არქივი

ცნობილი ნახატების საიდუმლოებები

6db1c448cbdf

საკუთარი საიდუმლოებები აქვთ ფერწერის იმ შედევრებსაც, რომლებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ხელოვნების ნიმუშებში ჩადებულია დამალული აზრი, რომლის გაშიფვრაც ხშირად შესაძელებელია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შედევრს.

მონა ლიზას თვალებში დამალული კოდი და გაშიშვლებული მონა ლიზა

58f22f5ab987

როგორც წესი, “მონა ლიზას” არაჩვეულებრიობას მის ინტრიგნულ ღიმილს მიაწერენ, რომელიც ამ ქალბატონის სახეზეა გამოსახული. იტალიელმა ისტორიკოსებმა და მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მონა ლიზას თვალებს მიკროსკოპით დააკვირდებით, მაშინ გაარჩევთ მასში დაწერილ ციფრებსა და ასოებს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ერთი შეხედვით გაურჩეველი ციფრები და ასოები წარმოადგენენ “და ვინჩის კოდს” სინამდვილეში. მარჯვენა თვალში ჩანს ასოები «LV», რომლებიც შეიძლება აღნიშნავდნენ მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის ინიციალებს. მარცხენა თვალშიც არის სიმბოლოები, მაგრამ მათი ამოცნობა ჯერ ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია თქმა თუ რა წერია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არის ასოები «CE» ან ასო «B». ხიდის ქვეშ კი ჩანს რიცხვი 72, ან შეიძლება იყოს ასო «B» და 2-იანი. ასევე ნახატზე ჩანს 149, რაც შესაძლოა ნახატის დახატვის თარიღს აღნიშნავდეს, და ვინჩიმ ნახატი მილანში ყოფნისას დახატა, იქ კი ის 1490-იან წლებში იყო. აღსანიშნავია, რომ ნახატი თითქმის 500 წლის არის და ძალიან ძნელია დამალული ნიშნების აღმოჩენა და გაგება, ეს ხომ გაცილებით ადვილი იქნებოდა თავიდან.

e88f1ef9a01d

ცნობილი “ჯოკონდას” ორი ვარიანტი არსებობს” ერთში იგი გაშიშვლებულია და მისი სახელწოდებაა “მონა ვანა”, იგი დახატა არც ისე ცნობილმა მხატვარმა, სალაიმ, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მოსწავლე იყო. ბევრი მკვლევარის აზრით სწორედ სალაი იყო ლეონარდოს მოდელი ნახატისთვის “იოანე ნათლისმცემელი” და “ბახუი”. ასევე არსებობს აზრი, რომ მონა ლიზა ქალის ტანისამოსში გადაცმული სალაია.

საიდუმლო სერობა: ორეულები, დამალული მუსიკა და დამალული მათემატიკური სიმბოლოები

2a5c905c53aa

“საიდუმლო სერობა” არაერთხელ გამხდარა სპეკულაციის ობიექტი, ძირითადად კი ეს მასში დამალულ ინფორმაციებსა და სიმბოლოებს ეხება. სლავისა პეშიმ, ინფორმაციულმა ტექნოლოგმა საკმაოდ საინტერესო ვიზუალური ეფექტი შექმნა. მან ნახარის ორგინალზე დადო ნახატის სარკისებრი ნახევრად გამჭვირვალე ვერსია. შედეგად კი გამოჩნდა ორი ძალიან მსგავსი ფიგურა, იესოს გვერდით კი კიდევ ერთი ადამიანი, შესაძლოა ქალი ბავშვით ხელში.

