დღეს ვაგრძელებ უცნაურ , საინტერესო და გასაოცარ თემებზე დაპოსტვას. შემომიერთდით…
პოსტში სხვდასხვა გასაოცარ თემებზე (შეიძლება ზოგ მათგანს ფაქტიც კი ვუწოდოთ) მოგითხრობთ , უფროსწორად , რამოდენიმე სიტყვით დაგელაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს უბრალოდ არ წაგართმევთ დროს. ჩემი აზრით პოსტი საკმაოდ საინტერესოა და ზოგ შემთხვევაში გამოსადეგიც , როგორც გაერთობით ასევე ისწავლით. ხო კინაღამ დამავიწყდა , მინდა წინასწარ გთხოვოთ თუ მოგეწონათ პოსტი დამანახეთ ეს რათა სტიმული მომცეთ და მეც უფრო ხალისით და შემართებით მივუდგე საქმეს. ბევრს აღარ გავაგრძელებ და დავიწყებ…
ასე გამოიყურება , “დამტვერილი ხელოვნება”. ძალიან საინტერესო და ლამაზია. ადამიანის ნიჭი უსაზღვროა , ისევე როგორც შესაძლებლობა
ბევრმა ჩვენგანმა, დავაზუსტებ 1000დან 999მა არ იცოდა და მათ შორის არც მე, რომ თურმე მსოფლიოს ჭიანჭველების ჯამური წონა უდრიდა მსოფლიოს მოსახლეობის ჯამურ წონას.
ყველაზე ადვილი გზა გააქროთ უსიამოვნო სუნი თქვენი ფეხსაცმლიდან ?! – უბრალოდ ჩააგდეთ შიგნით, ჩაის მშრალი პაკეტი.
გახდებით თუ არა 31 წლის, თქვენ გალევთ თქვენს 1 000 000 წამს. (ეს ინტერნეტში ეწერა მაგრამ მე ვერ მოგატყუებთ 31*365*24*3600 = გაცილებით მეტს ვიდრე მილიონი)
1977 წელს კოსმოსიდან მივიღეთ სიგნალი, რომელსაც “ვაუ !” უწოდეს მისი ხანგრძლივობის გამო, სიგნალი არც მეტი არც ნაკლები 72 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, ეს იგივეა რაც სტანდარტული სიმღერის ღანგრძლივობა რომ გავყოთ შუაზე. თემას ნუ გადავუხვევთ და დღემდე არ იციან საიდან იყო ეს სიგნალი.
ყველასათვის საყვარელ მსახიობების სამეულს, ჯონი დეპის, ჰარისონ ფორდსა და ლეონარდო დიკაბრიოს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ოსკარი არასდროს მიუღიათ. რაზეთ თვით ოსკარის ოქროს ქანდაკებასაც კი გული სწყდება (ეს ხუმრობით)
ამ ვარსკვლავურ სამეულზე დავამთავრებ დღევანდელ პოსტს, კიდევ ზღვა მსალა მაქვს თქვენთვის მთავარია დაინტერესდეთ და მეგობრებსაც გაუზიაროთ ;))