მცირეოდენი პაუზის შემდეგ გთავაზობთ საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის პროპაგანდისტული პლაკატების მეორე ნაწილს
1942 წელი, 1942 წლის ზამთრის კამპანია და მეორე მსოფლიო ომის მეორე პერიოდი ამ ომის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, როგორც გარდატეხის მომენტი. საბჭოთა კავშირისთვის ეს იყო არამარტო ომის, არამედ სწრაფი შიდა ეკონომიკური ცვლილებების დასრულებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგზე გადაყვანის პროცესის დასასრული. 1941-42 წლის ზამთრის კამპანია იყო გერმანიის კრახი ამ ომში, რადგან ჩაიშალა “ბარბაროსას” ჰიტლერისეული გეგმა რაც ელვისებული ომს, ანუ საბჭოთა კავშირის დაპყრობას ზამთრის კამპანიის დაწყებამდე ისახავდა მიზნად. ზამთრის კამპანია ამისთვის მოუმზადებელი გერმანიის არმიისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა, სწორედ ამან განაპირობა ჯერ მათი შეჩერება და შემდგომ უკანდახევა. 1942 წლის იანვარ-აპრილში მათ 350-400 კილომეტრით დაიხიეს უკან.
არსებული სიტუაციის ფონზე ოპტიმიზმი იმ პერიოდის პროპაგანდისტულ პლაკატებზეც აისახა. მათი ძირითადი განსხვავება წინა წლის პლაკატებისგან ზამთრისა და ჰიტლერის გეგმის მარცხის თემაში, მოსახლეობისთვის ომის ზურგის გამაგრების მოწოდებაში და გერმანიის უკანდახევისადმი ირონიულ მიდგომაში აისახებოდა.
Velociraptor ™
Flash Player Codes by mailboxdrive.com