როდესაც ლეონარდო და ვინჩი ხატავდა “საიდუმლო სერობას”, მან დიდი მნიშვნელობა მიანიღა ორ ფიგურას: იესოს და იუდას. ის ძალიან დიდ ხასნ ეძებდა ადამიანს, რომელსაც მოდელად გამოიყენებდა. საბოლოოდ კი მან იპოვა იესო ქრისტეს განმსახიერებელი მოდელი, რომელიც ახალგაზრდა მომღერლებს შორის აარჩია. რაც შეეხება იუდას, მან იგი 3 წლის განმავლობაში ვერ იპოვა. მაგრამ ერთხელ იგი ქუჩაში შეხვდა ლოთს, იგი ახალგაზრდა კაცი იყო. ლეონარდომ მიიწვია იგი დუქანში და დაიწყო იუდას ხატვა. როდესაც ლოთი გონს მოეგო მან უთხრა მხატვარს, რომ იგი ერთხელ უკვე დაუხატავს ლეონარდოს, მაგრამ ეს იყო მრავალი წლის წინათ, როცა ის ჯერ კიდევ მღეროდა ახალგაზრდათა გუნდში, მაშინ ლეონარდო მას იესო ქრისტეს სახიერად ხატავდა.

იტალიელი მუსიკოსი, ჯოვანი მარია პალა ამბობდა, რომ ხელებისა და პურის განლაგება შესაძლოა აღნიშნავდეს მუსიკალურ ნოტებს და თუ მას მარჯვნიდან მარცხნივ წავიკითხავთ შესაძლოა მუსიკალური კომპოზიცია მივიღოთ.

ვატიკანელი მკვლევარი, საბრინა სფოცა გალიცია აცხადებს, რომ მან გაშიფრა “მათემატიკური” და “ასტროლოგიური” სიმბოლოები, რომლებიც “საიდუმლო სერობაშია”. მისი თქმით მხატვარმა განჭვრიტა სამყაროს აღსასრული, რომელიც დაიწყება 4006 წლის 21 მარტს და დასრულდება იმავე წლის 1 ნოემბერს. მისი აზრით ეს იქნება ახალი ერა კაცობრიობაში.

ადამის შექმნა, ღვთიური ძალა

86c360532086

მიქელანჯელოს “ადამის შექმნა” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრესკაა სისქსტის კაპელადან. მან არამხოლოდ დროს, ასევე მრავალ გამოცდას გაუძლო და წარმოადგენს მეცნიერების თავსატეხს 21-ე საუკუნეში.

d74a8daa2505

მიქელანჯელო აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხატვრად და სკულპტორად იტალიური აღორძინების ეპოქიდან. იგი ცნობილია იმით, რომ ზედმიწევნით შეისწავლა ადამიანი აგებულება, ანატომია და 17 წლის ასაკში უკვე ათვალიერებდა გვამებს, რომლებიც ეკლესიიდან გამოჰქონდათ. ამერიკელი ნეიროანატომიის ექსპერტები თვლიან, რომ მიქელანჯელო ნამდვილად იყენებდა ადამიანის ანატომიაზე დაკვირვებით მიღებულ შედეგებს, როდესაც ქმნიდა სიქსტის კაპელას ფრესკებს. თუმცა აზრი აქ ორად იყოფა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუმცა მიქელანჯელოს ნახატზე შემთხვევითი არაა, რომ სრულად არის დახატული ტვინის ურთულესი აგებულება, მხედველობითი ნერვი და ჰიპოფიზი.

სიქსტის კაპელას ფრესკები: ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ადამიანის ორგანოები, უმეტესად ტვინი

f30e8ebf4055

“ადამის შექმნის” გარდა სიქსტის კაპელას სხვა ფრესკებიც მოიცავენ ადამიანის ორგანოებს. მათ შორის კი ადგილი, სადაც ღმერთია გამოსახული მოიცავს დამალულ ინფორმაციას. ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ ღმერთის მკერდი და ყელი ანატომიურად არასწორია, მსგავსი აგებულება არც ერთ ადამიანს არ აქვს ფრესკაზე. ძირითადად კი ფიგურების უმეტესობა დიაგონალურად მარცხენა ქვედა მხარიდანაა განათებული, ღმერთის ფიგურად კი შუქი პირდაპირი კუთხით ეფინება. ექსპერტები თვლიან, რომ მიქელანჯელომ ეს ყველაფერი სპეციალურად დახატა ასეთი სახით.

