გართობა

საქართველოს უზენაესი სასამართლო!

ea03faea5229

საქართველოში სასამართლომ დიდი ცვლილებები განიცადა. გატარდა ბევრი რეფორმა და დღეს-დღეობით სახეზე გვაქვს კარგად განვითარებული სასამართლო სისტება, ყოველგვარად აღჭურვილი შენობები მაღალკვალიფიცური კადრებით.

თავიდან რომ დავიწყო გეტყვით, რომ სასამართლო რეფორმების გატარება ძირითადად 2005 წლიდან დაიწყო.

როგორც ვიცით სასამართლო სისტემა სამ ნაწილად იყოფა.
1. რაიონული სასამართლო.
2. სააპელაციო სასამართლო.
3. სააკასაციო (უზენაესი) სასამართლო.

რაიუნული სასამართლოს უპირატესობა ისაა, რომ აქ ხდება მოსამართლეთა სპეციალიზაცია, რც ხელს უწყობს საქმეთა მაღალკვალიფიცურად განხილვასა და გადაწყვეტას.
სააპელაციო სასამართლო საქართველოში ორია: თბილისსა

f5ac4294d1c2

და ქუთაისში.

526602f446ba

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს. იგი 2005 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა, როგორც სააკასაციო ინსტანციის სასამართლო. აქ საჩივართა შეტანა შეზღუდულია. უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ისეთი კატეგორიის საქმეებს, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისთვისა და სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

2006 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას, რაც საქართველოს ყველა ინსტაციის მოსამართლეთა რეგულარულ შეხვედრებს გულისხმობს. ამ შეხვედრების მიზანია სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და ანალიზი.

აღნიშნული სახის ინიციატივები და ახალი სასამართლო სისტემის მოდელი დიდ გავლენას ახდენს სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ განსახილველმა საქმეებმა სწრაფი და ხარისხიანი მუშაობის შედეგად საგრძნობლად იკლო.

ყველაფერ ზემოთ თქმულთან ერთად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნიტ დაგეგმილია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპის შემოღება. ეს პრინციპი მოსამართლეთა სტაბილურობის, ხელშეუვალობისა და დამოუკიდებლობის უმთავრესი კონსტიტუციური გარანტი იქნება.

თვითონ საქართველოს უზენაესი შენობა მთაწმინდაზე გახლავთ. მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ის შიგნიდან. :) მე პირადად ნამყოფი ვარ და მართლა ძალიან მომეწონა.

1aadf61f40fd

(შესასვლელი)

bb0531290d2f

(შიდა ხედი, დარბაზი)

bc088d91f424

(საკონფერენციო დარბაზი)

366b1b15eab5

989fa9f3ea5e

(გადასაადგილებელი კიბე) :lol2:

60f18db6877d

56e1886c5df0

(ერთ-ერთი სასამართლო დარბაზი)

984059bb9f6a

5e5f4cb1cd9c

7ced47273a57

(ესეც სასმართლო დარბაზია და პირდაპირ რომ მოსამართლის სკამები მოსჩანს ყველაზე ვიჯექი სათითაოდ, არცერთი არ გამომიტოვებია. თან მარტო აქ კიარა, საერთოდ ყველა დარბაზში. :D ეგ კიარა საკნებშიც ჩაგვკეტეს. :D :D )

7b0386bdb949

იმედია ძალიან გრძელი არ გამომივიდა და ძალიანაც არ გადაგტვირთეთ იურიდული ტერმინებით, მაგრამ მინდოდა ყველას ასე თუ ისე დაწვრილებით გვქონოდა წარმოდგენა ქართულ სასამართლო სისტემაზე და კერძოდ, უზენაეს სასამართლოზე. :yes:

P.S. პოსტი მომზადებულია პირადად ჩემს მიერ ყოველგვარი კოპირების გარეშე. მადლობთ. :)

მსგავსი ამბები

Back to top button