გართობაკულტურა

მიესალმეთ AMG GT

99921a288066

ქალბატონებო და ბატონებო მიესალმეთ Mercedes-ის უახლეს მოდელს AMG GT-ს, რომელიც 2014 წლის 11 სექტემბერს დაიბადა და დიდი სიმპატიები და მოწონება დაიმსახურა როგორც კრიტიკოსებისგან ასევე უბრალოდ მერსედესის და საერთოდ ავტოინთუზიასტებისგან (მათშორის ჩემგანაც)…

საუკეთესო პერფორმანსი, აგრესიული სტილი, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხი. სწორედ ასე შეიძლება აღვწეროთ უახლესი მოდელი Mercedes AMG GT. სპორტ კლასის AMG GT-ის სრულიად ახალი 4 ლიტრიანი ორმაგად ტურბირებული V8 ძრავა აქვს, რომელიც GT ვერსიის შემთხვევაში, 462 ცხენისძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრის მქონე AMG GT 0-100 კმ/სთ-მდე 4 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ. ლიმიტირებულ 304 კმ/სთ-ს. რაც შეეხება GT S ვერსიას, ახალი V8 მის კაპოტქვეშ 510 ცხენს და 650 ნიუტონმეტრს წარმოქმნის, რაც სრულიად საკმარისია პირველი ასეულის 3.8 წამში ასაღებად და ელექტრონულად შეზღუდული 310 კმ/სთ-ს გასავითარებლად. დიზაინის თვალსაზრისით AMG GT, საკმაოდ წააგავს წინამორბედ SLS AMG-ის, თუმცა 1540 კილოგრამი წონის მქონე AMG GT გაცილებით მანევრული ეკონომიური და “მწვანე” გახლავთ, რადგან 100 კილომეტრზე ეს უკანასკნელი 9.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს და ყოველ გავლილ კილომეტრზე მხოლოდ 219 გრამ CO2-ს გამოყოფს. აღსანიშნავია 7G-Tronic Dual Cluth გადაცემათა კოლოფი, რომელიც SLS AMG-დან არის გადმოატინილი რაღა თქმა უნდა გარკვეული მოდიფიკაცეიბით, რაც მეტად სპორტულ სწრაფ და მკვეთრ გადაცემებს უზრუნველყოფს. ესეც მოკლე და ამომწურავი მიმოხილვა ამ ლამაზმანის ახლა კი დატკბით ფოტო და ვიდეო მასალით

d5e3cf717f8f

af1b187ebcc7

41c4c4390c6e

dbc46c6a476a

d82b42f7ae1e

99921a288066

ავტომოყვარულებს შეგიძლიათ დაელოდოთ შემდეგ პოსტებს ჩემს ბლოგზე

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button