0f089f8d2766

თუ გავადიდებთ ღმერთის უცნაურ კისერს, დავინახავთ, რომ მისი უკანა ფონი ძალიან გავს ზურგის ტვინს, მისი კონტურები ზუსტად ემთხვევა ტვინის კონტურებს. მიქელანჯელოს სხვა ორგანოების აქვს გამოსახული ფრესკაზე, ძირითადად თირკმელები, რომლის მიმართაც მიქელანჯელოს დიდი ინტერესი ჰქონდა, რადგან მას სტანჯავდა კენჭები თირკმელებში.

მადონა წმინდა ჯოვანინოსთან, უფო-ს კვალი

e14263b7fa41

დომენიკო გირლანდაიოს “მადონა წმინდა ჯოვანინოსთან” ნახატში ერთი უცნაური დეტალია. მარიას მარცხენა მხრის ზემოთ უცნაური ობიექტი შეინიშნბა. ეს ობიექტი მბწრყინავია და აღსანიშნავია, რომ მხატვარს იგი ძალიან დიდი სიზუსტით აქვს დახატული, თითქოს ცდილობდა მის ჩადებას შედევრში თვალში მოსახვედრად, ასევე ნახატის მარჯვენა მხარეს შეინიშნება ადამიანი, რომელიც ქმნის ემოციას, თუ რამდენად გამოკვეთილია ეს ობიექტი. მარცხენა ზედა კუთხეში კი ვხედავთ ობიექტს, რომელიც სავარაუდოდ მზეა. ნახატი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელზეც გამოსახულია უცნაური, საშიში და დღემდე გაუგებარი მფრინავი ობიექტი.

ზაქარია ტაძარში: რელიგიის ძალაუფლება

22f929959df3

დაძაბულობა პაპ იულიუს II-სა და მიქელანჯელოს შორის ისტორიულ დოკუმენტებშიც არის აღწერილი. ისტორიკოსები ამბობემ, რომ მიქელანჯელომ პაპი ერთ-ერთ ნახატში ზაქარიას როლში დახატა, ხოლო მის უკან მდებარე ანგელოზი საკმაოდ ცუდ ჟესტს აკეთებს.

0cc6b2de5407

ფიგურას, რომელშიც გამოსხულია პატარა ბავშვის თითები, ეწოდება “ლეღვი”, მაგრამ მისი მნიშვნელობა ასეთი ტკბილი სულაც არაა: საჩვენებელი თითი აწეულია ცერასა და შუა თითს შორის, რაც ძველი სამყაროს აღმნიშვნელო ჟესტია, მისი მნიშვნელობა დღევანდლამდეა შემორჩენილი. დასავლეთში ეს ჟესტი არ არის გავრცელებული, სამაგიეროდ მას კარგად იცნობენ რუსეთში.

დავითი და გოლიათი, მისტიური ნიშნები

70e900d1db17

როდესაც სიქსტის კაპელის 1300 კმ² ფრესკის შესწავლა დაიწყეს, ბევრ სხვა დეტალთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ფიგურა ივრიტის ასოების ფორმისაა, მაგალითად, დავითის და გოლიათი ფიგურა ასო “გიმელს” გავს, რაც ძალას აღნიშნავს მისტიური ტრადიციის მიხედვით. მკვლევარების აზრით, მიქელანჯელომ იუდაიზმის მიმდევრები ლორენცო მედიჩის ფლორენციაში მდებარე სახლში გაიცნო, შესაძლოა ამის მიხედვითაცაა აგებული სიქსტის კაპელა და იგი ანალოგია იერუსალიმში მდებარე წმინდა ტაძრის, რომელიც “დაკარგული მისტიური საერთო სიყვარულის” სიმბოლოდ არის გაშიფრული.

ფლამანდიური ანდაზები: 112 ნიდერლანდური იდიომა

6c5465edfd25

“ფლამანდიური ანდაზები” – პიტერ ბრეიგელ უფროსის მიერაა დახატოლი ზეთის საღებავებში, იგი სავსეა სიმბოლოებით, რომლებიც იმდორინდელ ნიდერლანდურ ანდაზებსაც მოიცავს. მთლიანად ნახატში 112 იდიომა მოიძებნა, რომლებიც დღესაც გამოიყენება, მაგალითად, “დიდი თევზი შეჭამს პატარას”, “თავის კედელზე რტყმა”,”კბილებამდე შეიარაღება”. სხვა ანდაზები ადამიანურ სისულელეებს შეეხება. მაგალითად, ერთი კაცი ჭრის ცხვრებს, სხვა კი ღორებს, ეს სცენა კი ასახავს გამოთქმას “ვიღაც ჭრის ცხვრებს, ვიღაც კი – ღორებს”, რაც ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს აქვს უპირატესობა მეორეზე.

