არქივი

სიკვდილის სამეფო

c32a2d51c47d

ადგილები, რომელთა სახელები იწვევს სიკვდილის ასოციაციას :) სრულიადში გაეცნობით 10 ასეთ შემთხვევას :)

ჩონჩხების სანაპირო, ნამიბია
034c38d37596

სანაპირო, რომელიც სავსეა უძველესი და ახალი გემების ნარჩენებით. უმეტესობა დროთა განმავლობაში ქვიშამ დაფარა. ბუშმენები (ადგილობრივი ტომი) ამბობენ, რომ ღმერთმა ეს ადგილი სიბრაზის დროს შექმნა. გარდა ამისა, აქ უხვად ნახავთ ზღვის ცხოველების (მაგალითად ვეშაპის) ძვლებსაც.

Tombstone (საფლავის ქვა), არიზონას შტატი
cb11b3fabf3d

ეს ქალაქი, რომლის დიდი ნაწილი უდაბნოა, სამხრეთ-დასავლეთ ამერიკელებს ველური დასავლეთის დროს აგონებს. გასულ საუკუნეებში ეს ადგილი განსაკუთრებით იყო გამორჩეული კანონდარღვევებითა და კრიმინალური გარჩევებით. დღესდღეობით ქალაქის დიდი ნაწილი სასაფლაოებს უჭირავს და უამრავ ტურისტს იზიდავს. გადმოცემით, აქ მოგზაური ედ შიფელინი ვერცხლის ფილების საძებნელად ჩავიდა და საქმიანობა ერთ-ერთ ხეობაში დაიწყო. ადგილობრივმა ჯარისკაცმა გააფრთხილა, რომ ერთადერთი ფილა, რასაც იპოვიდა, მისი საფლავის ქვა იქნებოდა. როდესაც შიფელინმა თავის მიზანს მიაღწია, ქალაქს საფლავის ქვა დაარქვა.

მკვდარი ზღვა, ისრაელი
e1708d7c08aa

მასში მინერალების ისეთი მაღალი შემცველობაა, რომ ოკეანეებზე 10-ჯერ უფრო მარილიანია. ამის გამო მასში ვერცერთი სულიერი ვერ ცოცხლობს, გარდა ზოგიერთი ბაქტერიისა. მისი მაქსიმალური სიღრმე 378 მეტრია. ყოველდღე მკვდარი ზღვიდან 7 მილიონი ტონა წყალი ორთქლდება. ბიბლიური მონაცემებისა და არქეოლოგების ვარაუდების მიხედვით, მკვდარ ზღვასთან ახლოს მდებარეობს შემუსრული ქალაქები სოდომი და გომორი.

სიკვდილის ხეობა, ნევადა/კალიფორნია
c349efc802e7

უდაბნოში მდებარე ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, მშრალი და არასტუმართმოყვარე ადგილია. 13400 კვ. კმ-ის მანძილზე მხოლოდ ქვიშის მთებს, კანიონებსა და ორმოებს შეხვდებით. აქაა ჩრდ. ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი – 86 მეტრი ზღვის დონეზე დაბლა. ტემპერატურა 35-45 გრადუსია, დაფიქსირებულია 57 გრადუსამდეც.

სიკვდილის კუნძული, აღ. კანადა
006a4f68e9c1

მე-18 საუკუნის დასაწყისში ამ ადგილს ფრანგი მისიონერი ესტუმრა და წასვლის წინ აბორიგენებს უთხრა, რომ კუნძულზე განძი დამარხა. კუნძულზე ორი ტომი ცხოვრობდა და განძის ძებნაში ერთმანეთი ამოხოცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ჩასულ ფრანგებს მხოლოდ ჩონჩხებიღა დახვდათ და ეს სახელი ამიტომაც უწოდეს.

Galgbacken (სახრჩობელას გორაკი), სტოკჰოლმი
80dd7d9764f7

cde9a8a74420

ეს ადგილი ყველაზე მასშტაბური იყო საეგზეკუციო ადგილებს შორის შვედეთის დედაქალაქში. უკანასკნელად აქ სიკვდილით დასაჯეს 1862 წელს. ძირითადი მეთოდი ჩამოხრჩობა იყო, მაგრამ თავის მოკვეთასაც იყენებდნენ ხოლმე. აქ სიცოცხლის ბოლო წუთებს ატარებდნენ მკვლელები, სექსუალური მანიაკები, ყაჩაღები და ფალსიფიკატორები.

