კულტურაუცნაური

მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის გოგონა უვნებლად გადარჩა

b3ead678c33d

31 მარტს თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 4 წლის გოგონა გადმოვარდა

მე-4 სართულზე ვარდნის სიჩქარე სარეცხის თოკებმა შეაკავა, მერე კი გოგონა მიწაზე მთელი ძალით დავარდა…

ნინი კვიციანს მარჯვენა მაჯის მოტეხილობისა და მსუბუქი ტვინის შერყევის გარდა, არაფერი დაშავებია. კვიციანების ოჯახს დღემდე ვერ გაუცნობიერებია მომხდარი. “დიდება უფალს და ჩემი შვილის მფარველ ანგელოზს! გონზე ჯერაც ვერ მოვსულვარ, არ მჯერა, რაც მოხდა”, – ამბობს ნინი კვიციანის დედა, დალი ჭოჭუა:

– სამზარეულოში ვიყავი, ნინი კი ოთახში ტელევიზორს უყურებდა, რამდენჯერმე მოვიკითხე, მანაც მიპასუხა, დედა, აქ ვარო. როდესაც კიდევ ერთხელ გავძახე, არ გამომეხმაურა, მაშინვე ძებნა დავუწყე, სჩვევია ხოლმე დამალვა, მაგრამ ბავშვი არსად იყო.

საძინებელი ოთახისკენ რომ გავედი და აივნის კარი ღია დამხვდა, ფეხებში ძალა გამომეცალა, ბავშვი არც აივანზე დამხვდა და განწირულმა გადავიხედე დაბლა, საშინელი სანახაობის მოლოდინში, მაგრამ ნინი არც დაბლა იყო. გარეთ გავედი და შველას ვითხოვდი, სწორედ ამ დროს კიბეზე მეზობელი შემხვდა, რომელსაც აქვითინებული ბავშვი მოჰყავდა.

წყარო: ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

მსგავსი ამბები

Back to top button