არქივი

ანგელოზი

3cc91ea6d853
ვინ არიან ანგელოზები? ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებს კაცობრიობას..

ქრისტიანულ და ისლამურ მითოლოგიაში,ანგელოზები-ბოროტი და კეთილი არსებები არიან,ისინი ითვლებიან შუამავლებად ღმერთსა და ადამიანებს შორის.

სიტყვა ანგელოზი მოდის ბერძნული სიტყვისგან “angelos”და ლათინურად “angelus”.ეს სიტყვები თარგმნილია უძველესი სიტყვისგან, “mal’akh” თავდაპირველად ნიშნავდა უზენესის ბნელ მხარეს,ხოლო მოგვიანებით იქცა სინონიმად სიტყვისა მაუწყებელი.

ანგელოლოგია,ანუ ანგელოზთა შემსწავლელი მეცნიერება წარმოიშვა ჯერ კიდევ ძველ სპარსეთში და შემდეგ გადაინაცვლა იუდაიზმსა და ქრისტიანობაშიც.
აღმოსავლურ მითოლოგიაში არ შეიძლება რაიმე ეკვივალენტი მოვუძებნოდ ანგელოზს,მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ სხვადასხვა მითოლოგიაში.მაგალითად,”ავატარები”(უფლის რეინკარნაცია ინდუიზმის მითოლოგიაში) ბოდჰისტავები( ასე ვთქვათ “ამბების გადამტანი”არსება) და მრწყინვალე არსება ბუდიზმში,რომელიც დევის სახელითაა ცნობილი.
სხვადასხვა ხალხების მითოლოგიშიც არსებობდენენ ანგელოზები,უფრო სწორედ არსებები,რომელთა “საქმიანობაც ემთხვევა” ჩვენ მიერ ნახსენებ ანგელოზთა საქმიოანობას.(მაგალითად ისინი იყვნენ შუამავლები ადამიანებსა და ღმერთებს შორის,რომელიმე ადამიანის დაცვა ან თუნდაც შენობის,და რჩევების მიცემა რთულ სიტუაციაში).

ბიბლია ასე თუ ისე,გვაძლევს ანგელოზთა დახასიათებას.ისინი შექმნილნი არიან ღვთის მიერ,რათა იშუამავლონ ადამიანთა და უზენაესის შორის.და შეასრულონ ღვთის ბრძანებები.
მხოლოდ ანგელოზები ეხმარებიან ადამიანებს რთულ მდგომარეობაში.არვიცი ეს რამდენად მართალია,მაგრამ ლეგენდის თანახმად ანგელოზები ცხოვრებდნენ დედამიწელ ქალებთან და აქედან წამოვიდა რასა “დაცემულ ხალხთა”,რომელიც წარღვნის შემდეგ გადაშენდა.ხოლო რაც შეეხება ქრისტიანულ-ებრაულ მითოლოგიას,ინფორმაცია ანგელოზთა იერერქიისა და მათი ფუნქციების შესახებ,შემდგომში გავრცელდა.(მაგ. ენოხის წიგნი)

ახალი აღთქმა გვიამბობს ანგელოზ ლუციფერზე,(სატანა),რომელმაც გაბედა და გამოიწვია უზენაესი უფალი,ამის შემდეგ ის ჩამოგდებულ იქნა ციდან.მას გამოყვა ნაწილი ანგელოზებისა,რომელნიც ჯოჯოხეთის დემონებად იქცნენ.კათოლოკიეებს სჯერათ,რომ ადამიანი როცა იბადება მას უჩნდება თავისი მცველი ანგელოზი,რომელიც მას მთელი სოცოცხლის განმავლობაში იცავს,ამ რწმენამ საუკუნეებს გაუძლო,ანგელოზებს ლოცვებს და
საგალობლებს უძღვნიან.მაგრამ უნდა ითქვას,რომ დროთა განმავლობაში ანგელოზებმა “პოზიციები დათმეს”.საგალობლები მისტიურმა ამბებმა და რომანებმა ჩაანაცვლეს.ამაში დიდ როლს თამასობს ის ფაქტი,რომ ცხოვრებაში რელიგიამ ნელ- ნელა ადგილი ინტელექტს და მეცნიერებას დაუთმო,არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,მაგრამ ადამიანები ცდილობდნენ ადრე წმინდა მოვლენებს მეცნიერულ ახსნას უძებნიან.ამ ყველაფერთან ერთად გამოჩნდნენ ადამიანები,რომლებიც “სასწაულებს სჩადიოდნენ”.მაგალითად ემანუელ სვედენბორგი.მასზე ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ადრე აქტუალური ანგელოზთა ნახვის თემა,მაგრამ თანამედროვეობაშიაც მოიძებნება მსგავსი შემთხვევები.ხანდახან ანგელოზები მოჩვენებების სახით გვეცხადებაიან,რომელიც თეთრ,თვალისმომჭრელ ფერს გამოსცემს.არის მოსაზრება,რომ ანგელოზი შეიძლება იყოს გარდაცვლილი ოჯახის წევვრი,რომელიც გვიცავს,საფრთხეს გვატყობინებს და გვიცავს რთულ სიტუაციაში.
მეცნიერები,რომელნიც არიან დაკავებულნი ფილოსოფიით,მითოლოგიით,პსიქოლოგიით და პარაფსიქოლოგიით,ამბობენ,რომ ანგელოზების შესახებ ადამიანს რწმენა ჩამოუყალიბდა განცდილი დიდი ტკივილის შემდეგ,ასე ფიქრობენ მეცნიერები,რამდენად მართალია ეს არ ვიცით,მაგრამ ალბათ სრულ სიმართლეს ვერც გავიგებთ,რადგან არსებობს რაღაც,რასაც ვერასოდეს გავიგებთ…..

ახლა კი დაპირებული მცირე ინფორმაცია ემანუელ სვიდენბორგზე.

ემანუელ სვედენბორგი (1688-1772) შვედი სწავლული. წარჩინებული მღვდლის შვილი.იყო გეოლოგი.მწერალი,მათემატიკოსი,ფილოსოფოსი.დაარსია პირველი სამეცნიერო ჟურნალი შვედეთში.მას ასევე აინტერესებდა მისტიკაც.მას სურდა დაედგინა მდებარეობა ადამიანის სულისა,და დაემტკიცებინა მისი უკვდავებისა.შეიმუშავა თანამედროვე თეორია ატომური სტრუქტურის მატერიისა.გახლდათ ასევე მისტიკოსი და მედიუმი.

იმედია მოგეწონათ.

მსგავსი ამბები

Back to top button