ჯოჯოხეთის სამზარეულო, ნიუ-იორკი, მანჰეტენი
09a60aa7171e

ეს ადგილი ცნობილი იყო კრიმინალით, სექსუალური გარყვნილებითა და ძალადობით. თავიდან აქ ძირითადად ირლანდიელები და გერმანელები ცხოვრობდნენ, რომლებიც ნავსადგურსა და ქარხნებში მუშაობდნენ. სამოქალაქო ომის შემდეგ კი უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანის თავშესაფარი გახდა. მე-20 საუკუნის შუა წლებში კი მაფიოზების თავშეყრისა და გარჩევების ადგილად იქცა, შესაბამისად იმატა ძალადობამ და მკვლელობამ. “მშრალი კანონის” დროსაც კი (1920-1933) აქ თავისუფლად იყიდებოდა ალკოჰოლური სასმელები.

სიკვდილის ზონა
a63e8da9a6e8

ეს არაა კონკრეტული ადგილი. “სიკვდილის ზონას” ზოგადად უწოდებენ 8 კმ (და მეტი) სიმაღლის ადგილებს. სიკვდილის ზონა ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიმალაებსა და ყარაყორუმში. ამ ადგილებში ჟანგბადი ისეთი იშვიათობაა, რომ ვერცერთი სულიერი ვერ ცოცხლობს. სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ადამიანი კარგავს გონებას, ბოდავს, აქვს ჰალუცინაციები, ბოლოს კი კვდება.

გოლგოთა, იერუსალიმი
d91f96e712eb

გოლგოთა (თავის ქალების ადგილი) იყო ბორცვი იერუსალიმში, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. ბიბლიის მიხედვით, აქ აცვეს ჯვარს იესო ქრისტე. ერთი ვერსიით, ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ აქ უამრავი ძვლები და თავის ქალები იყო, მეორე ვერსიით კი ის მოტიტვლებული, ხრიოკი ადგილი იყო და თავის ქალის ასოციაციას იწვევდა. ისრაელში გასამართლებულებს ყოველთვის გოლგოთაზე სჯიდნენ და ეს რიტუალადაც კი იყო ქცეული. მის ადგილმდებარეობაზე ჯერ კიდევ მიდის კამათი, მაგრამ უმეტესობის აზრით, გოლგოთა დღევანდელი აღდგომის ტაძრის ადგილას იყო, რომელიც იმპერატორმა კონტანტინემ ააშენა.

ეშმაკის კუნძული, ფრანგული გვიანა
8cacd12b0c57

ეშმაკის კუნძული სიკვდილმისჯილთა ცნობილი კოლონია იყო 1884 – 1952 წლებში. პირობები გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ნებისმიერ დღევანდელ ციხეში. პატიმრების ტანსაცმელს მხოლოდ ჩალის ქუდი, ფეხსაცმელი და ტრუსი შეადგენდა. ისინი წელამდე წყალში მანამ მუშაობდნენ, სანამ თაკარა მზე კანს არ გამოუშრობდა. ხშირად ავადდებოდნენ მალარიით. თუკი სამუშაოს არ შეასრულებდნენ, მთელი დღის საკვებად მხოლოდ პურის პატარა გამხმარი ნაჭერი ექნებოდათ. კოლონიამ 80 000 კაცი შეიწირა, აქედან 4 000-ზე მეტი – პირველი 3 წლის განმავლობაში. ხშირად სიკვდილით დასჯამდე პატიმრებს ან მალარია კლავდათ, ან შიმშილი, წყურვილი, გამოფიტვა, დიზენტერია და ა.შ. რამდენიმემ გაქცევა მოახერხა და მხოლოდ ერთეულები გადავიდნენ სხვა ქვეყანაში. დანარჩენები კი ან ჯუნგლებში შეჭამეს ცხოველებმა, ან მწერის ნაკბენმა შეიწირა, ან დაიჭირეს და უკან დააბრუნეს, სადაც დაუმორჩილებლობის გამო ცხოველზე უარეს პირობებში ამუშავებდნენ.

მსგავსი ამბები

Back to top button