ეს გამოქვაბული მდებარეობს ავსტრიის ქალაქ ჰოლსტატში და უამრავ ტურისტს იზიდავს.
ძვლების სახლში (Beinhaus) 600-ზე მოხატული თავის ქალაა გამოფენილი. ჰოლსტატის ტერიტორიაზე ბევრი პრეისტორიული ნაშთები აქვთ აღმოჩენილი, ამიტომ მას იუნესკო იცავს. გამოქვაბულთან ახლოს ტბა და კათოლიკური ეკლესია მდებარეობს. შუა საუკუნეებში ამ ადგილას დახოცილთა ძვლები შემოჰქონდათ და ინახავდნენ, ხოლო მე-18 საუკუნიდან უკვე თავის ქალების გაფორმებაც დაიწყეს. ძირითადად აწერდნენ სახელს, გარდაცვალების წელს და ახატავდნენ დეკორაციებს: ყვავილებს, ფოთლებს და ზოგჯერ გველებსაც. ყველაზე “ახალი” თავის ქალა 1983 წელს გარდაცვლილ ადგილობრივ მოსახლე ქალს ეკუთვნოდა.