უცნაური

პარანორმალური მოვლენები – შავი ტყის მოჩვენება.

cb165cb39103

მსოფლიოში უამრავი რამ ხდება, რომელსაც მეცნიერები, მედიუმები, სპეციალისტები ახსნას ვერ უძებნიან. მათ ერთგვარ პარანორმალურ მოვლენებს მიაწერენ. დღეს ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ.

1991 წელს, სტივ ლიმ და მისმა ცოლმა ბეტმა კოლორადოს შტატში, ე.წ. შავი ტყის რეგიონში დიდი სახლი აღმოაჩინეს, იქირავეს და საცხოვრებლადაც მალევე გადავიდნენ. საოცნებო სახლში გადასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, უცნაურმა ფაქტებმა იჩინეს თავი. სინათლემ და საყოფაცხოვრებო ტექნიკამ თავის ნებაზე დაიწყეს ჩართვა-გამორთვა, ხშირად ესმოდათ სახურავზე ადამიანის ნაბიჯების ხმა. ღამით წყვილს ორკესტრული მუსიკის ჰანგები აფრთხობდათ, რომელსაც შიგადაშინ ჯაჭვის გამაყრუებელი ჟღარუნის ხმაც ერთვოდა თან. მათი ვაჟიშვილები ამტკიცებდნენ, რომ საწოლ ოთახში ადამიანის ჩრდილებისა და არაბუნებრივი სინათლის სვეტებს ხედავდნენ.

30ea35154a06

რამდენიმე დღეში მთელ ოჯახს საშინელი თვალების წვა დაეწყოთ, რომელიც დროდადრო ახსენებდათ თავს. ოჯახის უფროსმა, სტივ ლიმ გადაწყვიტა, რომ ეს სახლი ოდესღაც რომელიმე გარდაცვლილ მესაკუთრეს ეკუთვნოდა და ახლა მის უკან დაბრუნებას ცდილობდა. მან სახლში ვიდეო სათვალთვალო სისტემა, სიგნალიზაცია და მოძრაობის დეტექტორები დაამონტაჟა.

ამ ადგილზე არაერთი აუხსნელი დანაშაული იყო მომხდარი, ამიტომ ადგილობრივმა შერიფმა გადაწყვიტა ეს შემთხვევა გამოეძია, თუმცა სულიერის კვალს ვერ მიაგნო. სტივ ლიმ კი სურათებსა და ვიდეოებზე სინათლის ზოლებით აჭრელებული გამოსახულებები შენიშნა, ზოგიერთ მათგანზე კი ერთგვარი სახის გამოსახულებაც იკვეთებოდა. სტივმა კვლავ შეიძინა კამერათა ნაირსახეობა და შუქ-ჩრდილების აღბეჭდვა განაგრძო. საბოლოოდ წყვილმა გადაწყვიტა, რომ პარანორმალურ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, რც ყველა იმ უცნაურ შემთხვევას ხსნიდა, რაც მათ სახლში ხდებოდა. წყვილმა დასახმარებლად სატელევიზიო შუუს მიმართეს, რომლებიც მსგავს მოვლენებზე ამზადებდნენ სიუჟეტებს.

გადამღები ჯგუფი დაუყოვნებლივ გაყვა ცოლ-ქმარს. უახლესი აპარატურის საშუალებით მათ ჩაიწერეს ექოსმაგვარი ხმა, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა იდენტიფიცირებული. ივარაუდეს, რომ ეს იყო მამრობითი სქესის მოჩვენების ხმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა. მათ აჩრდილისებური გამოსახულებაც დააფიქსირეს და დასკვნაც გამოიტანეს, სახლში პარანორმალური აქტივობის მაღალი დონე იყო.

dbbe8033931c

გადამღები ჯგუფის სახლში ყოფნის ერთ საღამოს, მათი აპარატურა უეცრდ დიდ მანძილზე მოისროლეს და ყველაფერი დაიმსხვრა. რათქმაუნდა გამომწვევი ხილული მიზეზი არ ჩანდა. ამ მომენტში, ოჯახის დიასახლისი და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მაიკლი სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ. უცებ ბეტმა იგრძნო, რომ ვიღაც მის ძირს დაგდებას ცდილობდა, იატაკზე დაეცა და კრუნჩხვები დაეწყო. მოჩვენება მისი სხეულის დაპატრონებას ცდილობდა.

პარანორმალურ მოვლენებზე მომუშავე ჯგუფი რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაბრუნდა ლიების სახლში. თან მედიუმი პიტერ ჯეიმსიც მოიყვანეს. მისვლისთანავე მედიუმმა თქვა, რომ ძლიერი ფსიქლოგიური ენერგიის მორევი შეიგრძნო, საბოლოოდ კი, მეორე სართულზე ერთგვარი კარიბჭე აღმოაჩინა, რომელიც “სხვა მხარეს” გადიოდა. საერთოდ სარკე ხშირად ირეკლავს მოჩვენებებსა და მოცურავე სახეებს. ჯეიმსი დარწმუნებული იყო, რომ ესენი იყვნენ სულეი, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ეძებდნენ. მას ხელთ უამრავი სურათი ქონდა, სადაც სარკეში დალანდულ მოჩვენებებსა და სულებს დაინახავდით.

24d30ab24fb8

ადგილს, სადაც ეს სახლი იდგა “ცისარტყელას მორევი” უწოდეს. ასევე იგი განიხილეს, როგორც ერთ-ერთი ადგილი დედამიწაზე, რომელიც ჩვენს სამყაროს სხვასთან აკავშირებს. ქვეყნის საუკეთესო მეცნიერები, ელექტრომაგნიტის სპეციალისტები, კვანტური ფიზიკოსები და პარანორმალური შემთხვევების საუკეთესო მკვლევარები იყვნენ ლიების სახლში. ყველა აღიარებდა, რომ ეს განსაკუთრებულად აქტიური ადგილი იყო. ზოგიერთ მათგანს კი სჯეროდათ, რომ ენერგია სახლის ქვემოდან მოდიოდა და სწორედ ის იყო პასუხისმგებელი სახლში მომხდარ ყველა აუხსნელ მოვლენაზე.

ამ ყველაფრიდან 1 წლის შემდეგ, რობერტ ლის ოჯახი საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადავიდა. მათ უარი თქვეს ყველანაირ გამოძიებაზე, მედიუმებსა და მეცნიერების დახმარებაზე. მიზეზი კი გახლდათ ის, რომ წყვილს მშვიდად ცხოვრება და აწ უკვე წარსულში დარჩენილი საშინელი დღეების დავიწყება სურდათ.

dbfb654ad0f2

მსგავსი ამბები

Back to top button