არქივი

ქვათახევით მონასტერი

Image Hosted by ImageShack.us

ბაგრატ V-ის მეფობის ჟამს თემურლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს. შვიდჯერვე ნაცარტუტად აქცია იგი, ერთერთი ლაშქრობისას ხელთ იგდო მეფე ბაგრატი და უბრძანა გამაჰმადიანება.

კარგა ხანს ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და სანაცვლოდ თემურისაგან ქართლში პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვა მიიღო.

სამშობლოში მიმავალ მეფეს ცბიერმა თემურმა მხლებლად 12 ათასიანი სპა გამოაყოლა; ქვეყნის გასამაჰმადიანებლად. ამ აზრს კი როდი ეთანხმებოდა ბაგრატი. როგორც კი მოუახლოვდა ხუნანს, მოუწოდა თავის ძეს გიორგის და ღვთის ძალით დაუნდობლად ამოწყვიტეს უცხო მხედრობა.

განრისხდა თემურლენგი. თავისი ურიცხვი ლაშქარი კვლავ საქართველოსკენ გამოაჭენა. გზადაგზა წვავდა და აოხრებდა ყოველივეს. ასე ჩააღწიეს ქვათახევის მშვენიერ მონასტრამდე. სადაც ბოროტებით აღგზნებულებს სიმშვიდით მოსილი მონაზონნი, მორწმუნე დედანი და მამანი დაუხვდნენ.

დაუნდობლად შელეწა მომხვდურმა მონასტრის კარი, გაძარცვეს იგი და ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას. ცეცხლი ხატებსა და შიგ გამომწყვდეულ ადამიანებს მოედო. მონაზვნებმა იწყეს სამარადისო გალობა. ეს ამბავი 1386 წელს მოხდა.

ცეცხლით დამდნარი სხეულების ჩამონაღვენთი დღესაც ყვითლად აჩნია ქვათახევის ეკლესიას.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button