არქივი
აფეთქებული ბუდას მონუმენტი
2001 წლის მარტს ავღანეთის დედაქალაქიდან (ქაბულიდან) 230 კილომეტრში ტერორისტულმა დაჯგუფებამ – თალიბანმა ააფეთქა ორი უზარმაზარი ბუდას მონუმენტი.
ბამიანის ბუდები იყო მე–6 საუკუნეში კლდეში ნაკვეთი ბუდას ორი მონუმენტი. ისინი მდებარეობდნენ ავღანეთში ბამიანის ვაკეზე. მონუმენტები იყვნენ განზრახ დინამიტით აფეთქებული 2001 წელს თალიბანის მიერ, ლიდერ მულაჰ მუჰამედ ომარის ბრძანებით. თალიბანმა განაცხადა, რომ ბუდას მონუმენტები იყვნენ კერპები (რომლებიც “შარიას კანონის” თანახმად არიან აკრძალულნი). ეს იყო თალიბანის და საერთოდ ისლამისტების არატოლერანტობის ღია მაგალითი. იაპონიამ და შვეიცარიამ განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს ბამიანის ბუდების აღდგენა.