საუზმე ემაუსში, ქრისტიანული აღთქმა დუმილისა

1fd31b385155

“საუზმე ემაუსში” კარავაჯოს ნახატია, იგი იტალიელი მხატვარია ბაროკოს ეპოქისა. ნახატზე გამოსახულია მომენტი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ჩუმად მიდი ქალა ემაუსში, იქ კი ხვდება მის ორ მოსწავლეს და გადატეხს მათთან ერთად პურს, მისი მოსწავლეები კი ამოიცნობენ მას. სურათი უჩვეულოა იმით, რომ ადამიანები გამოსახულნი არიან მუქ, ცარიელ ფონზე. საჭმლის ჯამი კი შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს წუთი წუთზე გადმოვარდება. ასევე არის უცნაური ჩრილი, თევზის სილუეტის მსგავსი, რომელიც ქრისტიანებისთვის დუმილის აღთქმას უკავშირდება.

ახალგაზრდა მოცარტის პორტრეტი, მასონური ნიშნები

5d977b3b309a

რა თქმა უნდა, ხელოვნების ნიმუშები გვერდს ვერ აუვლიდა მასონურ ნიშნებს. ადამიანების პორტრეტები, სადაც ისინი მალავენ ხელებს ან ასახავენ მათ გულწრფელობას საქმეში ან მათი იერარქიის დონეს. მაგალითად კი მოცარტის პორტრეტი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც ანტონიო ლორენცონიმ დახატა.

მუსიკა დუნდულებზე

ab1b6a1cd907

fe6fb626842c

ჰოლანდიელი მხატვრის, ბოსხის ყველაზე ცნობილ ნამუშევართან დაკავშირებული კამათი დღემდე არ ცხრება. მასზე გამოსახულია “მუსიკალური ჯოჯოხეთი”, სადაც ცოდვილები უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ერთ-ერთ მათგანს კი ნოტები დუნდულებზე აქვს დაწერილი. ოკლაჰომას ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ამელია ჰემრიკმა, რომელმაც შეისწავლა სურათი დაწერა “სიმღერა უკანალზე ჯოჯოხეთიდან, რომელსაც 500 წელი შეუსრულდა”.

მოხუცი მეთევზე

1787a2f66cf3

1902 წელს მხატვარმა ტივადარ კოსტკა ჩონტვარიმ დახატა “მოხუცი მეთევზე”. თითქოს არაფერია ნახატში უცნაური, მაგრამ ტივადარმა მასში დამალული ქვეტექსტი ჩადო, რომელიც მხატვრის ცხოვრებაში ვერ ამოიხსნა.

587a6faadef2

ძალიან ცოტას მოუვიდა თავში აზრად ნახატის შუაში დაედოთ სარკე. ნებისმიერ ადამიანში შესაძლოა იყოს ღმერთი (მოხუცის მარჯვენა მხარე), ასევე ეშმაკი (მოხუცის მარცხენა მხარე).

უცოდველი ისტორია გოთიკაზე

0a8c72659b69

გრანტ ვუდის ნამუშევარი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უცნაურად ამერიკულ ფერწერაში. ნახატი მამითა და ქალიშვილით გადატვირთულია დეტალებით, რომლებიც ამ ადამიანების ცხოვრეას აღწერენ. სინამდვილეში მხატვარს არაფერი საშიშის გამოსახვა არ ქოდნა განზრახული. აიოვას შტატში სტუმრობისას მან შენიშნა არც ისე დიდი სახლი გოთიკურ სტილში და გადაწყვიტა დაეხატა ხალხი, რომელიც მისი აზრით მათ მფლობელებს დაემსგავსებოდნენ. ესენი კი იყვნენ გრანტის და და მისი სტომატოლოგი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button