ქართული ცენზურის შესახებ
ამ პოსტში შევეცდები განვიხილო ზოგიერთ პოპულარულ ქართულ ვებ-საიტზე გატარებული ზომები უცენზურობის (და არამხოლოდ უცენზურობის) წინააღმდეგ. ჰო მართლა, +16 მაინც :)
უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით რომ ამ პოსტის მიზანი სულაც არაა რომელიმე საიტის დაცინვა ან მასხრად აგდება, მე პირადად ამ საიტების მომხმარებელი ვარ და დიდად ვცემ პატივს მათ მოღვაწეობას. ასე რომ მათ ძვირფას გულშემატკივრებს ვთხოვ თავი შეიკავონ აღშფოთებისგან და მიიღონ ყოველივე ეს უბრალო და უწყინარ ხუმრობად. აგრეთვე წინასწარ ბოდიშს ვიხდი იმ უცენზურო ტექსტებსა თუ სიტყვებზე რომლის გამომზეურებაც აქ მომიწევს
მოკლედ, დავიწყოთ. სიტუაცია 1: “სგ” და მისი მეგობრები.
გასართობ პორტალებზე ნებისმიერი კარგი სიახლე ისეთივე მისასალმებელია მისი მომხმარებლებისთვის როგორც ჩვენთან კარგი და ხარისხიანი პოსტი, მაგრამ შეგახსენებთ ჩემს ერთ-ერთ ძველ სტატიაში ნახსენებ გარემოებას, რაც 12-13-14 წლის ბავშვების მიერ ქართული ინტერნეტ სივრცის შტურმით აღებას ეხებოდა. ეხლა ეს რატო ვახსენე: სიტყვა “სგ” სავარაუდოდ სიტყვა “საღოლ”-ის შემოკლებულ ვარიანტს წარმოადგენს. რათქმაუნდა მასში ცუდი არაფერია და ის საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავინახოთ ქართული სიზარმაცე – 2 ასო უფრო ადვილად ასაკრებია ვიდრე 6 :yes:
რატოა ეს ცუდი? წარმოიდგინეთ რამდენად ნასიამოვნები დარჩებოდა რომელიმე თქვენგანი, საკუთარი პოსტის ქვემოთ რომ მსგავსი რამ ენახა:
ალბათ არც ამ საიტის ადმინისტრაცია რჩებოდა მაინცდამაინც ნასიამოვნები ამ კომენტარებისგან და პრობლემაც საკმაოდ ორიგინალურად გადაჭრა: იქ სადაც საიტზე იწერებოდა “სგ” ცენზურა ავტომატურად ასწორებდა და წერდა შემდეგი შინაარსის ტექსტს: “ძალიან მაგარი ადმინის ძალიან მაგარი სიახლე”. რა მწარედაც არ უნდა გდომოდათ მხოლოდ “სგ”-ს დაწერა და ამ მაგიური ასოების დაწერით გამოწვეული აღმაფრენის განცდა, მაინც ადმინის ქებათა ქება და ხოტბის შესხმა გამოგივიდოდათ. მაგრამ ყველაფერ კარგს რომ თავისი ცუდი მხარე აქვს ეგ ვიცით და კომენტარებში და სიახლის აღწერაში დაწერილ სგ-ებს ცენზორი ერთმანეთისგან მაშინაც ვერ არჩევდა როცა ის რაიმე სიტყვის შემადგენელი ნაწილი იყო. რეზულტატში კი მივიღეთ აი ასეთი შედევრები:
ალბათ მიხვდით რომ სიტყვების შემადგენლობაში მყოფ სგ-ებს მთელი ის წინადადებები ენაცვლებოდა რომლებიც აქ წითელი ხაზით გამოვყავი.
ეს უბრალოდ, სტატისტიკისთვის
ამით თუ ვერ გაოცდებით, შეგიძლიათ ზე-ორიგინალური ცენზურით დატკბეთ რომლისთვისაც რამოდენიმე მაგალითიც კმარა და რომელთაც არამარტო ვარეზები, არამედ “იმ გადაცემის ის როა” აი ის საიტიც არ გვაკლებს. მოკლედ ჩავატაროთ პატარა ცდა: myvideo.ge-ზე ერთერთი ვიდეოს კომენტარში დავწერ შემდეგი შინაარსის ტექსტს: “ტყუილად ამბობენ რო ერეკლე სხვა მეფეებზე ნაკლებია”
ვნახოთ რას მივიღებ:
აი ასე შეიძლება დამთავრდეს შენს მიერ წამოწყებული დიდი ქართველი მეფის დაცვის მცდელობა. ამტკიცე მერე იქ რა გეწერა
მსგავსი მაგალითი სიახლეების აღწერებშიც არაა ცოტა მაგრამ მხოლოდ რამოდენიმეთი შემოვიფარგლები
საიტმა “Tylenol Island” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა
თვლით რომ “ცხოვრების სტილი” ის სიტყვაა რომელიც შეგიძლიათ საზოგადოებაში ხმამაღლა წარმოთქვათ? ცდებით.
მაგრამ რა ვუყოთ თუ საიტის ადმინისტრაცია იმდენად კრეატიული აზროვნებისაა რომ უცენზურო სიტყვის მხოლოდ ***-თი შეცვლა ნიჭისა და ტალანტის ფუჭ ფლანგვად მიაჩნიათ? ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს :yes:
აი ამ შემთხვევაში კი განსაკუთრებულ უცნაურობასთან გვაქვს საქმე: საქმე იმაშია რომ თუ ცენზურა უნდა შლიდეს უცენზურო სიტყვებს და წერდეს მის მაგივრად რაიმე ზრდილობიანს, აქ პირიქითაა, თუ ამ საიტზე დაწერთ მისი კონკურენტი საიტის მისამართს, ფრიად კომიკურ მდგომარეობაში ჩავარდებით
და ბოლოს, Allmovies.ge, ამ საიტს მეტნაკლებად ყველა ვიცნობთ და ყველაზე უცნაური ისაა რომ ის სამასოიანი სიტყვა სწორედ უცნაურად იწერება. ზუსტად უცნაურად:
რა დააშავა ამ სიტყვამ ვერ გეტყვით მაგრამ ფაქტი სახეზეა.
აი კიდევ რამოდენიმე შესანიშნავი ნიმუში
ინტუიცია მკარნახობს რომ ამ ადამიანს სულ სხვაგვარად უნდოდა “გამოეთქვა შეშფოთება”
აქაც ვერ უნდა იყოს მთლად ისე რომანტიულად საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს
დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია უახლოეს მომავალში ქართული საიტები კიდევ გაგვანებივრებენ მსგავსი მარგალიტებით :)
ავტორი: Velociraptor™