მეტრს აჭარბებს

5ece5e340a12

  • მწერი – ამერიკული ხოჭო ჰერკულესი ყველაზე დიდი მწერია. ის 19 სანტიმეტრი იზრდება

5777b9acaee2

ყველაზე პატარები

  • ცხოველი – ქალამანა ყველაზე პატარა ცხოველია. მისი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება (სამწუხაროდ მისი სურათი ვერ ვიპოვე)
  • ფრინველი – კოლიბრი ფრინველებს შორის ყველაზე პატარაა. ის ფუტკრისოდენაც კი არ არის.

7607066c521f

  • ძუძუმწოვარი – შავი პიგა პიგმეი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარია. ის, დაახლოებით შენი თითის სიგრძეა

702fdb35f866

სხეულის უდიდესი ნაწილები

  • ფრთები – ყველაზე დიდი ფრთები ალბატროსს აქვს. მისი გაშლილი ფრთების ზომა 3.5 მეტრს აღწევს

7d20c534ad21

  • თვალები – გიგანტური კალმარის თითოეული თვალი ადამიანისხელაა

7d22878dbdf4

  • კისერი – ჟირაფის კისერი 1.8 მეტრს აღწევს. ეს ერთი მაღალი ადამიანის სიმაღლეა

32aa3893362e

  • თავი – კაშალოტს მანქანისოდენა თავი აქვს

78941d39b32b

მკვლელები

  • შხამიანები – მედუზა ფიზალია იმდენად შხამიანია, რომ მის მხოლოდ ერთ დასუსხვასაც შეუძლია ადამიანი ნახევარ საათში მოკლას

a8ed470170ec

  • კბენიები – დიდ თეთრ ზვიგენს ბასრი, ნემსებივით კბილები რამდენიმე რიგად აქვს ჩამწკრივებული

b463352e2a23

ყველაზე სწრაფები

  • მცურავები – აფროსანას სიჩქარე საათში 110 კმ-ს აღწევს (სურათი ვერ ვიპოვე)
  • მფრინავები – დაშვებისას შავთავა შავარდნის სიჩქარე 25 კილომეტრია

9fe5c0385011

  • მორბენლები – ხანდახან ავაზა 105 კმ საათში გარბის. ეს იგივეა, რაც სწრაფი მანქანის სიჩქარე

9cf6ed7d57bd

მგონი მოგეწონათ :( The End ! იქნება მაშინ როცა ბონუსს (?) წაიკითხავთ :D

და ბოლოს: ბონუსი (?)

როგორ მოძრაობს მედუზა?

09b9aebf8e2d 1. მედუზა სხეულს წყლით ივსებს 2. მედუზა წყალს გამოისვრის და ამის შედეგად მოძრაობს

როგორ იგებს ღამურა რომ მასთან ახლოს მსხვერპლია? (შეგახსენებთ, ღამურა ბრმაა)
125ac4642fec

1. ღამურა მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემს 2. ექო ღამურას ატყობინებს, რომ მის წინ მსხვერპლია.

როგორ ხედავენ მწერები?


13b0ffa59d91

მწერი, თავისი მოზაიკური მხედველობის წყალობით, ყვავილს დაახლოებით ისე ხედავს, როგორც ამ სქემაზეა მოცემული

The End !

b8232dd91c85

By Tyiuri :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button