Sydney Opera House . . .
ალბათ დამეთანხმებით რომ იგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა . . .
სიდნეის ოპერის სახლი (Sydney Opera House) მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნაგებობაა. სახურავის განსაკუთრებულობა აძლევს საშუალებას, იყოს ყველასგან გამორჩეული და არ გავდეს სხვა შენობებს. იგი ავსტრალიის ერთერთი დიდი ქალაქის, სიდნეის მთავარი სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში. შეუძლებელია, გაგახსენდეს სიდნეი და არ გაგახსენდეს მისი ოპერის თეატრი.
1958 წლამდე, სანამ ოპერის თეატრის მშენებლობას დაიწყებდნენ, მის ადგილას ტრამვაის დეპო იყო განთავსებული. Sydney Opera House-ის მთავარი არქიტექტორი იყო იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი დანიელი არქიტექტორი Jorn Utzon.
Jorn Utzon.
მშენებლობის პროცესი
მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ Sydney Opera House ის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა და დაჯდებოდა 7 მილიონი დოლარი, მაგრამ მისი მშენებლობა 14 წელი მიმდინარეობდა და დაჯდა ასევე გაუთვალისწინებლად დიდი თანხა, 102 მილიონი დოლარი… აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულებამდე რამოდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1966 წელს Jorn Utzon-მა საერთო ენა ვეღარ გამონახა პროექტის დამფინანსებლებთან და პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვა, რომელიც ადგილობრივმა არქიტექტორებმა გააგრძელეს. თუმცა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად რომ მან პროექტი დასრულებამდე 7 წლით ადრე დატოვა, Sydney Opera House-ის დაპროექტებისთვის მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და მრავალი პრემიის ლაურეატია. ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ იგი ისე გარდაიცვალა 2008 წლის 29 ნოემბერს, რომ აღარ ჩასულა ავსტრალიაში და არასოდეს უნახავს დასრულებული საოპერო თეატრი საკუთარი თვალით.
Sydney Opera House 2.2 ჰექტარ ფართობს იკავებს.იგი 1973 წლის 20 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ.
ეხლა კი,უბრალოდ დატკბით ამ საოცარი სურათებით ;)
Harbour Bridge – ჩემი აზრით მსოფლიო ხიდთაგან ერთერთი ყველაზე ლამაზი (ისე ამაზეც გამოაცხობდა კაცი საინტერესო პოსტს :D )
P.S. ღამით ბევრად ლამაზია, ამიტომ ძირითადად ღამის ფოტოები დავდე :lol2: