Top 10 მომწამვლავი საკვები პროდუქტები (ნაწ.2)
ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საკვებს მივირთმევთ. ვცდილობთ საკვებად არ გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ვიცით, რომ ჩვენს ჯანმრთელობას რაიმე მხრივ ავნებს, მაგრამ ეს სიფრთხილე როგორც წესი ხილსა და ბოსტნეულზე არ ვრცელდება,რადგან დარწმუნებულნი ვართ მათი მიღება კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს, თუმცა … მოკლედ გავეცნოთ იმ 10 მომწამლავ საკვებ პროდუქტს, რომლების ასე ძალიან გვიყვარს ან უყვართ.
6. წიწაკა ჩილი.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებათ გასინჯული ჩილი. არა აქვს მნიშვნელობა ძალიან მწარე იყო ის თუ ნაკლებად. თითოეული მთგანი შეიცავს ქიმიურ ნივთიერება კაპსატინს. სწორედ ეს განაპირობებს წიწაკის სიცხარეს. რათქმაუნდა ერთი ცალის შეჭმა არაფერსდაგიშავებთ, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სიკვდილს. კაპსატინი ქიმიურად იმდენად ძლიერი ნივთიერებაა, რომ მას საღებავის მოსაშორებელი ხსნარების დასამზდებლად იყენებენ.
საინტერესო ფაქტი: წიწაკა ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს.
7. აკაჟუ.
აკაჟუს ხე თუთუბოსებრთა ოჯახიდანაა. მისი ნაყოფი თხილისებრია და ბუნებრივად ტროპიკულ ამერიკაში გვხვდება. აკაჟუს შეძენის დროს აუცილებელია გადაამოწმოთ დამუშავებულია ნაყოფი, თუ – არა, რადგან ნედლი სახით იგი შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც მომწამლავია ადამიანის ორგანიზმისთვის. მსუბუქი მოწამვლა უბრალოდ გვერდით მოვლენებს იქვევს, მძიმე კი – სიკვდილს.
8. ნუში.
ნუში, რომელიც გემოთი თხილს მოგაგონებთ და საკმაოდ გემრიელია, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. აკაჟუს მსგავსად, ისიც შეიცავს მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას. ეს ეხება მხოლოდ მწარე ნუშს. მისით მოწამვლის დროს აუცილებელია მკურნალობა და ორგანიზმის განწმენდა, რათა გათავისუფლდეთ შხამისაგან. ნუშის ეს ჯიში რამოდენიმე ქვეყანაში აკრძალეს, რათა არ მომხდარიყო მისი კიდევ უფრო მეტად გავრცელება.
საინტერესო ფაქტი: ნუში არის ერთ-ერთი იმ ხილთაგანი, რომელიც ადრეულ პერიოდშივე გამოიყენეს საკვებად და ასევე ნახსენებია ძველ აღთქმაში.
9. ვაშლი.
სადაც არ უნდა წახვიდეთ ეს ხილი თვალში ყველგან მოგხვდებათ. ისევე როგორც წინა პოსტში ნახსენები რამოდენიმე ხილი, ვაშლიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერება ციანიდს, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ციანიდს არა რბილობი, არამედ მისი კურკები შეიცავს. მათი ჭამა რათქმაუნდ არ მოგკლავთ, მაგრამ გამოგივლინდებათ გვერდითი მოვლენები.
10. პომიდორი.
მიუხედავად მსოფლიოში უკიდურესი პოპულაროობისა, პომიდორი მომწამლავია. თვითონ ნაყოფი არა, მაგრამ მისი ფოთლები შეიცავს ქიმიურ მომწამლავ ნივთიერება glycoalkaloid – ს (ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ ითარგმნება). დადგენილია, რომ ამ ნივთიერებას უმეტესად გარეული ჯიშის პომიდვრები შეიცავენ, მაგრამ არანაკლები რაოდენობითაა შინაურ პომიდვრებშიც. ორგანიზმში მოხვედრილი glycoalkaloid – ი არღვევს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და იწვევს ნერვიულ აშლილობას. ამ ბოსტნეულის ფოთლები შეიძლება გამოყენებული იქნას საჭმლის მომზადების დროს, დავუშვათ სხვადასხვა სოუსის არომატისთვის, მაგრამ სუფრასთან მიტანამდე აუცილებელია მისი კერძიდან ამოღება.
საინტერესო ფაქტი: 1893 წელს, აშშ-ში, კერძოდ ტეხასის შტატში, უზენაეს სასამართლოში განიხილეს საქმე იმის თაობაზე პომიდორი ბოსტნეული იყო თუ ხილი. სარჩელი შეიტანა ადამიანმა, რომელსაც სახელმწიფოსგან გადასახადი ეკისრებოდა პომიდვრის, როგორც ხილის მოყვანაზე. საბოლოოდ სასამართლომ დააადგინა, რომ პომიდორი ბოსტნეულია და არა ხილი. (და იმ კაცმაც ამოისუნთქა :( )
P.S. არ დაიწყოთ ახლა კომენტარებში ეს ასე არ არის და ის ისეო. ვაშლს ან პომიდორს ყოველდღე ვჭამ და ცოიცხალი ვარო. : P თუ ისინი გარკვეულ მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ჭამა მოგკლავთ. პოსტში ეს ყველაფერი ძალიან კარგადაა ახსნილი, ასე რომ ჯერ კარგად წაიკითხეთ და შემდგომ გადმოაბრქვიეთ ესეოდენ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხის გარშემო.
Natia Bregadze | Create Your Badge